x
image
George Chubini
,,ჟურნალისტები მიყვარს" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის შვილი, ქეთევან გორჯესტანი, ვაშინგტონიდან საფრანგეთის ტელეკომპანია France24-ის ოფიციალურ კორესპონდენტად დაინიშნა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს:

“ქეთევანის პირველი პირდაპირი ეთერი ვაშინგტონიდან სადაც დაინიშნა France24 ის ოფიციალურ კორესპონდენტად.
ჟურნალისტები მიყვარს".

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს, წინასაარჩევნო კამპანიისას ხშირად ადანაშაულებდნენ ჟურნალისტებთან მიმართებით უხეშ დამოკიდებულებაში. აღნიშნულ პოსტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ზოგი მომხმარებელი პრეზიდენტის იუმორზე ამახვილებს ყურადღებას, ზოგიც კვლავ კრიტიკულად აფასებს.

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0