ინსტაგრამის სექსიმბოლოს, 27 წლის Rojean Kar-ს, რომელიც სოციალურ ქსელში YungSweetRo-ს სახელით არის დარეგისტრირებული, კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის დაშორების მთავარ მიზეზად მიიჩნევენ.
იგი აპრილში ტრევისის დაბადების დღეზეც კი იყო მიწვეული მაშინ, როდესაც მისმა მეუღლემ კაილიმ უარი თქვა წვეულებაზე მისვლაზე.

ტრევის სკოტისა და კაილი ჯენერის დაშორება საზოგადოებისათვის საკმაოდ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და მათ სასწრაფოდ დაიწყეს მიზეზების ძიება.დაშორების მიზეზად ბევრი ასახელებდა შეუთავსებლობას, კერძოდ კაილის სურდა ოჯახის ზრდა, ხოლო სკოტი საკუთარ მუსიკაზე კონცენტრირებას ცდილობდა. თუმცა
Kar-ი ამჟამად ბევრად რეალურ მიზეზად სახელდება.

ონლაინ გამოცემა dailymail-ი ცდილობდა Rojean Kar-თან დაკავშირებასა და ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა ინსტაგრამის ვარსკვლავმა დუმილი არჩია და მან მხოლოდ ის კომენტარი გააკეთა, რომ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და აღნიშნულთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან ყოველივე ეს აზიანებდა მის პირად ცხოვრებას.

ონლაინ ჟურნალის მიერ მოპოვებულ იქნა ფოტოები, რომელიც ნათლად მიუთითებს სკოტ ტრევისისა და Rojean Kar-ის ურთიერთობაზე. მათ 2013 წელს ჰქონდათ რომანი და ამავე წლის იანვარში სკოტმაც “დაპოსტა" სურათი პარიზიდან, რომელზედაც დიდი ალბათობით მისი მეგობარი გოგონა Kar-ია აღბეჭდილი. რამდენიმე დღით ადრე Kar-საც ჰქონდა პარიზში გადაღებული სურათი დადებული, თუმცა ამჟამად ფოტო წაშლილია.



Kar-მა მარტში ინსტაგრამზე დადო “სქრინშოთი", რომელზედაც მონიშნულია კაილი ჯენერი და კომენტარის სახით დართული აქვს, რომ კაილიმ იგი ბევრჯერ დაბლოკა და განბლოკა სოციალურ ქსელში. გოგონა მუდმივად ცდილობდა მინიშნებების გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ტრევის სკოტი ერთად ატარებდნენ დროს. კერძოდ როდესაც ტრევის სკოტი დადებდა სურათებს კონკრეტული ადგილიდან, იმავე დროს და იმავე ადგილას გადაღებულ ფოტოებს Kar-იც აზიარებდა.

აღსანიშნავია, რომ ჭორები კაილისა და მისი ყოფილი მეგობარი ბიჭის ტაიგას გარშემოც ტრიალებს. თუმცა კაილის განცხადებით, ისიენი მხოლოდ მეგობრები არიან და ხშირად ერთსა და იმავე წვეულებაზე ყოფნა უწევთ.