x
image
თამილა გურაშვილი
საბჭოთა კავშირიდან გაქცეული სტალინის ქალიშვილის ისტორია
image



1967 წლის 6 მარტს სვეტლანა იოსების ასული ალილუევა პასპორტისა და ბარგით მივიდა ინდოეთის ქალაქ დელში მდებარე ამერიკის საელჩოში და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. სვეტლანა იოსების ასული ფართო მასშტაბით გახდა ცნობილი, როგორც სტალინის ქალიშვილი, რომელმაც თავისი ცხოვრების არაერთი საინტერსო ამბავი დაგვიტოვა მემუარების ჟანრში.


1966 წლის 20 დეკემბერს იგი ჩავიდა ინდოეთში და თან ჩაიტანა ფერფლი მისი სამოქალაქო ქმრის, ბრადჟეშ სინგხას ფერფლი. 6 მარტს მან საბჭოთა ელჩს ბენედიქტოვს სთხოვა მიეცა მისთვის ინდოეთში დარჩენის უფლება, მაგრამ ის აიძულებდა, რომ სვეტლანა მოსკოვში დაბრუნებულიყო და ეუბნებოდა, რომ აღარ მისცემდნენ სსრკ-ს დატოვების უფლებას. იმავე დღეს სვეტლანა პასპორტით და ბარგით ჩავიდა დელიში აშშ – ს საელჩოში და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.


image



დასავლეთში გადასვლა და წერილის "ოცი წერილი მეგობარს" გამოქვეყნება, სადაც ალილუევამ გაიხსენა მამის და კრემლის ცხოვრება, გახდა სენსაცია. გარკვეული დროით, სვეტლანა შვეიცარიაში დარჩა, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.


image


1982 წელს ალილუევა შეერთებულ შტატებიდან გადავიდა დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯში, სადაც მან ქალიშვილი ოლგა, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, კვაკერსკის სკოლა-პანსიონში შეიყვანა. მან თავად კი დაიწყო მოგზაურობა და იმოგზაურა თითქმის მთელ მსოფლიოში.


image


სრულიად მარტო დარჩენილი, 1984 წლის ნოემბრის ბოლოს, სვეტლანა მოულოდნელად გამოჩნდა მოსკოვში ქალიშვილთან ერთად. ის ენთუზიაზმით მიიღო საბჭოთა ხელისუფლებამ, მან მაშინვე აღადგინა საბჭოთა მოქალაქეობა.


სვეტლანას ურთიერთობა საბჭოთა მთავრობასთან გაუარესდა. იგი გაემგზავრა საქართველოს რესპუბლიკაში. საქართველოში ალილუევამ 60 წლის იუბილე იზეიმა.


თითქმის ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, შემდეგ ალილუევამ წერილი გაუგზავნა სსსსკ-ს ცენტრალურ კომიტეტს თხოვნით, რომ მიეცათ უფლება საზღვარგარეთ წასულიყო. 1986 წლის ნოემბერში ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, მ. გორბაჩოვის პირადი ჩარევის შემდეგ, მას საშუალება მისცეს შეერთებულ შტატებში დაბრუნებულიყო.


image


შეერთებულ შტატებში, ალილუევა დასახლდა ვისკონსინის შტატში. 1992 წლის სექტემბერში, ჟურნალისტებმა ის იპოვნეს გაერთიანებული სამეფოს მოხუცთა თავშესაფარში. შემდეგ მან გარკვეული დროით იცხოვრა შვეიცარიაში წმინდა იონასეს სახელობის მონასტერში.


2008 წელს ალილუევა გადაიღეს 45 წუთიან დოკუმენტურ ფილმში "სვეტლანა სვეტლანას შესახებ." ინტერვიუს დროს მან უარი თქვა რუსულად ლაპარაკზე.


image


ამის მერე, სვეტლანა ალილუევა ცხოვრობდა მოხუცთა სახლში, ქალაქ მადისონში, ვისკონსინის შტატიში, ლანა პიტერსის სახელით.


სვეტლანა იოსების ასული გარდაიცვალა 2011 წლის 22 ნოემბერს ვისკონსინის შტატის ქალაქ რიჩლანდში მოხუცთა სახლში, მსხვილნაწლავის კიბოთი.

3
325
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
325
  
2019, 5 ოქტომბერი, 14:12
არაა გამორიცხული
2019, 5 ოქტომბერი, 13:42
დედას დაემსგავსა ეტყობა
2019, 5 ოქტომბერი, 12:26
სვეტლანა დეგრადირებული ადამიანი იყო ფსიქიკური პრობლემებით და სექსუალური გადახრებით.
მისი შვილიშვილი, რომ ნახოთ შეგეშინდებათ, ისეთი ამაზრზენი სანახავია...
0 1 3