x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ბრტყელი-პრტყელი, ლიმონის-ლიმნის, ესე იგი-ესეიგი. იხილეთ სიტყვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ შეცდომით
ალბათ ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც წერის დროს გვიწევს ისეთი სიტყვის ჩაწერა, რომლის სწორი ფორმა, ან დაწერილობა არ გვცოდნია, ამიტომ პრობლემიდან თავის დასაღწევად მის შემცვლელ სხვა სიტყვას ვეძებთ ხოლმე.

ამის გარდა ხშირად ვაწყდებით არასწორი ფორმით დაწერილ სიტყვებს აბრებზე, სათაურებზე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჟურნალებშიც კი...

ქართულში გვაქვს უამრაცინისეთი სიტყვა, რომელიც ხშირად გვაბნევს, ვერ ვიგებთ ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე, დეფიზით თუ მის გარეშე...image

გთავაზობთ იმ სიტყვების ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვაბნევენ და გრამატიკულად სქორი ფორმით დასაწერად ბევრ ფიქრს გვაიძულებენ :


სწორია - არასწორია

მოცინარი - მომცინარი

ჯანმრთელობა - ჯამრთელობა

ორი კვირის წინ - ორი კვირის უკან

მომსახურება - მომსახურეობა

ერთი თვის წინ - ერთი თვის უკან

დიდი ხნის წინ - დიდი ხნის უკან

ლიმონის - ლიმნის

მანქანის - მანქნის

ესე იგი - ესეიგი

მით უმეტეს - მითუმეტეს

ადეკვატური - ადექვატური

არაფრის - არაფლის

ბევრჯერ - ბევრჯელ

უარესი - უვარესი

ელემენტარული - ელემენტალური

რეგულარული - რეგულალური

დაჯავშნილი - დაჯავშნული

მასშტაბი - მაშტაბი

ფრჩხილი - ბრჩხილი

ბრტყელი - პრტყელი

აღშფოთებული - ახშფოთებული

რა ხდება - რა ხთება

3
590
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
590
  
2019, 14 ნოემბერი, 17:46
ეგებ თქვენს თანამშრომლებსაც ჩაუტაროთ 3-4 გაკვეთილი. ერთი-ორი არ ეყოფათ.
2019, 10 ნოემბერი, 18:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 10 ნოემბერი, 16:41
კიდევ ამ ხერხით თუ ისწავლის ხალხი მშობლიურ გრამატიკას, განსაკუთრებით, ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონენი.
0 1 3