x
გოგონა, ანჯელინა ჯოლის გარეგნობით, ინსტაგრამის სურათების გამო დააპატიმრეს
image

22 წლის საჰარ ტაბარი ირანიდან, დიდი ხანია საზოგადოების განხილვის საგანს წარმოადგენს. მისი პოპულარობა განსხვავებულმა და საკმაოდ საშიშმა გარეგნობამ განაპირობა. იგი იმდენად ცნობადი გახდა, რომ შაბათს საღამოს, თეირანის სასამართლომ, რომელიც კულტურულ დანაშაულებსა და სოცალურ/მორალურ კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებს იხილავს, მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

image

საჰარის დაპატიმრების მიზეზს წარმოადგენდა მისი მკრეხელური დამოკიდებულება ირანის კულტურისადმი, რაც გამოიხატა ძალადობის წაქეზებასა და არასათანადო გზებით ფულის შოვნაში.


image

აღსანიშნავია, რომ ირანში ინსტაგრამი ერთადერთ დასაშვებ სოციალურ პლატფორმას წარმოადგენს, განსხვავებით თვითერისა და ფეისბუქისაგან. საჰარ ტაბარიც ინსტაგრამის საშუალებით ცდილობდა პოპულარობის მოპოვებას.

image

მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ოპერაციები ირანში საკმაოდ გავრცელებულია, საჰარის გარეგნობა და ფულის შოვნის გზა როგორც ჩანს სახელისუფლო ორგანოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.


გავრცელებული ინფორმაციით, საჰარს 50-მდე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული საკუთარი იერსახის შესაცვლელად. თუმცა, მოგვიანებით დადასტურდა, რომ ქირურგიულ ჩარევასთან ერთად, იგი აქტიურად იყენებს ფოტოშოფსა და მაკიაჟს.

image

ოპერაციებთან დაკავშირებით, საჰარი აღიარებს, რომ ძირითადი ცვლილება შეეხო მის ცხვირსა და ტუჩებს. მან აგრეთვე გაიკეთა ლიპოსაქცია.

image


რაც შეეხება ფოტოშოფისა და მაკიაჟის გამოყენებას, საჰარის თქმით, ეს ერთგავრი თვითგამოხატვის საშუალებაა. იგი ცდილობს საკუთარ ინსტაგრამის გამომწერებს თავი ექსტრავაგანტული, ცოტა სახალისო ვიზუალით დაამახსოვროს. მიუხედავად იმისა, რომ საჰარს ხშირად ადრებენ ოსკაროსან მსახიობს ანჯელინა ჯოლისა და მულტფოლმის პერსონაჟს Corpse Bride-ს, მისი განცხადებით, ვინმესთვის მიმსგავსება მისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა, გოგონას უბრალოდ სურდა საკუთარი ახალი “მე"-ს შექმნა.

0
444
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0