x
image
George Chubini
ვის სურს საქართველოს ეროვნული პრემიის მიღება?
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო
საქართველოს ეროვნული პრემიის მისაღებად 2019 წლის 10 სექტემბრიდან კონკურსი გამოცხადდა.
“საქართველოს ეროვნული პრემია (შემდეგში - პრემია) პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ეროვნულ პრემიას, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: გ. ათონელის ქუჩა N25), დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, სამუშაო დღის 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე." - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0