შოუბიზნესი ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებიც ცნობილობამდე "მოსამსახურეები" იყვნენ 2019, 26 სექტემბერი, 11:20 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში.
რა თქმა უნდა, არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ. ბევრს გაგაკვირვებთ ალბათ ის ფაქტი, რომ დიადი ვარსკვლავები, რომლებიც ჰოლივუდის "წევრები" არიან, ცნობილობამდე სხვისი "მოსამსახურეები" იყვნენ. 1. კიმ კარდაშიანი. მანამ, სანამ კიმი ეპატაჟური და ერთ-ერთი ყველაზე ავანგარდული და ვულგარული გახდებოდა და რაც მთავარია საქვეყნოდ ცნობილი, ცნობილი მსახიობი და მომღერალი პერიზ ჰილტონის ასისტენტი იყო. 2. ჯენიფერ ლოპესი. ჯეილო ჯანეტ ჯექსონის ასისტენტი იყო. 3. ჯენიფერ ენისტონი. ჯენიფერი მარკეტინგის სფეროში ტელეფონების კურიერი იყო. 4. რენე ზელვეგერი. ის ოფიციანტად მუშაობდა. 5. უმა თურმანი. ის ერთ-ერთ კვების ობიექტში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. 6. რასელ ქროუ. რასელი ოფიციანტად მუშაობდა. 7. ნიკოლ კიდმანი. უბერებელი ნიკოლი კარიერამდე მასაჟისტად მუშაობდა. 8. რეიჩალ მაკადამსი. "უბის წიგნაკის" ლამაზმანი კარიერამდე მაკდონალდსის სალაროში მოლარედ მუშაობდა. 9. ალ პაჩინო. ის შეკვეთების კურიერი იყო. 10. ევანჯელინ ლილი. ის სტიუარდესა იყო. 128 7-ს მოსწონს
|