x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ქალაქ დედოფლისწყაროში ავტოავარია მოხდა
image


ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქალაქ დედოფლისწყაროში. შემთხვევა დაახლოებით საღამოს 17 საათზე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამობრუნდა და ბორდიულზე ავარდა.


თვითმხილველების განმარტებით, ადგილზე მობილიზებული იყო როგორც ადგილობრივი საპატრულო პოლიციის, ისე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები. დაშავებულ მგზავრებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.


მომხდარ ფაქტზე მოკვლევას შს კახეთის სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული პოლიციის სამმართველო აწარმოებს.


.

.


ამავე თემაზე: დედოფლისწყაროში ქათმები მასობრივად იხოცება

.

დედოფლისწყაროში უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნება

.

ქალაქ დედოფლისწყაროს ახალი სკვერი და სტადიონი ექნება

0
239
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0