x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„ტვინი შეიჭამა პრანჭვით. დიახ, ცქიტიშვილმა ხაჭაპური აცხოს, ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს“
image


ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, მოძრაობა "ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას ეთანხმება. გვარამია ამბობს, რომ მისთვის, პოლიტკორექტულობის მეტრის იმიჯზე მნიშვნელოვანი სიმართლის თქმაა.


"რაც შეეხება ხაზარაძეს და ხაჭაპურს.


სექსისტური კი არა, სრულიად ადეკვატური განცხადება იყო. დიახ, ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს. თუ სექსიზმია - მაშინ პირიქით.



ტვინი წაიჭამა უკვე ამ პოლიტკორექტულობით პრანჭვით. სალომე ზურაბიშვილზე ხო ვიყავი სექსისტი და უზრდელი, ხოდა კი ანგრევს ქვეყანას და გყავდეთ პოლიტკორექტულად. ჩემთვის მისი ჩაჯირყვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტკორექტულობის მეტრის იმიჯი". - წერს ნიკა გვარამია.

.

მთელი დღის განმავლობაში განხილვის საგანია მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შესაძლოა ხაჭაპურები კარგად დააცხოს, მაგრამ მას მისი აზრით მინისტრობა არ გამოსდის. ამ განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. განცხადება გაავრცელეს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა და არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

.

თიბისი ჯგუფისა და მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის გასაკრიტიკებლად სექსისტური გამონათქვამები გამოიყენა.
"მაია ცქიტიშვილს, წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი მას რა გამოცდილება ჰქონდა წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ..."
საქართველოში ქალები თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან სექსისტურ დამოკიდებულებს. საჯარო პირების მიერ გამოთქმული მსგავსი გამონათქვამები კი საზოგადოებაში სტერეოტიპების გაღრმავებას უწყობს ხელს.
.
ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად აცხობს ხაჭაპურს და კარგად აკეთებს მის საქმეს. ასე გამოეხმაურა ცქიტიშვილი ხაზარაძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას.
"მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ საერთოდ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს", — თქვა ცქიტიშვილმა.
მან ახალგაზრდა გოგოებს მოუწოდა, არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებსა და დამოკიდებულებას, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რაც უყვართ და მიხედონ თავის ოჯახსა და ქვეყანას.
.
დღესვე ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ დაგმო მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება და პირდაპირ ეთერში, საკუთარ გადაცემაში პროტესტის ნიშნად ცომი მოზილა.

.

0
200
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0