x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ცნობილმა კომპოზიტორმა და პროდიუსერმა საზოგადოებას წარუდგინა მის ცხოვრებაში მთავარი ქალი, არა ის ვერა ბრეჟნევა არაა

image გუშინ ცნობილმა კომპოზიტორმა და პროდიუსერმა კონსტანტინე მელაძემ საზოგადოებას წარუდგინა მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ქალი და ეს ქალი მისი ცოლი ვერა ბრეჟნევა არ იყო, არამედ ცნობილი პროდიუსერის დედა.
კონსტანტინე მელაძემ მეუღლესთან ცნობილ მომღრალთან ვერა ბრეჟნევასთან, ძმასთან ასევე ცნობილ მომღერალთან ვალერი მელაძესთან და დასთან ლიანასთან ერთად ყველა საქმე მიატოვა და დედის დაბადების დღეზე შეიკრიბნენ მშობლებთან.
შეკრების მიზეზი, როგორც მოგახსენეთ კონსტანტინეს დედის დაბადების დღე იყო და სწორედ ის წარუდგინა საზოგადოებას სურათით ცნობილმა პროდიუსერმა სათაურით: ჩემი ცხოვრების მთავარი ქალი!
ოჯახში მელაძეები დედის დაბადების დღეზე ნათესავებთან ერთად შეიკრიბნენ. ერთადერთი ოჯახის წევრი, რომელიც აკლდათ ამ ოჯახის რძალი და ვალერი მელაძის მეუღლე ალბინა ჯანაბაევა იყო, რომელსაც გადაღებები ჰქონდა.
"დღეს ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ერთერთი უმთავრესი დღეა-დედაჩვენის დაბადების დღეა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ტრადიციად გვაქვს მთელმა ოჯახმა აქ მოვიყაროთ თავი"-განაცხადა კონსტანტინემ.
ვალერიმ კი იხუმრა: "ეს ის დღე იყო, როცა მე ჭკვიანად ვიყავი და არაფერს არ ვაფუჭებდი, წესიერი ქცევის გარდა კარგი რაც გავაკეთე ეს გემრიელი საჭმელის მირთმევა იყო".
ვერა ბრეჟნევამ კი პერსონალური საჩუქარი მიართვა დედამთილს, რომელთანაც მას მისი თქმით იდეალური ურთიერთობა აქვს, ისევე, როგორც მამამთილთან.
ვალერი მელაძის მეუღლემ ალბინა ჯანაბაევამ სულ ცოტა ხნის წინ გაწყვიტა ხელშეკრულება მაზლის კონსტანტინე მელაძის საპროდიუსერო კომპანიასთან, მიუხედავად ამისა ამას მათ შორის ურთიერთობის გაფუჭება არ მოჰყოლია.
რუსეთის მთელმა მუსიკალურმა საზიგადოებამ იცის, თუ რა საუკეთესო ურთიერთობა აქვთ ძმებს ოჯახებით ერთმანეთთან.

0
319
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
319