x
image
ელენე გუმა
"გამოვიდა სააკაშვილი და მიაფსა ორივეს... ნიახურივით! "
image
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად ის საქართველოში დაბრუნებას უახლოეს თვეებში აპირებს.


მისი თქმით, ნაცსექტანტები და ბოკერვილები ერთმანეთს ჭამდნენ, გამოვიდა სააკაშვილი და მიაფსა ორივეს... ნიახურივით.


"ნაცსექტანტები და ბოკერვილები ერთმანეთს ჭამდნენ, - არა, ახლა გავრიგდეთ საპარლამენტო კოალიციაზე და არა, არჩევნების შემდეგო... მთავრობაც "დააკომპლექტეს" და მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ვერ იყოფდნენ.
გამოვიდა სააკაშვილი და მიაფსა ორივეს... ნიახურივით! "- წერს მძინარაშვილი.


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას უახლოეს თვეებში გეგმავს.


სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ქართველ ხალხთან ერთად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მას კონსულტაციები აქვს როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე საქართველოს სხვა მოქალაქეებთან.

“უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას. მე არ მეშინია ჩემს სამშობლოში დაბრუნების და ჩემს მოქალაქეებთან საუბრის. ისინი ძალიან სუსტები არიან და საერთოდ ვეღარ გაუწევენ წინააღმდეგობას ქართველ ხალხს”- განაცხადა სააკაშვილმა.



ამავე თემაზე:


ნინია კაკაბაძე სააკაშვილზე - "ერთ ხელში ჯვარს დაიჭერს, მეორეში კომბალს და ფეხშიშველი კი მოვა"

0
416
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0