x
image
ბერდია
გასაუბრების დროს დასმული უჩვეულო კითხვები
image
იმისათვის რომ გასაუბრების დროს აპლიკანტზე უფრო მეტი ინფორმაცია გაიგონ, სხვადასხვა კომპანიაში ხშირად უჩვეულო კითხვებს მიმართავენ.

გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს:

1. ამ გასაუბრებიდან რომ გახვიდეთ და ლატარიის ბილეთით მოიგოთ 10 მილიონი $ რას გააკეთებდით?

2. რომ შეგეძლოთ რომელ ისტორიულ პერსონაჟთან ივახშმებდით და რატომ?


3. თქვენს ბიოგრაფიულ წიგნს რას დაარქმევდით?

4. მასწავლე სამი ისეთი რამ შემდეგ 5 წუთში, რაც აქამდე არ ვიცოდი?

5. როგორ აუხსნიდით ბრმა ადამიანს ყვითელ ფერს?

6. ზებუნებრივი ნიჭის არჩევა, რომ შეგეძლოთ რომელს აირჩევდით: შეგეძლოთ ფრენა თუ იყოთ უხილავი?

7. რაზე ფიქრობთ როდესაც მარტო ხართ მანქანაში?

8. 10 ბალიანი სისტემიდან, რამდენ ბალზე შეაფასებდით თქვენს მახსოვრობას?

9. ამერიკის ერთ-ერთი შტატის გასხვისება რომ მოგიწიოთ, რომელს გაასხვისებდით და რატომ?

10. თქვენი აზრით რა არის საბრძოლო ხელოვნების მთავარი ფილოსოფია?

11. ფურცლების შეკვრის გარდა, დაასახელეთ სტეპლერის 5 სხვადასხვა ფუნქცია.

12. გჯერათ თუ არა შეთქმულების თეორიის?

13. რა აქვთ ხესა და ალკოჰოლს საერთო?

14. ოთახი, მაგიდა და მანქანა რომელს მოაწესრიგებდით პირველს?

15. რომელი სიმღერა აღწერს ყველაზე ახლოს თქვენს სამუშაო ეთიკას?


კომპანია ამაზონში გასაუბრების დროს დასმული კითხვა:

16. მარსიდან რომ იყოთ, როგორ გადაწყვეტდით პრობლემებს?


კომპანია მაიკროსოფტში გასაუბრების დროს დასმული კითხვა:

17. როგორ გატესტავდით პირველად ჩართულ ლიფტს მუშაობს თუ არა?


ამერიკის გულის ასოციაციაში გასაუბრების დროს დასმული კითხვა:

18. რა ფერისაა ფული?





0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0