ასტროლოგია "მარსისა და თეთრი მთვარის შეერთების 3 დღიანი პერიოდი იწყება" - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ 2019, 29 სექტემბერი, 22:54 ასტროლოგი ხათუნა ნოელი 30 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და ამ დღესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვაძლევს: "მარსისა და თეთრი მთვარის შეერთების 3 დღიანი პერიოდი იწყება. ამიტომ, შესაძლოა ბედმა გაუღიმოთ ვერძებს, მორიელებს და ქალწულებს. თუმცა 30 სექტემბერი მძიმე დღეა. ახლოვდება ვენერა-პლუტონის კვადრატი. ეს დღე ნაკლებად შესაფერისია როგორც მსხვილი ინვესტირებისათვის, ისე გართობისთვის, ასევე საშიშია პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევა, რადგან მთვარე მორიელშია და ვნებებსა და ეჭვიანობას ამძაფრებს. 30 სექტემბერი ასევე არ გამოდგება: პაემნებისთვის, ახალი რომანტიული ურთიერთობის დასაწყებად; ნიშნობისათვის, ქორწინებისათვის, ჯვრისწერისათვის, იმ ტიპის ხელშეკრულების დასადებად, რომელიც საქმიან პარტნიორობას გულისხმობს; ცუდია სესხის აღება/გასესხება; გამგზავრება; გადაადგილება; სარეკლამო კამპანიების დაწყება; საყიდლებზე წასლა ჯობია გადადოთ. ეს დღე განსაკუთრებით არ ვარგა ქალის ტანსაცმლის, კოსმეტიკის, ან სამკაულების შესაძენად". ნასეთ ასევე: მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი - რომელი ზოდიაქოს ნიშნების წარმატების დრო დგებანახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24179 შეფასება არ არის
|