x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გელაევის სპეცრაზმი, რა მოუვიდა იჩქერიის ყველაზე ელიტურ დანაყოფს შემდგომში

image "ჩვენ ვინ დაგვიფარა-გელაევის სპეცრაზმმა"-მღეროდა ცნობილი ჩეჩენი ბარდი თემურ მუცურაევი, რომელიც თავად მსახურობდა იჩქერიის ამ ელიტურ ქვედანაყოფში.
გელაევის სპეცრაზმი ანუ ოფიციალურად განსაკუთრებული დანიშნულების პოლკი "მგელი" შეიქმნა 1993 წელს რუსლან (ჰამზათ) გელაევის მიერ.
რუსლან გელაევი ქაქართველოში აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დროს ჩავიდა თავისი რაზმით, მაგრამ ომში არ ჩართულა, დაინახა რა, რომ ომი ინსპირირებული ყიო რუსეთის მიერ, ერთი კვირის მერე თავის ჯგუფთან ერთად ისე დატოვა საქართველო ტყვია არ გაუსვრია (ეს არ იყო ჩვენი ომი, მოგვიანებით იტყვის უკვე ცნობილი საველე მეთაური პანკისის ხეობაში ყოფნისას).
გელაევი მკაცრად არჩევდა თავისი სპეცრაზმისთვის მებრძოლებს, მებრძოლს სპეცრაზმში მიღების წინ მისაღებ გამოცდებს უწყობდა და იღებდა მხოლოდ მათ ვინც ყველა გამოცდას ჩააბარებდა უმკაცრეს პირობებში.
თითოეული მებრძოლის რაზმში მიღებას თვალს ადევნებდა თავად ჰამზათ გელაევი, რომელსაც იმ დროისათვის უკვე ჰქონდა მეტსახელი-ჰამზათი შავი ანგელოზი.
სპეცრაზმის მებრძოლები იღებდნენ იჩქერიის პრეზიდენტის ბეჭდით დამოწმებულ მოწმობას და სამხედრო ფორმას მგლის ნიშნით.
სულ პოლკში მსახურობდა წლების მიხედვით 500-1000 მებრძოლი, რომლებიც ბრწყინვალედ იყვნენ მომზადებული. გელაევის მებრძოლები გადიოდნენ მომზადების სრულ კურსს, სროლა დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მათ პროფესიონალი ხელჩართული ბრძოლის ოსტატები ასწავლიდნენ ხელჩართული ბრძოლის ილეთებს, გამნაღმველები კი ასწავლიდნენ დანაღმვას-განაღმვას და ნაღმი სიურპრიზების დადებას.
ასწავლიდნენ მძიმე ტექნიკასთან ბრძოლას, პარაშუტით ხტებოდნენ სატრანსპორტო თვითმფრინავიდან, რომელსაც თავად იჩქერიის პრეზიდენტი, ავიაციის გენერალი ჯოხარ დუდაევი მართავდა.
ამასთან უნდა ითქვას, რომ გელაევის ელიტურ დანაყოფში მხოლოდ ჩეჩნები არ იბრძოდნენ, მათ გვერდით იყვნენ არაბული ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის უიგურები, თურქულენოვანი ხალხი ჩინეთიდან, რომლებიც სუნიტი მუსლიმები არიან.
გელაევის სპეცრაზმმა საბრძოლო ნათლობა მიიღო 1993 წლის ზაფხულში, მისმა მებრძოლებმა ჩაახშეს იჩქერიის პრეზიდენტის დასამხობად მოწყობილი ამბოხი, რომელსაც რუსლან ლაბაზანოვი ხელმძღვანელობდა და სრულად იყო მხარდაჭერილი რუსეთის მიერ.
1994 წელს უკვე გელაევის სპეცრაზმი წარმატებით გაუმკლავდა დუდაევის პოლიტიკური მოწინააღმდეგის-ბესლან განტამიროვის შეიარაღებულ დანაყოფს.
რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში "მგელი" იბრძოდა არღუნის ხეობაში, სოფელ სამაშკთან, იბრძოდა ბამუტში, შატოის რაიონში. გელაევის სპეცრაზმი მონაწილეობას იღებდა 1996 წელს მარტსა და აგვისტოში იჩქერიის დედაქალაქის შტურმში. პირველი შტურმის დროს გელაევის სპეცრაზმი მათზე ათჯერ მეტ მოწინააღმდეგეს, რუსეთის არმიის დანაყოფებს 3 დღის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდა გროზნოში, სანამ პრეზიდენტ დუდაევის ბრძანებით უკან არ დაიხიეს მთებისკენ.

გელაევის რაზმი გამოირჩეოდა იჩქერიის სამხედრო დანაყოფებისგან, ბრწყინვალე მომზადების დონით, იარაღის საოცარი ფლობით, დისციპლინით და ნებისმიერ ადგილში ბრძოლისას ორიენტირების წარმოუდგენელი უნარით.
დუდაევი და მასხადოვი სწორედ გელაევს და მის სპეცრაზმს აძლევდნენ თითქმის შეუსრულებელ დავალებებს, თუმცა გელაევს და მის სპეცრაზმს არცერთი დავალება არ დაუტოვებია შეუსრულებელი.
როგორც თავის მემუარებში წერს რუსი გენერალი ტროშევი, გელაევის სპეცრაზმი რუს მედესანტეებს, მომზადების დონით და საბრძოლო გამოცდილებით ბევრად სჯობნიდნენ.
ერთხელ დასახლება დუბა-იურტთან, 1995 წლის ცხელ ზაფხულს ნოვოროსიისკის მედესანტეების ძალიან დიდი დანაყოფი თავს დაესხა დასახლებას, დასახლების დაბომბვა, რომ აეცილებინა გელაევმა გასცა ბრძანება სასწრაფოდ დაეტოვებინათ დასახლება და წასულიყვნენ მთებში, რამდენიმე კილომეტრ მანძილზე გელაევის სპეცრაზმის დევნა უშედეგო აღმოჩნდა, ამუნიციით დატვირთულმა ჩეჩნურმა სპეცრაზმმა აჯობა გრძელ მანძილზე "მარშ-გადარბენაში" რუს მედესანტეებს.
რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომში გელაევის სპეცრაზმი უკვე მის მშობლიურ სოფელში კომსომოლსკოეში იბრძოდა, აქ რუსებმა ბრძოლაში ჩართეს მოიერიშე ავიაცია, თვითმფრინავების და დამრტყმელი ვერტმფრენების სახით.
ბრძოლაში ჩართეს არტილერიაც, გელაევის სპეცრაზმმა მძიმე დანაკარგები განიცადა, თუმცა რუსულ მხარესაც ძალიან დიდი დანაკლისი მიაყენა, ააფეთქეს რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა და გაანადგურეს ცოცხალი ძალაც.
2001 წელს გელაევი ძალების მოსაკრებად საქართველოში გადავიდა, პანკისის ხეობაში ყოფნის პერიოდში უშუალოდ მისი ჩარევის შემდეგ შეწყდა ადამიანების გატაცება, ნარკოტიკებით ვაჭრობა.
გელაევი 2001 წელს მონაწილეობას იღებდა კოდირის-ხეობიდან სოხუმის მიმართულებით მოწყობილ "მარშ-გადარბენაში", მას თან ახლდა ქართველი პარტიზანების გარკვეული რაოდენობა და ქართული სპეცსამსახურების რამდენიმე წარმომადგენელი", გულირიფშის რაიონში მძიმე ბრძოლების შემდეგ გელაევი პანკსისის ხეობაში დაბრუნდა და მალევე გადავიდა ჩეჩნეთში.

გელაევის სპეცრაზმმა არსებობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც გელაევის და მისი რაზმელების მიერ რუსული ბლოკპოსტის განადგურების შემდეგ მას მოუწია საქართველოსკენ აეღო გეზი რამდენიმე მებრძოლთან ერთად, მთებში გადაყრილ რუს მესაზღვრეებთან ბრძოლის დროს გელაევმა დაკარგა ყველა თანხმლები მებრძოლი, ხელში მტევანში მძიმედ დაჭრილმა დანით საკუთარი მტევანი მოიჭრა და გადაიხვია, მდევარს ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე მესაზღვრე მოკლა, მაგრამ თავადაც დაიღუპა. ეს მოხდა 2004 წელს.
გელაევის სპეცრაზმელების ნაწილი ევროპაში გადავიდა, ნაწილიც ჩეჩნეთის ახალი ხელისუფლების მხარეს გადავიდა.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ ჩეჩნეთის ახალი ხელისუფლება ყველაზე ლოიალურად გელაევის სპეცრაზმელებს მიუდგა.
რადგან ამ რაზმელებს ვაჰაბიტებისგან განსხვავებით ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა არ მიუღიათ. გელაევი ვაჰაბიტების დაუძინებელი მტერი იყო, სწორედ ამ ნიადაგზე წარმოიშვა მასა და ჩეჩენ საველე მეთაურ არბი ბარაევს შორის კონფლიქტი, რომელიც ცეცხლის გახსნამდე მივიდა.
სამწუხაროდ პანკისის ხეობაში მცხოვრები გელაევის შვილებიდან ერთერთი ვაჰაბიტური ისლამის მიმდევარი გახდა, სირიაში "ჯიჰადისტებს" შეუერთდა და ერთერთ ბრძოლაში დაიღუპა.

0
1447
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1447