x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რატომ ირჩევენ იაპონელი მამაკაცები ცოლების ნაცვლად სილიკონის სექს -თოჯინებს

image


იაპონიაში ნამდვილი დემოგრაფიული კრიზისია. შობადობა კატასტროფულად მცირდება, ხოლო მოსახლეობა ყოველწლიურად ბერდება. სტატისტიკის თანახმად, დღესდღეობით, იაპონიაში მოსახლეობის 25% -ზე მეტი საპენსიო ასაკის არის. ერი გადაშენების ზღვარზეა. სიტუაციას ის ფაქტიც ართულებს, რომ იაპონელები არამც თუ ოჯახის შექმნას, არამედ ყველანაირი სახის ურთიერთობას გაურბიან. ყველაფერთან ერთად ამომავალი მზის ქვეყანაში მოსახლეობა კიდევ ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და ეს, - გაგიკვირდებათ და სილიკონის სექს- თოჯინებია.


image

იაპონელები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან საპირისპირო სქესითა და ოჯახის შექმნით. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ მათ სექსუალური ურთიერთობები და სასიყვარულო თავგადასავლები არ აინტერესებთ, პირიქით, აინტერსებთ და თან ძალიან. ამიტომაც, იაპონიაში ამდენი პორნოგრაფია, ჰენტაი, სექს - სათამაშოები და მასობრივი გარყვნილების უცნაური ბუმია.


image

ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობა - საკმაოდ რთული და ძვირია, სწორედ ამიტომ იაპონელი მამაკაცები სასიყვარულო ურთიერთობაში ყოფნას ძირითადად 2D გოგონებთან არჩევენ, ყიდულობენ სექს- სათამაშოებსა და საკუთარი ფიზიკური მოთხოვილებების დასაკმაყოფილებლად ყველა არსებულ დაწესებულებას სტუმრობენ. სექსი, სიყვარული და ურთიერთობა მათთვის ერთ, განუყოფელ მთლიანობას უკვე აღარ წარმოადგენს, სწორედ ამის შედეგია - ის ძლიერი დემოგრაფიული კრიზისი რაც აი, უკვე რამდენიმე წელია ქვეყანაშია გამეფებული.


image

ტექნოლოგიური პროგრესი ერთ ადგილას არ დგას, და ამის ნათელი დადასტურება სილიკონის ის სექს- თოჯინებია, რომლებიც იაპონიაში ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება. ისინი იმდენად რეალისტურია, რომ ცოცხალი ადამიანისგან პრაქტიკულად არ განსხვავდებიან. კომპანია "Orient Industry" -ის დირექტორი, ჰიდეო ცუჩია, რომელიც სექს- თოჯიების წარმოებით არის დაკავებული ამბობს, რომ დღევანდელი პროდუქცია სრულიად განსხვავდება იმ თოჯინებისგან, რომლებიც 70-იან წლებში იყო აქტუალური, ცუჩიას განცახდებით, ახლა ეს უკვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც გარეგნულად ცოცხალი ადამიანივით გამოიყურება, რომელთა ხელოვნური კანიც კი ბუნებრივის იდენტურია.


image

ახლა კი, იმ ორი იაპონელი მამაკაცის საკმაოდ უცნაურ ისტორიას მოგიყვებით, რომლებმაც საკუთარი ბედნიერება გაგიკვირდებათ და, სწორედ სილიკონის სექს -თოჯინებში იპოვეს.



image


გაიცანით, ეს 45 წლის ფიზიოთერაპევტი მასაიუკი ოზაკია, რომელსაც მეუღლე და ერთი მოზარდი გოგონა ჰყავს. როგორც თავად მასაიუკი ჰყვება, შვილის შეძენის შემდეგ, წყვილს ინტიმური ურთიერთობა აღარ ჰქონდა, რის გამოც მან თავი მარტოსულად იგრძნო. ერთხელაც, როცა 45 წლის მასაიუკი ჟურნალს ათავლიერებდა, შემთხვევით დასურათებულ სტატიას გადააწყდა, სადაც საუბარი სილიკონის სექს- თოჯინებზე იყო, მარტოსულმა მამაკაცმა გადაწყვიტა, მაღაზიაში მისულიყო და ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა.


image
მასაიუკიმ მაღაზიის ვიტრინაში თვალი ერთ-ერთ თოჯინას მოჰკრა, რომელიც პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა, მამაკაცს ბევრი არ უფიქრია ისე მიიყვანა სახლში ოჯახის ახალი წევრი, რომელსაც მაიუ დაარქვა. მეუღლის წინააღმდეგობის მიუხედავად თოჯინა მალევე ოჯახის სრულფასოვან წევრად იქცა.


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მასაიუკი მისთვის ჩასაცმელს, სამკაულსა და საჩუქრებს სისტემატურად ყიდულობს, დადის მასთან ერთად პაემნებზე, გასართობად და გაგიკვირდებათ და აბაზანასაც კი მხოლოდ მასთან ერთად იღებს. რა თქმა უნდა, მასაიუკი მას თავისი პირდაპირი დანიშნულებითაც იყენებს.


image


"ქალები ეგოისტები არიან, ყოველთვის ჩვენს გამოსწორებას ცდილობენ. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს როცა სახლში დაღლილი ვბრუნდებით, თავიანთი დაუსრულებელი საუბრებით თავს გვაბეზრებენ, "- ამბობს მასაიუკი. სილოკონის თოჯინა მაიუსს ის თავის მეორე ნახევრად მიიჩნევს. ამბობს, რომ მასთან თავს უფრო მშვიდად და ბედნიერად გრძნობს, იცის რომ ის, მის ყოველი სამსახურიდან დაბრუნებას სულმოუთმენლად ელის, თუმცა, დაბრუნებულს საუბრებით თავს არასდროს აბეზრებს: "ვერ წარმომიდგენია ადამიანებთან ჩვეულ ურთიერთობებს დავუბრუნდე, მსურს რომ დაკრძალული ასევე მის გვერდით ვიყო და იმ ქვეყნადაც მხოლოდ მასთან ერთად წავიდე, " - აცხადებს მასაიუკი.


image


აი, ასე იპოვა 45 წლის ფიზიოთერაპევტმა სილიკონის თოჯინის სახით ახალი სიყვარული და ცხოვრების აზრი. სხვათა შორის, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ქორწილის შემდეგ იაპონელი წყვილები დასაძინებლად სხვადასხვა ოთახებში გადადიან და ინტიმურ ურთიერთობებსაც საერთოდ წყვეტენ.


image

მეორე იაპონელი, 62 წლის სენჯი ნაკაჯიმაა. მას 2 სრულწლოვანი შვილი ჰყავს, თუმცა, თავისი ბედნიერება მანაც ოზაკის მსგავასად სილიკონის თოჯინა - საორიში იპოვა: "ადამიანები გამუდმებით სულ რაღაცას ითხოვენ, ხან ქორწილს, ხანაც ფულს, " -აცხადებს სენჯი. ის საორისთან ერთად დროს შესანიშნავად ატარებს, დადიან პიკნიკზე, სეირნობენ პარკში, იღებენ ფოტოებს, რომლითაც შემდეგ სახლის კედლებსა და ინტერიერს აფორმებენ.


imageimageimage


დღესდღეობით, სენჯი ნაკაჯიმა საორისთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ის ქორწინებას მეორედ უკვე აღარ აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკაჯიმა თავის საყვარელ თოჯინასთან ერთად შხაპის მიღებასა და მასთან ერთად ტელევიზორის ყურებას ვეღარ შეძლებს: "რაც არ უნდა მოხდეს მე აღარასდროს დავუბრუნდები ადამიანებთან რეალურ ურთიერთობას, "- აცხადებს 62 წლის იაპონელი.


image

აი, ასეთი ცხოვრება აქვს ამ ორ იაპონელ მამაკაცს, რომლებსაც უკვე ზრდასრული შვილები ჰყავთ. ეს შეიძლება ძალიან უცნაურად ჟღერდეს, თუმცა რეალური სიტუაცია იაპონიაში სწორედ ასეთია. რაც კიდევ უფრო არსებულ რეალობას ამძიმებს ის არის, რომ სილიკონის თოჯინები ყველაზე უფრო მოთხოვნადი ახალგაზრდებს შორის ხდება. იაპონიაში ყოველწლიურად დაახლოებით 2000 ასეთი სექს -თოჯინა იყიდება, რომელთა ფასიც 500 -დან 5000 დოლარამდე მერყეობს.




0
1446
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1446