x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138556
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512214
შუმერული ცივილიზაცია ბევრად უფრო ძველია, ვიდრე აქამდე გვეგონა

არქეოლოგიური გათხრების დროს, ძველი მესოპოტამიის ტერიტორიაზე, ქ. ნიფურში (ამჟამად ნიფერისი, ერაყი) აღმოაჩინეს 4 წახნაგიანი კერამიკული პრიზმა, რომელიც ძვ. წ. აღრ. IV ათასწლეულით არის დათარიღებული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს დოკუმენტი უფრო ძველი წყაროდან არის გადმოწერილი და რომ ის, ერთიანი ისტორიული ტექსტის მხოლოდ ფრაგმენტია... ფრაგმენტი, რომელსაც კაცობრიობის მთელი ისტორიის «გადატრიალება» შეუძლია.


image


ყველასთვის ცნობილია, რომ შუმერი ყველაზე ძველი ცივილიზაციაა ჩვენს ისტორიაში. ხოლო, ის, თუ საიდან მოვიდა და რატომ იყო ასე განვითარებული «პირველი ცივილიზაცია» დედამიწაზე, მისი წარმომადგენლები თავადვე «გვიყვებიან», თიხის ფირფიტებზე ამოტვიფრული ტექსტებით.

რაც შეეხება, ზემოთ ხსენებულ არტიფაქტს, როგორც აღვნიშნეთ, ის პრიზმისებური ფორმის, 20 სმ-ს სიმაღლის ფიგურაა და მის ოთხივე გვერდზე ტექსტი არის დატანილი. პრიზმას ცენტრში, მთელ სიგრძეზე ხვრელი აქვს, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ის საყრდენიან ხის ჯოხზე იყო ჩამოცმული და კითხვის დროს, მისი აქეთ-იქით მიბრუნება თითის გაკვრით შეიძლებოდა.

ის, რომ, შუმერები დიდ ცოდნას ფლობდნენ და სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი, კოსმოსის საკითხებში, კარგად ერკვეოდნენ – ოფიციალური მეცნიერება აღიარებს! ისტორიული შინაარსის წიგნებში, თუ ცნობარებში, ყველგან წერია, რომ აღნიშნული ცივილიზაცია, შუამდინარეთში, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. მე-5-7 ათასწლეულში ჩაისახა და განვითარდა. მაგრამ, იმის შესახებ, რომ მათ განვითარებაში ნიბირუდან ჩამოსული «ღმერთები» (შუმერები ღმერთებს ადამიანებს ეძახდნენ, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებს ფლობდნენ. რედ.) ეხმარებოდნენ, არაფერია ნათქვამი.

ახლა კი, რაც შეეხება, ზემოთ ხსენებულ არტიფაქტს. მისი გაშიფრვის შედეგად, გაირკვა, რომ მასზე შუმერების «მეფეთა სია» და ის მოვლენებია აღწერილი, რომლებიც ჩვენთვის ძველი აღთქმიდანაა ცნობილი. მაგ., მსოფლიო წარღვნა (თანამედროვე გამოთვლებით, ეს ძვ. წ. აღრ. 8122 წ. უნდა მომხდარიყო. რედ.) და ის მოვლენები, რომლებიც მის შემდეგ განვითარდა.


image


მმართველთა სია წარღვნამდელი დროიდან იწყება და ისინის (ძველი ქალაქი მესოპოტამიაში) დინასტიის მე-14 მმართველით (დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 1763-1753 წწ.) სრულდება.

«შუმერთა მეფეთა სია» მონარქიის ჩასახვის დასაწყისიდან იღებს სათავეს და ეს მოვლენა, როგორც ღვთიური დადგენილება ისეა მოცემული: «მეფობა ზეციდან ჩამოვიდა» – ნათქვამია მასში. ხოლო, პირველ მეფეთა მმართველობის ხანა, ფანტასტიკურად ხანგრძლივი იყო:

«მეფობის ზეციდან ჩამოსვლის შემდეგ, მონარქია ერიდუში (თანამედროვე ერაყი) მდებარეობდა. ხოლო, პირველი მეფე ალულიმი იყო, რომელმაც 28 800 წელი იმეფა. შემდეგ, ქვეყანას, 36 000 წლის მანძილზე, ალალგარი მართავდა». ტექსტის მიხედვით, 2 მეფე ხელისუფლების სათავეში 64 800 წელი იყო, ხოლო მეფე ენ სიპად ზიდ ანა შუმერებს მთელი 43 000 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

დოკუმენტის მიხედვით, ძველი მეფეები ქვეყანას, საშუალოდ, 20-30 წლის მანძილზე მართავდნენ და სწორედ ეს იწვევს მეცნიერების უნდობლობას და ეჭვებს ამ არტიფაქტთან დაკავშირებით. ზოგიერთი მმართველი სიიდან, მაგ., ეტანა, ლუგალბანდა, გილგამეში... მითიური და ლეგენდარული პერსონაჟები არიან, რომელთა გმირული საქციელის სიუჟეტები არაერთ შუმერულ და ბაბილონურ მითებშია ასახული და ისინი სხვა სიებშიც არიან მოხსენიებულნი.

«სიაში» შესული მმართველების უმეტესობა ენ-ქურუმის (შუმ. en) ტიტულს ატარებდა, ასევე იყვნენ «დიდი ადამიანები», «სამხედრო ბელადები! (შუმ. lú-gal) და ენსები – მშენებელი ქურუმები (შუმ. ensí) (Jacobsen, The Sumerian King List).


image


ზოგიერთმა მეცნიერმა ყურადღება იმას მიაქცია, რომ «შუმერების მეფეთა სიას» და ბიბლიურ «დაბადებას» შორის, მსგავსება შეინიშნება. მაგ., ბიბლიაში მოთხრობილია მსოფლიო წარღვნის და ნოეს შესახებ, რომელსაც დედამიწის ყველა ცოცხალი სახეობის გადარჩენა უნდოდა. სწორედ ასეთივე სიუჟეტია აღწერილი «მეფეთა სიაში». გარდა ამისა, «სიაში» ფიგურირებს 8 მეფის სახელი, რომელიც ხელისუფლების სათავეში, წარღვნის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იყო. აღსანიშნავია, რომ იგივე «დაბადების წიგნში», სამყაროს შექმნიდან – წარღვნამდე, ანუ ადამიდან – ნოემდე, სწორედ 8 თაობაა წარმოდგენილი.

მეცნიერები დიდ ხანს ფიქრობდნენ შუმერების მეფეების მმართველობის ხანგრძლივ პერიოდებზე და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მესოპოტამიაში წელთაღრიცხვა სხვა, ჩვენგან განსხვავებული სისტემით ხორციელდებოდა. მაგრამ, ამ მოსაზრებამ არ გაამართლა, რადგან წარღვნის შემდეგ ჩამოთვლილი მმართველების ხანგრძლივობის ვადა, ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე წარღვნამდელი მმართველების. ის თანდათანობით მცირდებოდა და იმ ვადებს უახლოვდებოდა, როგორიც გვიანდელი მეფობის პერიოდში, ძვ. წ. აღრ. 3-2 ათასი წლის წინ იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის მიხედვითაც, ადამიანები წარღვნამდე, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ცხოვრობდნენ. მაგ., ადამმა – 930 წელი იცხოვრა, მისმა შვილმა შეთმა – 912 წელი, ხოლო, ნოემ – 950 წელი...


image


«მეფეთა სიაში» წარღვნამდელი მეფეების მმართველობის წლების დაჯამების შემდე, გამოვიდა, რომ 8 მეფე ქვეყანას 241 000 წლის მანძილზე მართავდა და ისინი «ღმერთები» იყვნენ. ხოლო, წარღვნის შემდეგ, სავარაუდოდ, ხელისუფლების სათავეში «ნახევრად ღმერთები» (ანუნაკების და შუმერების შვილები) და შემდეგ უკვე, ჩვეულებრივი ადამიანები მოვიდნენ.

მეცნიერებს დღემდე არ გააჩნიათ ერთიანი აზრი «შუმერების მეფეთა სიაზე» – არის, თუ არა ის ისტორიული მოვლენების ანასახი, თუ ლეგებდების და რელიგიური ისტორიების ნაზავია. მაგრამ, მეცნიერება გამუდმებით ვითარდება და არც ის არის გამორიცხული, რომ მომავალშიც, არტიფაქტები აღმოაჩინონ, რომლებიც «მეფეთა სიას» შეავსებს, ან საერთოდ, – უარყოფს.


imageimageimageimageimageimageimage






1
1571
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1571
  
2019, 9 ოქტომბერი, 19:50
ტექსტში გაპარულია შეცდომა, არტიფაქტი არა IV ათასწლეულით არის დათარიღებული, არამედ ძვ. წ. აღრ. 2003-1792 წლებით, ანუ ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულით.
0 1 1