x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ამ შემოდგომის ყველაზე მოდური "ჯემპრები"
ქალურობა არის ხარისხი, რომელიც, თუ მოინდომებთ, აუცილებლად გამომუშავდება თქვენში. რა თქმა უნდა, ამაში მხოლოდ მოძრაობა და ქცევები არ იგულისხმება, ის მოიცავს ჩაცმის სტილსაც. ცოტა ქუსლი, შესაბამისი კაბები, კლასიკური საგნები - ეს ყველაფერი აუცილებლად დაგეხმარებათ შექმნათ თქვენგან "ქალური გამოსახულება".



image



ჩაცმა-დახურვის საკითხი ხომ კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".


მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს, თუმცა არსებობს უნივერსალური სამოსები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან. ზოგიერთი ფერი არა მარტო სხეულის ფორმების შენიღბვას ემსახურება, არამედ გვმატებს თავდაჯერებულობას და ნებისმიერი ასაკის ქალბატონს სტილის მიხედვით შეუძლია ყველაზე ელეგანტური და მაცდური ფერის კაბა ნებისმიერ სიტუაციაში -კინოთეატრი, წვეულება, რესტორანი და ა.შ, მოირგოს.




შემოდგომის პირველი თვის მიწურულია და აგვიცივდა კიდეც. ჰოდა, დროა კარადის განახლებაზე ვიზრუნოთ. გაჯერებული ფერები, ფხვიერი და რბილი ქოსვილი, რომელიც არამარტო თბილია, არამედ კომფორტულიც - ეს არის მთავარი საშემოდგომო ტენდენცია, რომელიც, ალბათ, უცვლელი დარჩა.


ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული კი რაც ამ სეზონისთვის აქტუალურია, ეს არის თავისუფალი სვიტერი კისერზე V- ჭრილით. უნივერსალური სტილია, რომელიც კარგად ეხამება როგორც ჯინსს, ასევე კლასიკურ შარვალს. მისი სხვადასხვა ვარიაციებია და შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც ქუჩაში, ასევე ოფისში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის კარგად გამოიყურება ნებისმიერი ფიგურის სხეულზე. არსებული V- ჭრილი კი კისერს უფრო მოცულობითს და ლამაზს ხდის.


წარმოგიდგენთ რამდენიმე თანამედროვე მოდელს და თქვენ თავად შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ფერი და სტილი.



imageimageimageimageimageimageimage




0
111
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0