x
image
ჯონ დო
საინტერესო ფაქტები ჩაის შესახებ
image























1. პირველი ჩაის მოდუღება ნახსენებია მე-4 საუკუნეში, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ რომ ჩაის მოდუღება უფრო ადრე გამოიგონეს აღმოსავლეთ აზიაში.მისი მომზადებისთვის იყენებდნენ მშრალ ფოთლებს, ამატებდნენ ხახვს, ფორთოხალს, პიტნას და უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ სამედიცინო თვალსაზრისით.


2. ცივი ჩაი იქნა გამოგონილი 1904 წელს, გამოიგოინა როიჩარდ ბლეცინდერმა და იმის მერე ამერიკაში 80% ჩაი იყიდება როგორც ცივი ჩაი.


3. ერთჯერადი ჩაი გამოიგონა ერთმა ნიუიორკელმა ვაჭარმა ტომას სალივანმა, ის მიხვდა რომ ჩაის მოწოდება პატარა რკინის ქილებით ძვირი უჯდებიოდა და გადაწყვიდა ჩაი შემოეტანა ქაღალდის პაკეტებით.ერთხელ მას შემთხვევთ ჩაუვარდა წყალში ქაღალდში გახვეული ჩაი და რომ დააკვირდა მიხვდა რომ ჩვეულებრივი ჩაი მომზადდა:)



4.ყველაზე დიდი ჩაის პლანტაციები არის, ჩინეთში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, იაპონიაში და ტაილანდში.


5. ჩაი შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტებს, ჩაის ზომიერი მოხმარების დროს აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, გამოიყენება კიბოს მკურნალობაში და გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.


6. ამერიკელები საშუალოდ 50 მილიარდ ჭიქა ჩაის სვავენ წელიწადში, საიდანაც 40 მილიარდი არის ცივი ჩაი.


7. ჩაი აუცილებლათ უნდა შეინახოთ გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას, უმჯობესია შენახული გქონდეთ რკინის ან შუშის ქილაში. არ არის რეკომენდირებული ჩაის შენახვა 1 წელზე მეტ ხანს, ვინაიდან ის კარგავს თავის არომატს.


8. ინგლისში სიამოვნებთ ჩაის დალევა როდესაც თავიდან დაასხავენ რძეს და მერე დაუმატებენ ჩაის, ამ მეთოდს ინგლისური ჩაის მეთოდიც კი შეარქვეს. ჩაი რუსულად ეს არის ჩაი შაქრით და ლიმნით.


9. მწვანე ჩაი 50%-ით მეტ “ც“ ვიტმინს შეიცავს ვიდრე შავი ჩაი.


10. ყველაზე დიდი ჩაის ბუჩქი დაფიქსირდა 30 მეტრის.


11. ჩაი არ შეიძლება რომ ადუღო, ის თავის არომატს ჰკარგავს ორთქლთან ერთად.


12. ყველაზე ძვირი ჩაის ჰქვია“ დაჰუნპაო“ რაც ჩინურად ალისფერ მოსასხამს ნიშნავს, ეს სახელი ჩაის ფერის გამო დაერქვა. 2005 წელს აუქციონზე რომელიც ჩატარდა პროვინცია ცუნზანში 20 გრამი “დაჰუნპაო“(ანუ 4 კოვზი) გაიყიდა 25 000 დოლარად..




2
267
2-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
267
  
2012, 28 ივლისი, 16:42
მადლობა,ეს კიდევ უფრო საინტერესოა,გაიხარე
0 1 2