სხვა უელსში საზოგადოებრივ საპირფარეშოებში "ანტი-სექსის" სისტემა დამონტაჟდება 2019, 26 აგვისტო, 7:29
უელსში, ზღვისპირა ქალაქ პორტკოლში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა საზოგადოებრივ საპირფარეშოში დააყენოს სპეციალური სისტემა, რომელიც წინ აღუდგება მომხმარებლებს სექსით დაკავდნენ ტუალეტში ან ნარკოტიკები მიიღონ, იუწყება BBC.
ამ ამოცანის გადაწყვეტისთვის განიხილება ორი ტექნიკური ვარიანტი.პირველი-ეს არის სპეციალური იატაკი, რომელიც მგრძნობიარე იქნება წონის მიმართ, რა დროსაც ტუალეტში შესვლას ერთ ადამიანზე მეტი ვერ შეძლებს.
მეორე ვარიანტია, სისტემა, რომელიც მკვეთრ მოძრაობებზე მოახდენს რეაგირებას, აქტივაციის დროს კლიენტს წლის ჭავლი გაწუწავს, ამასთანავე გაიღება კარი და ჩაირთვება სირენა. იმისთვის, რომ კაბინა უსახლკაროებმა არ დაიკავონ, ტუალეტში ყოფნის დრო შეზღუდული იქნება, მწეველებთან საბრძოლველად სპრიკლერები დაყენდება, ხოლო ტუალეტის კედლები ვანდალგამძლე იქნება, მასზე შეუძლებელი იქნება გრაფიტის შექმნა. დაგეგმარების საბუთებში მითითებულია, რომ ექვსი ასეთი ტუალეტის შექმნა 170 000 ფუნტი სტერლინგი დაჯდება, პორტკოლის მუნიციპალიტეტი პროექტის ძირითად თანხას აფინანსებს, (135 ათასი), დანარჩენი უახლოესი ქალაქიდან-ბრიჯენდიდან დაფინანსდება. 552 5-ს მოსწონს
|