კინო "ჩვენ ჩავშლით ამ გარყვნილებას" - ქართული მარში "გეი პროპაგანდის" წინააღმდეგ 2019, 8 ნოემბერი, 13:02 სანდრო ბრეგაძემ და "ქართულმა მარშმა" დღეს მედია ცენტრ "მთავარში" გამართეს პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტებს და საზოგადოებას გააცნეს დღევანდელი აქციის გეგმები. ბრეგაძის თქმით, ისინი აუცილებლად ჩაშლიან დღევანდელი ფილმის ჩვენებას, გააკეთებენ სირცხვილის კორიდორს და არ დაუშვებენ, რომ გეი პროპაგანდის ჩვენება შედგეს. ბრეგაძემ პროვოკაციებზეც ისაუბრა და საზოგადოებას დაპირდა, ყველაფერ ამას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით განახორციელებს. 46 2-ს მოსწონს
|