სიახლეები "კომაშია, ინფექციონისტის დასკვნას ველოდებით" - უმძიმესი ავარიის შემდეგ, ირაკლი ძამუკაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება 2019, 25 აგვისტო, 16:34 ირაკლი ძამუკაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება. ის 30 ივლისს სანაპიროზე, მოტოციკლით გადაადგილებისას, მძიმე ავარიაში მოჰყვა. ირაკლის ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მას მრავლობითი მოტეხილობები და მწვავე სეფსისი აღენიშნება. ექიმების თქმით, მდგომარება კრიტიკულია და პაციენტის მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თავდაპირველად მას საქართველოში მკურნალობდნენ, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, მისი გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გახდა საჭირო. ამჟამად ირაკლი მკურნალობას ანკარაში განაგრძობს. "სიცხემ დაუწია, ანტიბიოტიკებს უკეთებენ. ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია, პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა, და ინფექციონისტის დასკვნას ველოდებით", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში დაშავებულის ახლობელი, რომლის თქმითაც, მხოლოდ პირველადი გამოკვლევა 12 000 დოლარი დაჯდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ირაკლის მკურნალობისთვის 50 000 დოლარზე მეტია საჭირო. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ირაკლის დედის, თიბისი ბანკის ანგარიშზე შეუძლიათ. მიმღები: ზეინაბ სანდოძეGE37TB786244506430000198 შეფასება არ არის
|