x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გოგონა, რომელიც 4 ფეხით დაიბადა

ერთხელ, ამ სამყაროს გოგონა მოევლინა, რომელსაც 4 ფეხი ჰქონდა. მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ დეპრესიაში ჩავარდნილიყო და ცხოვრებაზე ხელი ჩაექნია, გათხოვდა, ოჯახი შექმნა და ძალიან ბედნიერი იყო...


image


ის სამედიცინო გამოცანად დარჩა


ჟოზეფინა მირტლ კორბი — ამერიკელი მსახიობი იყო და ის დიპიგუსით დაიბადა. ეს იშვიათი ანომალიაა, რომლის დროსაც, ადამიანს 2 მენჯი აქვს და თითოეულიდან, 2–2 ფეხი იზრდება.


image


ჟოზეფინა 1868 წელს ლინკოლნის ოლქში (ტენესი შტატი) დაიბადა. ყველაზე შესაფერისი ვარიანტი, ამ ანომალიის ასახსნელად, მშობლების ახლო ნათესაობა იყო. მაგრამ, მშობლები ამას კატეგორიულად უარყოფდნენ. თუმცა, როგორც ექიმები ირწმუნებოდნენ, მსგავსება აშკარა იყო: «ორივეს წაბლისფერი თმა, ცისფერი თვალები და მეტისმეტად თეთრი კან ჰქონდა».

ახალშობილი სხვა ჩვილებისგან, მხოლოდ ზედმეტი წყვილი ფეხებით გამოირჩეოდა. სხვა მხრივ, სრულიად ჯანმრთელი იყო და 3 კვირის ასაკში, 4, 5 კგ–ს იწონიდა.


მუშაობა მოხეტიალე ცირკში


მშობლები, შვილის დაცვის მიზნით, უჩვეულო ბავშვს დიდხანს მალავდნენ. მათ მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმიტომ უნდოდათ, რადგან იმ დროს, კოლექციონერები, ანომალიის მქონე ახალშობილებს, ხშირად იპარავდნენ.

ხალხმა გოგონას არსებობის შესახებ, მაშინ გაიგო, როდესაც ჟოსეფინას 13 წელი შეუსრულდა. გოგონა მშობლებმა მოხეტიალე ცირკში მოაწყვეს, რომ მას მომავალში, საკუთარი თავის შენახვა შესძლებოდა. მათი აზრით, ჟოზეფინა ვერასდროს გათხოვდებოდა, ხოლო მშობლები, მის გვერდით, სამუდამოდ ყოფნას ვერ შეძლებდნენ...



image


ცირკში ჟოზეფინამ მეტსახელი — «ოთხფეხა გოგონა ტეხასიდან» მიიღო. რეკლამაში კი, მის შესახებ, ასე ეწერა: «ნაზი, როგორც ზაფხულის მზე და ბედნიერი, როგორც გრძელი დღე». ჟოზეფინა იმდენად პოპულარული იყო, რომ სხვა ცირკებში, მას მიმბაძველებიც გაუჩნდა. რა თქმა უნდა, მათ ყალბი ფეხები ჰქონდათ, მაგრამ მაყურებელი მაინც აღფრთოვანებული იყო.

6 წლის შემდეგ, ჟოზეფინამ თავისი სამსახიობო კარიერა დაასრულა, რადგან ქორწილისთვის ემზადებოდა.

ოჯახი

ახალგაზრდა ექიმმა ჯეიმს კლინტონ ბიკნელმა გოგონას ხელი სთხოვა, როდესაც ის 19 წლის გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, ჟოზეფინა დაფეხმძიმდა და მან ამის შესახებ, მაშინ გაიგო, როდესაც მარცხენა გვერდში ძლიერი ტკივილი იგრძნო, სიცხემ აუწია და თავის ტკივილები დაეწყო... აღმოჩნდა, რომ ჟოზეფინას, მხოლოდ ზედმეტი წყვილი ფეხი კი არა, შინაგანი ორგანოებიც გაორებული ჰქონდა და მათ შორის, საშვილოსნოც. ფეხმძიმობის გამო, ის თავს იმდენად ცუდად გრძნობდა, რომ ექიმებმა ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

თუმცა, ანატომიის თავისებურებებმა და უარყოფითმა გამოცდილება, მას ხელი არ შეუშალა, რომ დედა გამხდარიყო. ჟოზეფინამ 4 ქალიშვილი და ერთი ვაჟი გააჩინა და ყველა მათგანი, სრულიად ჯანმრთელი, ყოველგვარი ანომალიების გარეშე დაიბადა.


image


ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს მისაღებად, მრავალშვილიანი დედა ცირკში დაბრუნდა. ის მაყურებლისთვის პოზირებდა და მსურველებთან, ფოტოებსაც იღებდა.

«ოთხფეხა გოგონა ტეხასიდან» 1928 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. მის ცხედრის გამოსყიდვა მედიკოსებს და კერძო კოლექციონერებს უნდოდათ და ამისთვის, საკმაოდ დიდ თანხას იხდიდნენ. თუმცა ოჯახმა ყველა უარით გაისტუმრა. მათი გადაწყვეტილებით, ქალის კუბოზე ბეტონი დაასხეს და საფლავთან იმდენ ხანს იდგნენ, ვიდრე ბეტონი არ გაშრა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰაკერმა ვატიკანის არქივში "შეაღწია" და კაცობრიობის რეალური ისტორიის შესახებ, ინფორმაცია მოიპოვა

* საიდუმლო ინფორმაცია პენტაგონიდან, რომელმაც სოციალურ ქსელში "გაჟონა" – უცნაური არტეფაქტის ისტორია

* თუ საქმის წამოწყებას აპირებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ – 7 სასარგებლო რჩევა



0
167
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0