საზოგადოება ნინია კაკაბაძე სააკაშვილზე - "ერთ ხელში ჯვარს დაიჭერს, მეორეში კომბალს და ფეხშიშველი კი მოვა" 2019, 30 სექტემბერი, 14:27 ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად ის საქართველოში დაბრუნებას უახლოეს თვეებში აპირებს. როგორც კაკაბაძე წერს, ერთ ხელში ჯვარს დაიჭერს, მეორეში კომბალს და ფეხშიშველი კი მოვა, მაგრამ როდის ჯერ არ იცის. "ეს რომ წამოატროყიალა, კვესიტაძემ ჩაუზუსტა, ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობის პირობებში აპირებთ ჩამოსვლასო? და ამაზე აღარ უპასუხია, აღარ უთქვამს კიო. ასე, რომ ერთ ხელში ჯვარს დაიჭერს, მეორეში კომბალს და ფეხშიშველი კი მოვა, მაგრამ როდის... ეგ ჯერ არ ვიცით "- წერს კაკაბაძე. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას უახლოეს თვეებში გეგმავს. სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ქართველ ხალხთან ერთად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს. მისივე თქმით, ამ საკითხზე მას კონსულტაციები აქვს როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე საქართველოს სხვა მოქალაქეებთან. “უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას. მე არ მეშინია ჩემს სამშობლოში დაბრუნების და ჩემს მოქალაქეებთან საუბრის. ისინი ძალიან სუსტები არიან და საერთოდ ვეღარ გაუწევენ წინააღმდეგობას ქართველ ხალხს”- განაცხადა სააკაშვილმა. 381 1-ს მოსწონს
|