x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ქართველი გმირები : 300 არაგველი.

image საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრი გმირი ახსოვს. ამ სტატიით კი მიდნა 300 მათგანის გმირობას შევეხო.
XVIII საუკუნის მიწურულს საქართველოს დაუპირისპირდა სპარსეთი. დიდებულმა ერეკლე
II დახმარებისთვის მიმართა რუსეთს და გააფორმა ყველასთვის ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის ავ-კარგობის შესახებ, დღესაც ორად იყოფა
მოსახელობის აზრი. ამ ტრაქტატის თანახმად, რუსეთი საქართველოს უნდა დახმარებოდა სამხედრო შემოტევის შემთხვევაში.
1795 წელს, საქართველოსკენ დაიძრა ღა–მაჰმად–ხან ყაჯარი,

35 000 მებრძოლით. ის სონღალუღთან 8 სექტემბერს დაბანაკდა. ერეკლე II მხოლოდ 5 000 მეომარის შეკრება შესძლო, მაგრამ მხედართმთავრების წყალობით მათი გამოყენება ისე შესძლო, რომ მტერმა ქართველთა სიმცირი ვერ გაიგო. 3 წაგებული ბრძოლის შემდეგ ხანი გაბრუნდა თბილისიდან, მაგრამ სიხარული ნაადრევი იყო, რადგან, როგორ ყოველთვის ქართველებს შორის გამოჩნდა მოღალატე, რომელმაც ამცნო ხანს მებრძოლთა სიმცირის შესახებ. სპარსელთან ჯარი მობრუნდა უკან, თან გზად უკვე აღნიშნავდა გამარჯვებას. ისინი ისე მალე დაბრუნდნენ თბილისსში რომ,
მეფემ ვერ შესძლო ჯარის შეკრება, ის მხოლო მოხალისეთა რაზმის იმედათ დარჩა. ამ რაზმის შემადგელობაში შედიოდა 300 ფშავ–ხევსურისა და არაგველი გლეხი, რომლებმაც ბრძოლის წინ ფიცი დადეს : "თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის
ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზე“–ო. მათ იცოდნენ რომ გადარჩენის შანსი არ იყო, მაგრამ არ შეშინდნენ, მოწინავე რაზმის ადგილი დაიკავეს და მტერს ვაჟკაცურად შეეგებნენ. მათი დამსახურებით გადაურჩა
ერეკლე II ტყვეობას. ყველანი იქვე დაიხოცნენ ვაჟკაცურად.
მიუხედავად წაგებული ბრძოლისა, სამასივე არაგველის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში. მათ გმირობას მიუძღვნა ლექსი, დიდმა ქართველმა პოეტამ ლადო ასათიანმა :
"ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა?
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად,
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!".
ეს მეომრები, მაშინ როდესაც დიდებულები იმალებოდნენ და ხელსაც კი არ ამოძრავებდნენ ქვეყნის გადასარჩენად გმირულად და გააზრებულად დაიხოცნენ. ეს არის სწორედ გმირობა, მათ არ უფიქრიათ სიმდიდრეზე და დროებით "თავისუფლებაზე", მათ არჩიეს ღისება და ვაჟკაცობა. ისინი მუდამ თავისუფალები იქნებიან და მათ არავინ დაივიწყებს, მათგან განსხვავებით ვინც უმოქმედოდ ელოდა როდის დაიპყრობდნენ და ბრძოლაც კი არ სურდათ.
imageბრძოლიდან 100 წელი იყო გასული, რომ წმინდანად შერაცხულმა კათოლიკოს–პატრიარქმა კირიონმა აღნიშნა გმირულად დაღუპული 300 არაგველის ხსოვნა და იქ მდებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძარში საგანგებო წირვა აღავლინა, ხოლო შემდეგ თბილისის სამღვდელოებამ ფართო საზოგადოებასთან ერთად კრწანისის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირთა სულის საოხად დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ქართველმა მამულიშვილებმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ეს დღე უდიდეს ეროვნულ დღესასწაულად გადააქციეს. „ამ წმინდა ადგილზე ჩვენ უნდა დავდგათ მუდმივად ანთებული კანდელები, რათა ყოველმა გამვლელმა გაიხსენოს 300 არაგველი და ის გმირები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის დაიღუპნენ", – ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა წარმოთქვა უკვე 2008 წელს, როცა 300 არაგველი საქართველოს ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა, როცა ჩვენი მხედრული, საგმირო ისტორიის დღესასწაული დაწესდა და ტრადიციად დამკვიდრდა.
ეს ისტორია არის იმის მაგალითი, რომ არ აქვს "მიწიერ" სტატუს მნიშვნელობა, თუ დაბადებიდან ხარ ვაჟკაცი, ამას ვერანაირი წოდება ვერ შეედრება. წოდებები ქრება, ქონებაც იკარგება, მხოლოდ სახელი და საქციელი რჩება. ვიმედოვნებ მსგავსი გმირები დღესაც არიან საქართველოში და საჭირო მომენტში ისინიც არ დაინანებენ თავის სიცოცხლეს.

ეს სტატია კი მინდა მივუძღვნა 2008 წლის აგვისტოში, ღირსეულად დაცემულ ბიჭებს, რომელთა სახელიც, არაგველების მსგავსად არასოდეს დაგვავიწყდება.


20
14233
19-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
14233
  
2023, 17 თებერვალი, 20:49
ვინ იყო მოღალატე სომეხი 11წელი კი გავიდა შენი კომენტარიდან მარა ვიზე იძახი ერეკლე 2 ზე?
2021, 25 სექტემბერი, 0:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 16 მაისი, 17:01
სამწუხაროდ ვერა.
2016, 14 მაისი, 22:19
თუ შესაძლებელია მათი სრული სახელების და გვარების გამოქვეყნებას თუ შეძლებთ დიდად მადლობელი ვიქნები.
2015, 24 ივნისი, 13:56
ბატონო კონსტანტინე, როგორც იყო ფაქტები რაც მოვიძიე ისე დავწერე. ბოდიშს ვიხდი თუ რამე უზუსტობაა, ნამდვილად არავის თავდადებას არ დავმალავ არასოდეს...
2015, 23 ივნისი, 18:52
არა რა თუშები , სად იყვნენ მაშინ კაცო. თუშები ალბათ ბამბას არჩევდნენ ან ნაცარს ქექავდნენ არა? გული მწყდევა ასეთ თემებზე. ბევრი თემა წავიკითხე და წერია , მთიულნი და ფშავ-ხევსურები , თუშები შვებულებაში ჰყავთ გაშჩებული. ვერ ვხვდები რა გინდათ , მალავთ? უბრალოდ სირცხვილია თორე თორე დამალეთ. ან ისტორია არ იცით და მაგის ბრალია ალბათ.
მაგრამ ერთია , ზეციერს ვერ დაუმალავთ ვერაფერს.
2012, 31 აგვისტო, 10:54
დიდი მადლობა ...
2012, 30 აგვისტო, 21:58
პირველი ქართველი არ ყოფილა მოგალატე სომეხი იყო... მერე არაგველების მოძრაობა თუშეთიდან დაიწყო და არაგვის ხევი რო გამოიარა თუშ-ფშავ-ხევსურებმა და არაგველებმა მიტომაც დაერქვათ ეგრე... მე3 ისინი ბრძოლაში მე3 დღეს ჩაერთვნენ გვიან მოვიდნენ სამწუხაროდ და პირდაპირ ბრძოლაში ჩაერთვნენ წაგებულ ბრძოლაში და გამოიყვანეს ერეკლე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10