შოუბიზნესი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოები. როგორ გამოიყურებოდნენ ისინი თვითმკვლელობამდე/გარდაცვალებამდე?! 2019, 10 ოქტომბერი, 12:37 ![]() მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი დეპრესიისკენ მიდრეკილებით გამოირჩეოდა, ახლობლებისთვის მაინც თავზარდამცემი აღმოჩნდა მისი თვითმკვლელობის ამბავი. ბენინგტონი 2017 წლის 20 ივნისს კალიფორნიაში, საკუთარ სახლში იპოვეს ჩამომხრჩვალი. აღნიშნული სურათი კი მოგვიანებით მისმა მეუღლემ გააზიარა ინსტაგრამზე. ![]() ჯიმი ჰენდრიქსის ეს ფოტო მისმა შეყვარებულმა მონიკა დანემანმა გადაიღო 1970 წლის 17 სექტემბერს. ხოლო მომდევნო დღეს ჰენდრიქსი გარდაიცვალა. ამბობენ, რომ მომღერალმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და საძილე აბები დალია, რამაც ღებინება გამოიწვია და გაგუდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სპეკულირებენ მისი თვითმკვლელობის ფაქტით, არასდროს დადასტურებულა, რომ ჰენდრიქსმა თვი მოიკლა. ![]() კადრში, რომელშიც ჯონ ლენონს ხედავთ, მისი მკვლელი მარკ დევიდ ჩეპმენიც არის აღბეჭდილი. მკვლელმა მომღერლისგან ავტოგრაფის აღება მოითხოვა. ლენონმა ჰკითხა: “სულ ეს არის რაც გნებავთ?", ჩემპმენმა გაიღიმა და დაეთანხმა. 4 საათის შემდეგ, როდესაც ლენონი საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიას უახლოვდებოდა, ჩეპმენი მას წამოეწია, ჩაიმუხლა და ხუთი გასროლა განახორციელა მისი მიმართულებით. ლენონის გარდაცვალება საავადმყოფოში დაადასტურეს. ![]() აღნიშნული კადრი კი ჰიტ ლეჯერის ბოლო ფილმიდან, “ექიმ პარნასის წარმოსახვიდან" არის. 2008 წლის 22 იანვარს იპოვეს ნიუ იორკში, საკუთარ სახლში მედიკამენტების ზედოზირების შედეგად გარდაცვლილი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ფოტოზე, რომელზედაც მერლინ მონროა გამოსახული ჯაზის პიანისტთან Buddy Greco-სთან ერთად, 1962 წლის აგვისტოშია გადაღებული. მონრო რამდენიმე დღეში ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა და განიცდიდა დეპრესიას. ამიტომ ბევრი მიიჩნევს, რომ ბარბიტალის გადაჭარბებული დოზა განგებ მიიღო და თავი მოიკლა. ![]() ფოტო, რომელზედაც ემი უაინჰაუსია აღბეჭდილი 2011 წლის 12 ივლისსაა გადაღებული. ემი ამავე წლის 23 ივლისს გარდაიცვალა ალკოჰოლური მოწამვლით. მოგვიანებით ემის ძმამ, ალექს უაინჰაუსმა განაცხადა, რომ ემი ბულემიას ებრძოდა და მისმა სუსტმა სხეულმა ვერ გაუძლო ალკოჰოლს. ამიტომ მოიწამლა იგი ასე ადვილად. ![]() 1574 1-ს მოსწონს
|