x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აირჩიეთ მაგიური წიგნი და გაიგეთ, რა გელით!

სამყარო მუდმივად გვიგზავნის ნიშნებს, რომელთა წყალობით შეგვიძლია გადაადგილების სწორი მიმართულება ავირჩიოთ. ისინი- ნიშნები, თითქმის ყველგანაა, უბრალოდ საჭიროა, რომ შეამჩნიოთ და შეძლოთ მათი სწორად ამოკითხვა.



image



თქვენი მომავლის ფარდას ცოტათი გაწევთ, თუ მოცემული მაგიური წიგნებით ერთ რომელიმე კონკრეტულს აარჩევთ და წაიკითხავთ შესაბამის ახსნას, რომელიც მას მოყვება.



1 - წიგნი. დროა, რომ იმოქმედოთ გონებით, რომ რაც შიგნით ინტუიციურად არსებობს თქვენში, ზევით ამოვიდეს. თუ გსურთ რამეს მიაღწიოთ, მაშინ ნუ იფიქრებთ, რომ ის არ გაქვთ. ეცადეთ იფიქროთ მხოლოდ მიზანზე, შეივსეთ სოცოცხლისუნარით, გათვალეთ ყველა დეტალი და თქვენი მონდომება, აუცილებლად შეუწყობს ხელს თქვენი მიზნის რეალიზებას.





2 - წიგნი. თქვენი გარეგანი ენერგიით ძალიან დიდ ყურადღებას იქცევთ. უახლოეს მომავალში ყველაფერი თავისთავად მოგვარდება და ყველა, ვინც ამ სიტუაციაში მონაწილეობს, კმაყოფილი იქნება. თქვენ საჭირო გზაჯვარედინზე დგახართ. მოიცილეთ ძველი რწმენის სისტემა და ყველა შემზღუდავი ბარიერი, მხოლოდ შინაგან ხმას ენდეთ და იმოქმედეთ ისე.


გახსოვდეთ, რომ სამყარო მხარს გიჭერთ და ახლა სწორედ ცვლილებების დროა და თავისუფლად შეგიძლიათ მიაღწიოთ დიდ წარმატებას.




3 - წიგნი. სამყარო- ეს ხომ ცოცხალი არსებაა. მას თუ რამეს გულით შესთხოვთ, მიიღებთ კიდეც, მთავარია არ დაივიწყოთ მადლიერების გრძნობა. გულწრფელი მადლიერება ხელს უწყობს ფაქტს, რომ სამყარომ განაგრძოს მოქმედება ჩვენს სასიკეთოდ.




4 - წიგნი. ახლა სწორედ ის დროა, რომ ცხოვრება შთაბეროთ სურვილებით. მიმოიხედე და დაფიქრდი, ეს ის ცხოვრებაა, რომელიც გსურს? თუ არა, მაშინ იმოქმედე. სთხოვე სამყაროს დაგანახოს ახალი მიმართულება და იდეები, ბუნება ხომ ხშირად გვაძლევს შთაგონებას.




5 - წიგნი. მაგია, ეს ის არის, რაც ოცნებებში ცხოვრებაში გვეხმარება. ეს არის შესაძლებლობების ნაპერწკალი - სასწაულის შესაძლებლობა, რომელიც გულიდან მოდის. ამჩნევთ ყველაფერ მშვენიერს, რაც სამყაროს აკრავს ირგვლივ. თქვენ, გარკვეული ჯადოსნური ძალაუფლების გავლენის ქვეშ ხართ, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენით თქვენი და სხვების სასარგებლოდ. გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდი მაგია და სასწაული არის შენი ცხოვრება და საყვარელი ადამიანების ცხოვრება!


ისწავლეთ ისიამოვნოთ ცხოვრების საჩუქრებით და იყოთ მადლიერი ამ ყველაფრისთვის. სამყარო თავისი კანონების შესაბამისად მოქმედებს და ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება, შემთხვევითი არ არის, ჩვენ ყველანი, ხშირად რაღაც უფრო მეტს ველით...







იხილეთ აგრეთვე:



გაინტერესებთ, რა გელით მომავალი 30 დღის განმავლობაში?image



1
176
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
176
  
2019, 16 ნოემბერი, 0:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1