ვარსკვლავები გლამურული ბლოგის ავტორი, რომელიც მკითხველებს თავის მდიდრულ ცხოვრებას აცნობს, სინამდვილეში ძალიან ბინძური აღმოჩნდა 2019, 26 სექტემბერი, 17:28 Lisa Li-მ საკუთარი ბლოგის დამსახურებით, რომელიც მას Sina Weibo -ზე აქვს გახსნილი, 1.1 მილიონი მიმდევარის მოგროვება შესძლო. იგი მკითხველებს უყვება თავისი მდიდრული ცხოვრების, რესტორნებისა და ძვირადღირებული გართობის ისტორიებს. თუმცა სინამდვილეში, ლისას რეალობა სულ სხვაგვარად გამოიყურება. იგი ცხოვრობს Xi'an-ში, ჩრდილოეთ ჩინეთში და მისი ბინა გავსებულია ძაღლის განავლით, აყროლებული საკვებითა და ბინძური ნივთებით. ეს ყოველივე მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც მისი ბინის მესაკუთრემ Ms Chen-მა ბლოგერის ბიზნეს ტურში ყოფნის განმავლობაში ე.წ. “რუმ ტური" მოაწყო ბლოგერის ბინაში და ყველას აჩვენა, თუ რა სიბინძურეში იმყოფებოდა ის. ბინის მესაკუთრემ პოლიციაც კი გამოიძახა, ვინაიდან დამქირავებელი მის ზარებს არ პასუხობდა. როგორც შემდეგ ლიმ აღნიშნა, იგი ტელეფონზე მოსულ შეტყობინებებს ავტომატურად შლიდა და არაფერი უნახავს. ვიდეო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და ყველამ გაიგო ბლოგერის ორმაგი ცხოვრების შესახებ. Ms Chen-ი აღნიშნავს, რომ ოთახის დასუფთავებაზე პროფესიონალი დამლაგებლებიც კი ამბობენ უარს, ვინაიდან იგი ნამდვილ საღორეს ჰგავს. ლიმ მოუბოდიშა Ms Chen-ს და შეჰპირდა სახლის დასუფთავებას. მან განაცხადა, რომ იგი სრულ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე და ბინას მიხედავს. ვიდეოზე, რომელიც ბლოგერის რეალურ ყოფას აღწერს, 60000-ზე მეტმა ადამიანმა დააკომენტარა. ისინი ლის “ყალბს" უწოდებენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. 255 1-ს მოსწონს
|