საზოგადოება პაკისტანელი კიმ კარდაშიანი, რომელიც საკუთარმა ძმამ ,,უსაქციელობისა" და ,,ოჯახის შერცხვენის" გამო მოკლა 2019, 28 სექტემბერი, 15:01 Qandeel Baloch-ი პაკისტანელი გოგონა იყო, რომელიც 2016 წელს საკუთარმა ძმამ “უსაქციელობისა" და ოჯახის შერცხვენის მოტივით მოკლა. Baloch-მა სოციალური ქსელების მეშვეობით საკუთარ ქვეყანაში სახელი გაითქვა, ვინაიდან მისი სელფები და ვიდეოები რელიგიურ პაკისტანში სრულიად მიუღებელი იყო. გოგონას სურათი, სადაც მას მკერდი აქვს მოშიშვლებული თანდართული კომენტარით “როგორ გამოვიყურები", ვირუსულად გავრცელდა. სურათებმა და ვიდეოებმა უდიდესი აგრესია გამოიწვია, ვინაიდან ხალხის აზრით, კიმ კარდაშიანის მსგავსი ფიგურის წარმოჩენა ამორალური იყო. გარდა ამისა, Qandeel Baloch-ის ქმედება ქალთა გაძლიერებასა და მამაკაცთა თანასწორი სტატუსის ქონის ამბიციასაც გულისხმობდა. 2015 წელს გოგონა პაკისტანში Google-ის საძიებო სისტემაში ძებნის სიხშირით ათეულში მოხვდა. იგი ძალიან პოპულარული სიძულვილის ობიექტი გახდა, რამაც მისი ძმა გულგრილი ვერ დატოვა. Muhammad Waseem-მა საკუთარი და 2016 წელს მოკლა, ვინაიდან იგი მიიჩნევდა, რომ ოჯახის წევრის უსაქციელობამ მთელი სანათესაო შეარცხვინა და იგი სიკვდილს იმსახურებდა. ძმა არ ნანობდა ჩადენილს. დედა კი იმედოვნებდა, რომ შვილს გაამართლებდნენ. აღსანიშნავია, რომ პაკისტანის კანონმდებლობას უცნაური შინაარსის მუხლი ჰქონდა, რომლის შესაბამისად თუკი მსხვერპლის ოჯახის წევრები აპატიებდნენ მსჯავრდებულს, იგი შესაძლოა გათავისუფლებულიყო სასჯელისგან, თუმცა კანონი Baloch-ის მკვლელობიდან 3 თვის შემდეგ შეიცვალა და კანონმდებელმა მკვლელობის სასჯელად უვადო პატიმრობა გაწერა, თუმცა მიიჩნია, რომ მოსამართლის გადასაწყვეტია, თუ რამდენად დასჯადად ჩათვლის მკვლელობას. რაც შეეხება Waseem-ს მას მიესაჯა უვადო პატიმრობა. რელიგიური პირის Mufti Qavi-ის თქმით, Qandeel Baloch-ი განსხვავებული ადამიანი იყო და მისთვის ეს განსხვავება მისაღები გახლდათ. Qavi-ს ბალოჩთან გადაღებულმა სურათმა, რომელშიც გოგონა მისი ქუდით პოზირებს, რელიგიური საბჭოს მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია და აღნიშნულის გამო, Qavi გაკიცხეს. იგი სასამართლო დარბაზშიც დაიკითხა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ პაკისტანში მომხდარმა მსოფლიო შესძრა, ვინაიდან ბევრისთვის მიუღებელი იყო მკვლელისთვის პატიება, როგორც ეს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებმა გააკეთეს. სოციალურ ქსელებში გაჩნდა სტატიები და პოსტები, რომლებიც გენდერული ნიშნით მკვლელობას ქალთა უფლებების დაუცველობას უკავშირებდა. 463 1-ს მოსწონს
|