x
კარდაშიანები ერთმანეთს კაბის გამო დაუპირისპირდნენ
რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის მონაწილეები კორტნი კარდაშიანი და კიმ კარდაშიანი ერთმანეთს ტიერი მიულერის კაბის გამო დაუპირისპირდნენ.

image გუშინდელ გადაცემაში კიმმა ცნობილი ბრენდის ლურჯი ლატექსის კაბა მოიზომა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ წლევანდელ Met Gala-ზე მსგავსი ჩაცმულობით გამოცხადებულიყო.

imageმიუხედავად იმისა, რომ საშინლად მოუხერხებელი ტანსაცმელი მის სხეულს ტკივილსაც კი აყენებდა, იგი მზად იყო ორიგინალური ჩაცმულობის გამო თავი გაეწირა.

image


კაბის ჩაცმის შემდეგ, თვითკმაყოფილმა კიმმა სურათი გადაიღო და კორტნი კარდაშიანს გაუგზავნა, თან ჰკითხა, რა აზრის იქნებოდა კორტნის 40 წლის იუბილეზე რომ ჩაეცვა ეს მოხდენილი კაბა?!image

კორტნიმ სურათის ნახვის შემდეგ დასცინა და უთხრა, რომ კიმი Nicki Minaj-ს აგონებდა ჰელოუინის კოსტიუმით და ურჩია, რომ აღნიშნული ტანსაცმელი 31 ოქტომრისთვის, ჰელოუინის დღისთვის შემოენახა.image

დებს შორის კონფლიქტი კორტნის ამ კომენტარს მოჰყვა. კიმმა აღნიშნა, რომ კორტნი ყოველთვის “აკოპირებდა" მის სტილს და ამჯერად მისი შეფასება, კიმისა და ტიერი მიულერის შეურაცხყოფა გახლდათ.

კორტნიც არ ჩამორჩა და კიმის სიტყვები ცილისწამებად შეაფასა.

დიდი ჩხუბის შემდეგ, კორტნიმ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რისთვის ამზადებდა აღნიშნულ ტანისამოსს კიმი და არ იცოდა, თუკი კიმთან საუბრისას ოთახში ტიერი მიულერის გუნდის წევრებიც იმყოფებოდნენ.

image

0
244
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0