x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"მოასწარით ეს ყველაფერი 20:00-მდე, ვიდრე მთვარე უკურსო გახდება" - 25-26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი 25-26 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:


"ოთხშაბათი, 25 სექტემბერი ზუსტი ხდება მერკურის სექსტილი იუპიტერთან, საღამოს ვენერა-სატურნის კვადრატია. ასევე მთვარეც უკურსო ხდება. დღის საათებში კარგია სხვადასხვა დოკუმენტების ან ხელშეკრულებების გაფორმება, მგზავრობის წამოწყება, სწავლის დაწყება, საბუთების შეტანა სასამართლოში ან სხვა ზემდგომ ინსტანციაში, ასევე კომერციული გარიგებების წარმოება, მეტადრე უცხოელ პარტნიორებთან. მოასწარით ეს ყველაფერი 20:00-მდე, ვიდრე მთვარე უკურსო გახდებოდეს. საღამო შესაძლოა შეყვარებული წყვილებისათვის კონფლიქტურიც იყოს, ყოველ შემთხვევაში, დისტანციურობის და სიცივის ტენდენციები მოდის ვენერასა და სატურნის დაძაბული ასპექტის გამო. დღეს მთელი დღის მანძილზე არ ღირს მსხვილი შენაძენების გაკეთება, სილამაზის სალონის მომსახურებით სარგებლობა, ინვესტირება. სჯობს ეკონომია გაწიოთ. სამაგიეროდ დღეს კარგი იქნება პროდუქტების დაკონსერვება, რომელზედაც ორშაბათს თავი შევიკავეთ.


ხუთშაბათი, 26 სექტემბერი მძიმე დღეა. წინა დღით დაწყებული უკურსო მთვარის პერიოდი ნაშუადღევის 14:35-მდე გრძელდება. მთვარე ქალწულშია, უშედეგო იქნება სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტები. ფინანსური გათვლები, ყველანაირად სჯობს დაისვენოთ და რამდენადაც შეიძლება, ნაკლები იაქტიუროთ. დღის მეორე ნახევარი კიდევ უფრო რთულია".



ასევე ნახეთ:



მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი - რომელი ზოდიაქოს ნიშნების წარმატების დრო დგება



კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
1915
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1915
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0