x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508496
ჟურნალისტი ელისო კილაძე პატრიარქზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
image
გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.


როგორც კილაძე წერს, ამ წუთებში მას "სტუმრები " ყავს-გადადგომას აიძულებენ !


"კათალიკოს პატრიარქი მცხეთაში ყავთ-უცხო თვალს და ჟურნალისტებს მოარიდეს !
ამ წუთებში მას "სტუმრები " ყავს-გადადგომას აიძულებენ !"- წერს კილაძე.


შეეფრება თუ არა სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია, უცნობია, რადგან ამ თემაზე კომენტარი არავის გაუკეთებია.



თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ დიდი ხმაური ატეხილი საპატრიარქოს ირგვლივ.


ცნობისთვის, 28 ოქტომბერს მეუფე იაკობი საპატრიარქოში პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსობა თავისი ნებით დატოვა.

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV პირველის ეთერში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი.

კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობმა უპასუხა:

"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."

ეპისკოპოს იაკობის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის.

0
2614
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2614
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0