x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კრიმინალური არქივიდან:ყველაზე შემზარავი სერიული მკვლელი საბჭოთა კავშირიდან
image

1977 წლის 24 ოქტომბერს სამართალდამცავებმა დააკავეს ალბათ ყველაზე შემზარავი სერიული მკვლელი-ნეპიოფილი ანატოლი ბირიუკოვი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "ჩვილებზე მონადირე", მის დაკავებაზე არნახული მასშტაბის ოპერაცია ჩატარდა, რომელიც მოსკოვის მილიციას არც მანამდე და არც მის შემდეგ ახსოვს.


ვინც იმ პერიოდს მოესწრო კარგად ემახსოვრება, როგორ დადიოდა თბილისში ხმები მანიაკზე, რომელიც ჩვილ ბავშებს იტაცებდა და ხოცავდა, მახსოვს როგორ შეშინებულები იყვნენ მშობლები და გვაფრთხილებდნენ ბავშვებს, ეს სამწუხაროდ ჭორი არ იყო, იყო სრული სიმართლე, თუმცა ეს ყველაფერი მოკოვში ხდებოდა.


ანატოლი ბირიუკოვი 1939 წელს დაიბადა გენერალ-ლეინტენატის და საბჭოთა კავშირის გმირის, ნიკოლაი ბირიუკოვის ოჯახში.



ბავშვობაში, უბედური შემთხვევის შედეგად, ბირიუკოვმა მიიღო სახის სერიოზული დამწვრობა, რომელიც აისახა მის გარეგნობაზე, სერიოზული ნაწიბური დაუტოვა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

image

სკოლაში თანაკლასელები გამუდმებით დასცინოდნენ, მას მეგობრები არ ჰყავდა, რის შედეგადაც მომავალი მკვლელი გულჩათხრობილი გახდა, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და ხალხთან ურთიერთობას გაურბოდა.


მიუხედავად ამისა, ბირიუკოვი დაქორწინდა და ორი ქალიშვილსაც ზრდიდა (ზოგი წყაროს მიხედვით - ვაჟიც ჰყავდა). ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბირიუკოვს აღწერდნენ, როგორც გულწრფელ და თავაზიან პიროვნებას, ასე რომ, როდესაც იგი შემდგომში დააკავეს, არცერთ მის ახლობელს არ სჯეროდა მისი დანაშაული.


ბერიუკოვმა პირველი დანაშაულის ჩადენა 1971 წელს სცადა, ბავშვთა პოლიკლინიკიდან მოიპარა ჩვილი საბავშვო ეტლთან ერთად, თუმცა საბედნიეროდ ბავშვის დედა დროულად დაბრუნდა და დაიწყო კივილი, რის შედეგადაც ბირიუკოვი სწრაფადვე დააკავეს.


ბირიუკოვმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ "უკბილო ხუმრობა გამოუვიდა დედაზე", რომელმაც საბავშვო ეტლი უყურადღებოდ დატოვა.

ბირიუკოვს ჯარიმა გადაახდევინეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ახსნა-განმარტებითი წერილი დააწერინეს და გაუშვეს.


ერთი წლის შემდეგ, ბირიუკოვმა კვლავ სცადა ეტლით ბავშვის გატაცება, რომელსაც უკვე სერიოზული შედეგი მოჰყვა, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სანამ ბირიუკოვი სასჯელს იხდიდა, ცოლი გაეყარა. განთავისუფლებისთანავე, ბირიუკოვი სამშენებლო სამმართველოში მოეწყო მემონტაჟედ, სადაც იგი დაპატიმრებამდე მუშაობდა.




მანიაკი დანაშაულს ერთი და იმავე სქემის სჩადიოდა: წუთიერად უყურადღებოდ მიტოვებულ საბავშვო ეტლს ჩვილთან ერთად იტაცებდა, მოფარებულ, უკაცრიელ ადგილზე მიიყვანდა, ჯერ ჩვილთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, შემდეგ კი კლავდა.

image

ბირიუკოვმა პირველი მკვლელობა 1977 წლის 16 სექტემბერს ჩაიდინა, თუმცა პირველ მსხვერპლთან სქესობრივი კავშირის დამყარება ვერ მოასწრო, რადგან გამვლელებმა დააფრთხეს...შეეშინებულმა ჩვილს დანა ჩაარტყა მუცელში და თითქმის შუაზე გადაჭრა.


მორიგი მკვლელობა 19 სექტემბერს მოხდა, მოსკოვის ცენტრში მაღაზია «Детский мир» -იდან მანიაკმა გაიტაცა და გააუპატიურა სამი თვის გოგონა.

შემდგომი სამი კვირის განმავლობაში მან გაიტაცა და მოკლა კიდევ სამი ბავშვი. ბირიუკოვის ხუთი მსხვერპლიდან სამი ჩვილი გარდაიცვალა უშუალოდ გაუპატიურების შედეგად, რადგან ასეთი ქმედება იწვევს ახალშობილების სიკვდილს.


ცხოვრებაში ბირიუკოვი ჰეტეროსექსუალი იყო, თუმცა, დანაშაულების ჩადენის დროს, ის პრაქტიკულად აუპატიურებდა როგორც ვაჟებს, ასევე გოგონებს.


მალე ამ ამბავმა უდიდესი რეზონანსი გამოიწვია სკკპ ცენტრალურ კომიტეტში, საბჭოთა პროპაგანდა მუდამ გაიძახოდა, რომ ბურჟუებისგან განსხვავებით საბჭოთა ბავშვების ცხოვრება ყველაზე ბედნიერი, უზრუნველი და უსაფრთხოა, გამოდის, რომ "ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს"მხოლოდ ფუყე ლოზუნგი იყო.

image

საქმის ყოველ დეტალს შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლაი შჩოლოკოვი ყოველდღიურად თავად ლეონიდ ბრეჟნევს აცნობდა, გაიცა ბრძანება უპრეცედენტო სპეცოპერაციის შესახებ, რომელიც საბჭოთა და მოსკოვის მილიციას არ ახსოვს, თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე პატრულირებდა მილიცია და სახალხო მორიგეები, მიმდინარეობდა მასობრივი ჩხრეკა. ბავშვთა სათამაშო მოედნებზე თუ დასასვენებელ პარკებში გადაცმული მილიციელები მოძრაობდნენ.


ამან შედეგი გამოიღო, 21 ოქტომბერს მან სცადა პატარა გოგონას გატაცება, იგივე მალევე შეამჩნიეს და დაიწყო დევნა, ბირიუკოვმა ბავშვი მიატოვა და მიიმალა, საბედნიეროდ ჩვილი გოგონა გადარჩა, ამასთანავე მოწმეებმა მოახერხეს მისი იდენტიფიცირება.

image

24 ოქტომბერს ანატოლი ბირიუკოვი დააკავეს, შოკისმომგვრელი იყო გამომძიებლებისთვის ბირიუკოვისგან იმის აღიარება, რომ "ჩვილებს მაშინ ხოცავდა, როცა ცოლი უარს ეუბნებოდა სექსზე"(იმ დროისთვის ის მეორედ იყო დაქორწინებული).


მრავალრიცხოვანი სამედიცინო კომისიის შედეგად დადგინდა, რომ მანიაკს სპეციფიური ვნება გააჩნდა ჩვილების მიმართ (ნეპიოფილია), რაც გაცილებით ნაკლებად არის გავრცელებული, ვიდრე პედოფილია- ოდნავ მოზარდი ბავშვებისადმი ლტოლვა.


სასამართლომ ანატოლი ბირიუკოვს სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილი მიუსაჯა.მანიაკმა რამდენჯერმე სცადა "თვითმკვლელობა', დაწერა საკასაციო თხოვნები ყველა ინსტანციაში, მაგრამ განაჩენი იგივე დარჩა. 1979 წლის 24 თებერვალს იგი დახვრიტეს.



ასევე იხილეთ

image

1977 წელს ერევანში მოხდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ბანკის ძარცვა, მძარცველებმა იმ დროისათვის ასტრონომიული თანხა 1, 5 მილიონი მანეთი მოიპარეს. ბიძაშვილები, ნიკოლაი და ფელიქს კალაჩიანები საკამოდ განსხვავებული ხასიათის იყვნენ, ნიკოლაი მეოთხე კლასში იყო, როდესაც დედა და სიმსივნით მომაკვდავი მამა მიატოვა და ბოშათა ბანაკ...


ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში ქალებს სიკვდილით არ სჯიდნენ, რა სახის დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდათ ჩადენილი.სასამართლოს გამოჰქონდა განაჩენი-დახვრეტა, თუმცა არ აღესრულებოდა.მხოლოდ სამ შემთხვევაში დაიშვა გამონაკლისი და მოდით გავეცნოთ იმ სამ ქალს, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს სსრკ-ში. 1)ან...


ნიკოლაი ჯუმაგალიევი-(დაიბადა 1952 წელს ყაზახეთში)სერიული მკვლელი და კანიბალი.მან მოკლა 1979-80 წლებში მინიმუმ 10 ადამიანი. ჯუმაგალიევის პირველი მსხვერპლი სოფლელი გოგონა იყო.მან გოგოს ყელი გამოჭრა, გაჭრა სიგრძეზე და შემდგომ ერთი თვის განმავლობაში ჭამდა. დაკავების შემდეგ ჯუმაგალიევმა პირველსავე დაკითხვაზე აღიარა, რომ მას ...


გასული საუკუნის 70-იან წლების ბოლოს საქართველო იყო ყველაზე მდიდარი და წარმატებული საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, უბრალო საბჭოთა მოქალაქეები როდესაც თბილისში ხვდებოდნენ გაოცებულები იყვნენ აქაური ცხოვრების დონით, აქ უფრო ბევრად მეტი ავტომობილები დადიოდა ვიდრე საშუალო საკავშირო მაჩვენებელი იყო, ხოლო ქართველების აგურით ნაგები სახლები(ზოგჯ...


ვასილი კომაროვი ვასილი კომაროვი(ნამდვილი გვარი პეტროვი)-პირველი უტყუარი სერიული მანიაკი საბჭოთა კავშირში. მისი "მოღვაწეობა" ნეპის პერიოდში დაიწყო. მთლიანობაში 33 ადამიანი მოკლა "შაბოლოვკელმა მგუდავმა" დაიბადა ვიტებსკის გუბერნიაში 1877 წელს, გარშემო სულ ალკოჰოლიკიები ჰყავდა, მშობლებით დაწყებული და დედმამიშვ...


გასული საუკუნის 80-იან წლებში როსტოვის ოლქში დაიწყო კოშმარული ეპიდემია, ეს მხარე იქცა სერიული მანიაკი-მკვლელების ბუდედ, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა, მარტო როსტოვის ოლქმა მსოფლიოს "აჩუქა" 37 მკვლელი-მანიაკი, რითაც სამარცხვინო #1 ადგილით იწონებს თავს მთელს მსოფლიოში.მათ შორის არიან ანდრეი

0
982
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
982
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0