სხვა კაცი შეყვარებულზე მისი დასაფლავების დღეს დაქორწინდა 2019, 24 ოქტომბერი, 16:48 35 წლის ქსიუ შინანი (Xu Shinan) ქალაქ დალიანიდან დაქორწინდა შეყვარებულზე, იან ლუზე (Yand Liu), როცა ქალს უკვე ასაფლავებდნენ. ამის შესახებ სტატია გავრცელდა Daily Mail–ზე. მათ ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს და მალევე შეყვარებულები გახდნენ. ისინი ერთად სწავლობდნენ უნივერსიტეტში. დიდი ხნის განმავლობაში მიმოწერაც ჰქონდათ. 2013 წელს უკვე საბოლლოდ მიიღეს დაქორწინების გადაწყვეტილება და ქორწილისთვის ემზადებოდნენ. სამი თვის შემდეგ იანმა ძლიერი ტკივილები იგრძნო მკერდში. როგორც აღმოჩნდა, მას კიბო სჭირდა, რის გამოც ქორწილის გადადება მოუწიათ. "იანს ქირურგიული ოპერაციები და ქიმიოთერაპიები დასჭირდა, მაგრამ არასდროს დაუწუწუნია და მუდამ იღიმებოდა." ლუს თავისი ბლოგი ჰქონდა საიტ Weibo–ზე ( Twitter-ის ჩინური ანალოგი), სადაც თავის ავადმყოფობაზე წერდა ხოლმე და სხვა დაავადებულებსაც ამხნევებდა. 2017 წელს ლუს მდგომარეობა გაუმჯობესდა და წყვილმა გადაწყვიტა თავიდან მოეგროვებინათ თანხა ბინისთვის და ქორწილისთვის. თუმცა სიმსივნემ მალევე გაუუარესა ქალს ჯანმრთელობა და ისევ ვერ მოახერხეს დაქორწინება. ქსიუმ და იანმა თითქმის მთელი ქვეყანა მოიარეს შესაფერისი მკურნალობის საძიებლად. 2019 წლის მაისში ლიუს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ქალაქ დალიანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის დიდხანს იტანჯებოდა ტკივილებით, საწოლს მიეჯაჭვა და უკვე 6 ოქტომბერს კომაში ჩავარდა. ერთი კვირის შემდეგ კი მისი გარდაცვალება ექიმებმა დაადასტურეს. განადგურებულმა შინანმა განაცხადა, რომ ბოლოს ლიუ მას ვეღარც ცნობდა ხოლმე და ამის გამო ვერ მოახერხა შეყვარებულთან გამომშვიდობება. მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ნახა, რომ ლიუ სიკვდილის წინ ინტერნეტში საქორწინო კაბებს ეძებდა. მამაკაცმა გადაწყვიტა, ყველაზე ლამაზი კაბა ეყიდა და ქალის გარდაცვალების მეორე დღეს ქორწილის ცერემონიის ორგანიზებას შეუდგა. მაღაზიის გამყიდველი იმდენად შეძრა ამბავმა, მინიმალურ ფასად შესთავაზა კაბა, რომელსაც აირჩევდა. დაკრძალვა-ქორწინების ცერემონიაზე შინანმა თქვა, რომ იან ლუს უკანასკნელი სურვილი შეუსრულა. ადრე დაჰპირდა მამაკაცი, რომ მისი გარდაცვალებისას არ იტირებდა, მაგრამ როცა ცხედრის კრემაცია დაიწყეს, კაცს ტირილი აუვარდა. 150 2-ს მოსწონს |