საზოგადოება „დიკო, გუშინდლამდე ბენტლი მეგონე და ბოინგი ხარ, როგორ უნდა მოგიგოს?“ - გვარამია 2019, 26 სექტემბერი, 18:56 მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალუქ ქსელში დიანა ჯოჯუას მიმართავს. ის წერს, რომ დიკო ჯოჯუა ბოინგია და ის (სავარაუდოდ, იგულისხმება ნათია ლაზაშვილი) ვერ მოუგებს. „diko jojua მოკლედ, გუშინდლამდე ბენტლი მეგონე და უკვე ზუსტად ვიცი, ბოინგი ხარ ტუ 134. როგორ უნდა მოგიგოს, რა ბოდვაა?“ - წერს გვარამია. ამ სტატუსით დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით ნიკა გვარამია ახალი გუნდის მიერ მომზადებულ კურიერის განახლებულ ეთერს და პირველ გამოშვებას გულისხმობდა. უფრო კონკრეტულად კი დიანა ჯოჯუას შემცვლელს, ნათია ლაზაშვილს. თუმცა, ყველასგან გასაოცრად საპირისპიროზე მეტყველებს გვარამიას რეაქცია კურიერის პირველ გამოშვებაზე. რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას დღეს კურიერის განახლებული ეთერი მოეწონა. უფრო მეტიც ფეისბუქში 9 საათიანი კურიერის ლაივ ვიდეო გვარამიამ "დაგულა", ანუ შეფასების სახით გულის ემოცია დაუწერა. ყოფილი არხის განახლებული ეთერის შესახებ სხვა შთაბეჭდილებების შესახებ გვარამიას სოციალურ ქსელში არაფერი დაუწერია და არც შენიშვნები გამოუხატავს, თუმცა რაკი ლაივ ვიდეოზე მისი "გული" ამ დრომდე ფიქსირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან განახლებული კურიერის პირველ გამოშვებას უკვე უყურა და სურვილი გაუჩნდა გული დაეწერა. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქს ირონიის გამომხატველი სხვა უარყოფითი სმაილებიც აქვს, ჩანს, რომ ამ შემთხვევაში გვარამიამ დადებითი შეფასება გააკეთა. სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ ნათია ლაზაშვილის არხზე დაბრუნება ბევრმა დადებითად შეაფასა. 1440 შეფასება არ არის
|