x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტესტი მოულოდნელი პასუხებით - აირჩიე მზის ჩასვლა და გაიგე, რა არის თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი
image


ჩვენი გემოვნება ბევრს ამბობს ჩვენს პიროვნებაზე. აქ ექვსი ფოტოა. აირჩიე ერთი მათგანი და ქვემოთ იხილე პასუხები. იგი თქვენს ქვეცნობიერ სურვილებს ამხელს. დარწმუნებული ხართ რომ იცით რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?



image



პასუხები:



6. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის თავისუფლებაა. ძალიან გიჭირთ შეზღუდვებში ცხოვრება. ყველაფერზე საკუთარი შეხედულებები გაქვთ და ამ შეხედულებების რეალიზება ჰაერივით აუცილებელია. მასშტაბზე დიდად არ დარდობთ, მთავარია ყველაფერი თქვენებურად აკეთოთ. ურთიერთობებში ლიდერი ხართ, თავად მართავთ სიტუაციებს და ეს ეხება ნებისმიერ ურთიერთობას. მუდმივად გაქვთ რაღაც მკაცრად გაწერილი გეგმა, სტრატეგია, რადგან სხვანაირად არ შეგიძლიათ. გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ და წაგებას ვერ ეგუებით.




5. თქვენთვის რომანტიკაა მთავარი, გრძნობები და ერთი წვეთი მღელვარებაც. ყველაზე ნაკლებად რა სიტყვაც მოგიხდებოდათ – მატერიალისტობაა. ჭკვიანი ხართ და საკმაოდ რაციონალურიც, თუმცა ამავდროულად ღრმა სულიერებაც გაქვთ. ამიტომ სულიერი ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ დედამიწის ზურგზე. მართლია, პასუხისმგებლობის გრძნობის გამო მონოტონურ სამსახურსაც გაართმევთ თავს, მაგრამ თუკი საშუალება მოგეცემათ მუდამ სულიერი განვითარებისკენ მიგიწევთ გული. ძალიან დარდობთ რომ ამის არც დრო გაქვთ და არც შესაძლებლობა და ამიტომ როგორც კი თავისუფალი წუთები გამოგიჩნდებათ, მაშინვე ცდილობთ საკუთარი თავი დაიბრუნოთ. უფრო მეტად გული გმართავთ, ვიდრე პრაგმატული გონება.


4 თქვენთვის ყველაზე მთავარი ახალი შთაბეჭდილებებია – ცხოვრება, როგორც თავგადასავალი. თქვენ ხვდებით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციებია და უმთავრესი ღირებულება ბედნიერება. სულ სიახლეების კურსში ხართ, განსაკუთრებით კი იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობთ. გიყვართ მოგზაურობა, გაქვთ ნიჭი დატკბეთ რეალური მომენტებით, დააფასოთ ყოველი დღე. გაინტერესებთ ყოველი ადამიანი, ვინც გზაზე გხვდებათ და ისინიც დაინტერესებულნი არიან თქვენით. ადამიანები თქვენ გამჩნევენ და მოსწონთ თქვენთან ყოფნა, რადგან მუდამ მხიარული, აქტიური და კეთილი ხართ, მუდამ მზად დახმარებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, მათთან, რადგან არაფრით დაუშვებთ სულით დაცემული გიხილოთ ვინმემ. თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი რეპუტაცია. როცა ცუდად ხართ, წამალი ისევ პოზიტიური ემოციებია და ახალი თავგადასავლების საძიებლად მიდიხართ განსაკურნებლად.



3. თავისუფლება. ხანდახან მოგწონთ მარტოობა, ხან კი უბრალოდ აუცილებელია თქვენთვის ეს. ზუსტად იცით, რას ნიშნავს ემოციური კრიზისი და ძალების აღდგენაში ბუნება, მთები, ზღვა გეხმარებათ. უკიდურეს სიტუაციაში კარგი ფილმით და საყვარელი მუსიკითაც გამოსულხართ. არ შეგიძლიათ საქმმის სანხევროდ კეთება, როცა რამეს აკეთებთ მთელ რესურსს დებთ და ყველზე მეტად ერთგულებას აფასებთ საქმის თუ ადამიანების მიმართ იქნება ეს. გინდათ, რომ თქვენი შრომის ნაყოფი ნახოთ, რეზულტატი და იმის დანახვა გჭირდებათ, რომ რასაც აკეთებთ საჭირო და მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ აიტანოთ ნებისმიერი გრაფიკი, თუმცა ამავდროულად გჭირდებათ ძალების აღდგენაც და ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტად არ გადაიღალოთ. თქვენი ცხოვრება ბევრი აღმართ-დაღმართით იქნება სავსე და ყოველთვის მიიღებთ იმას, რაც გსურთ.



2. სიახლოვე და სიმყუდროვე. ოჯახური სითბო. თქვენთვის მთავარია, რომ ვინმეს უყვარდეთ, ვინმე გიყვარდეთ და ემოციური უსაფრთხოება გქონდეთ გარანტირებული. მოგწონთ ოჯახური სიმყუდროვე, უბრალოება, ერთად ყოფნა, მხიარულება, ფილმების ყურება და უბრალოდ საუბარი საუბრისთვის. ყველაზე მეტად სიმარტოვის გეშინიათ, იმის, რომ საყვარელი ადამიანები მიგატოვებემნ, ამაზე ფიქრიც კი არ გინდათ და ძალღონეს არ იშურებთ, რომ მყარი და საიმედო კავშირის შესაქმნელად. პატარა უსიამოვნებაც კი სახლში, სამუშაო პროცესიდან გაგდებთ, გიჭირთ კონცენტრაცია, როცა ემოციებს ჰყვებით. პატარა წაკინკლავებაც კი საყვარელ ადამიანთან მთლიანად გაგდებთ რიტმიდან და წყობილებიდან გამოყავხართ. საყიდლებზეც როცა მიდიხართ, უფრო საჩუქრებისკენ მიგიწევთ გული, ვიდრე საკუთარი საჭიროებებისკენ.



1. თქვენთვის სტაბილურობაა მთავარი. საიმედოობა. დიდი ხანია უკვე მოეშვით ილუზიების და რომანტიკული ოცნებების დევნას და ცდილობთ პრაგმატულად შეხედოთ ყველაფერს. ნებისმიერ უსიამოვნებას როგორც გამოწვევას, ისე იღებთ, თქვენთვის პრობლემა არის ამოცანა, რომელიც უნდა ამოხსნათ და დარტყმის მიღებისთანავე აზრზე მოსასვლელად დროს არ ჰკარგავთ საპასუხო დარტყმაზე გადადიხართ. იშვიათად ხართ ძალიან სევდიანი ან ძალიან მხიარული, მშვიდად და ჯანსაღად უყურებთ ცხოვრებას, ხანდახანზ ზედმეტად სერიოზულადაც კი. ახლობლებს ალბათ ძალიან გააკვირვებთ ხოლმე თქვენი ცივი სიმშვიდით, თუმცა აუცილებლად დააფასებენ იმას, რომ ხშირად ასეთივე აუმღვრევი სიმშვიდით უგვარებთ პრობლემებს. თქვენ მხოლოდ საკთარი თავისთვის არ იღწვით სტაბილურობისკენ, ახლობლებისთვისაც უსაფრთხოება და კომფორტი გსურთ და ესაა თქვენთვის უმთავრესი ღირებულება.


ასევე ნახეთ:


ტესტი - შეამოწმეთ, შემოგრჩათ თუ არა გრძნობები ყოფილი შეყვარებულის მიმართ


აირჩიე კრისტალი და გაიგე ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა


ტესტი ქალურობაზე - გაიგე რა არის შენი მომხიბვლელობის საიდუმლო


ფსიქოტეტსი - აირჩიე ლანდშაფტი და გაიგე რა არის შენი ყველაზე დიდი ნიჭი


ფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებას

5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24


ტესტის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
541
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
541
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1