x
image
ბერდია
6 სიტყვიანი "მოთხრობები"
image
ალბათ ყველას გახსოვთ ერნესტ ჰემინგუეის მოკლე მოთხრობა "short story" რომელიც 6 სიტყვისგან შედგებოდა:


“იყიდება : ბავშვის ფეხსაცმელი,
უხმარი..!”
” “For sale: baby shoes, never worn”..

არაერთი მწერალი შეეცადა იგივე გაემეორებინა, გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს:

1. დაიბადნენ ტყუპები! აღნიშნეს მხოლოდ ერთის...


2. შენ არ ხარ კარგი მხატვარი ადოლფ!

3. მაინც დავურეკე...არ მიპასუხა...
დღეს ორმოცდაოთხის გახდებოდა.!

4. დაწვეს თივის ზვინი, იპოვნეს ნემსი.

5. დამტვრეულ საქარე მინაზე ეწერა -“ახალდაქორწინებულები”..

6. ჩვენი საძინებელი.
ორი ადამიანის ხმა.
ვაკაკუნებ.

7. მტკივნეულად გადააკეთა "არის" იყო-დ.

8. ალკოჰოლმა გაგვაცნო და დაგვაცილა ერთმანეთს...

9. ვყიდი პარაშუტს:
არასოდეს გახსნილა,
ოდნავ დალაქავებულია.

10. არ გაყვე ცოლად! გამაფრთხილა საკუთარმა თავმა მომავლიდან.

11. -აქ აღარ ცხოვრობს!– მიპასუხა ნაცნობმა ხმამ.

12. - არ გაინძრე!

- მე უბრალოდ...

(სროლის ხმა)

13. ხელოვანის სენი: კარგი იდეა, ცარიელი კალამი.

14. ვახშამი ორისთვის: ქვრივი და მოგონებები.

15. გადავხტი...მერე კი გადავიფიქრე.

16. და ისინი ცხოვრობდნენ ბედნიერად... ცალკ-ცალკე!

17. მგზავრებო, ახლა თქვენ კაპიტანი არ გელაპარაკებათ!

18. სამყარო დიდია, ის მაინც მარტოა.

19. დავარტყი! არ დაცემულა...

20. ბოდიში, ჯარისკაცო, ფეხსაცმელი მხოლოდ წყვილად იყიდება.

21. მეგონა გენდობოდი.

22. საწოვარიანი ბოთლით აჭმევს საკუთარი ცოლის მკვლელს!

23. ავთვისებიანია! ჩვენ მაინც დავქორწინდით...

24. მომღიმარი სახე, გატეხილი გული.

25. როგორც იქნა გაბედა მისვლა. დაელაპარაკა! ყვავილები დატოვა.


0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0