x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რეალური ისტორია თუ როგორ დააკავა საქართველოში "ავტო სტოპით" მოგზაური რუსი ტურისტი ქართულმა პოლიციამ და როგორ განვითარდა მოვლენები

image რუსი მოგზაური რუსულ საიტზე რუს და არა მარტო რუს მკითხველებს უზიარებს საქართველოში მისი მოგზაურობის ისტორიას.
ის წერს, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას ადგილობრივმა ქართველმა მეგობრებმა დაუვიწყარი დახვედრა მოუწყვეს თბილისში. ჯერ უმასპინძლეს ერთერთ ყველაზე ცნობილ რესტორანში, შემდეგ კი დასვენების მერე მთელი თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერებინეს სამი დღის განმავლობაში, ხოლო მეოთხე დღეს გააცილეს თბილისიდან.
მისი თქმით ის გადაადგილდებოდა "ავტო სტოპით" ანუ გასაგებად, რომ ვთქვათ მიჰყვებოდა ნებისმიერ მანქანას, რომელიც მას უჩერებდა.
მისი თქმით ასე ჩააღწია სამტრედიამდე, საიდანაც აპირებდა ბათუმში ჩასვლას.
"მე ფეხით დავადექი ბათუმისკენ მიმავალ გზას საკმაოდ მოზრდილი ზურგჩანთით, სამწუხაროდ მანქანების მოძრაობა პრაქტიკულად არ იყო და შესაბამისად ჩემი გადაადგილების ტემპიც შენელდა, მიწევდა ფეხით გადაადგილება, რა დროსაც ჩემს გვერდით გაჩერდა პოლიციის ახალთახალი პიკაპი, გადმოსულმა პოლიციელმა, რომელიც ლაშად გამეცნო (ჩემდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ გვარი ვერ დავიმახსოვრე) მითხრა ჩავმჯდარიყავი მანქანაში, მეც დავემორჩილე და მოხსნილი მძიმე ზურგჩანთაც მანქანაში შევიტანე.
ჩემს კითხვაზე თუ რატომ დამაკავეს? მათი პასუხი იყო: განყოფილებაში აგიხსნით ყველაფერს!
მეც იმის იმედით, რომ საქართველოში არ დამირღვევია არცერთი კანონი, მშვიდად გავყურებდი ლამაზ გარემოს პიკაპის გვერდითა მინიდან.
მალე მივადექით ძალიან ლამაზი არქიტექტურის, გამჭვირვალე პოლიციის შენობას (საქართველოში პოლიციის შენობების უდიდესი ნაწილი გამჭვირვალეა).
ლაშამ მითხრა, ზურგჩანთა მანქანაში დამეტოვებინა და შესასვლელისაკენ მსუბუქად მიბიძგა.
სამმართველოში შესვლისას თვალში მომხვდა იდეალური სისუფთავე და ორი მორიგე პოლიციელი. ლაშა მათთან მივიდა და რაღაცის ახსნა დაუწყო ქართულად, მე ვერაფერს მივხვდი მათი საუბრიდან, მაგრამ მათმა გაღიმებულმა სახემ მიკარხნახა, რომ ცუდი არაფერი მომელოდა.
პოლიციელები მოვიდნენ და ხელი ჩამომართვეს, რამაც ჩემში თუ კი იოტისოდენა ეჭვი იყო მათ მიმართ გამიქრო.
დამხდურმა პოლიციელებმა დაჯდომა შემომთავაზეს, მეც დავჯექი, ამასობაში ლაშა და მისი მეწყვილე სხვა ოთახში გავიდნენ და მხოლოდ ათიოდე წუთის მერე შემოვიდნენ ჩვენთან.
ადექით და წამობრძანდით დასაკითხ ოთახში, მოთხოვნის ტონით მომმართა პოლიციელმა, აქ კი ცივმა ნიავმა დამიბერა თითქოს მთელ სხეულზე.
უნდა მცემოთ?-ეს იყო ჩემი ერთადერთი კითხვა რაც მათ დავუსვი.
ვნახოთ, ვნახოთ-მიპასუხეს მათ და ერთი ოთახის ღია კარისკენ მიმითითეს, მეც შევედი და პირველი რაც მომხვდა თვალში ეს იყო სანოვაგით დატვირთული სუფრა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა მამაკაცების გაშლილი, რომ იყო.
დაჯექი მითხრა ლაშამ, მეც გაშლილ მაგიდასთან დავჯექი, მაგიდაზე სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელიც იყო, წითლად შეღებილი კვერცხებიც და და ბევრი სხვა ტკბილეულიც.
მიირთვი და დალიე-ასე მომმართა ლაშამ, ნარკოტიკ გარეულ სასმელს ხომ არ მთავაზობენ-გამიელვა გონებაში!
პოლიციელებიც მიუსხდნენ სუფრას თუმცა ალკოჰოლური სასმელებისათვის არცერთს არ უხლია ხელი, ჭამა კი დაიწყეს. მეც დავიწყე ჭამა და ამ დროს ლაშამ არაყი დამისხა ჭიქაში და მითხრა დაილოცეო.
მეც ვადღეგრძელე ისინი, მათ გაეცინათ და ისევ დამისხეს სასმელი. თან ლაშა მეუბნება: შენ ხომ რუსი ხარ? რაზეც ბუნებრივია დადებითი პასუხი გავეცი.
მერე რატომ არ გაგახსენდა, რომ დღეს აღდგომის დღესასწაულია?
აი აქ კი "დამკრა თავში და მივხვდი ჩემი "დაკავების" მიზეზსაც.
პოლიციელებმა აღდგომა დღე ფეხით მიმავალ რუს ტურისტს ასე მომილოცეს.
უნდა ვთქვა, რომ გაზიანი სასმელის გარდა არცერთი პოლიციელი სხვა სასმელს არ მიკარებია.
სამმართველოდან გამოსვლისას მათ ვთხოვე სამახსოვრო სურათი გადაგვეღო, რაზეც დამეთანხმნენ და სურათიც გადავიღეთ.
შემდეგ კი ლაშამ და მისმა მეწყვილე პოლიციელმა იმავე პიკაპით იმავე გზაზე გამიყვანეს, სადაც "დამაკავეს", მიმავალი მანქანა გააჩერეს და სთხოვეს ჩემი ბათუმში ჩაყვანა (მანქანის მძღოლი ბათუმელი აღმოჩნდა).
ასე "დამაკავეს" ქართველმა პოლიციელებმა საქართველოში აღდგომა დღეს".
image

0
1284
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1284