x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩლუნგები ხართ, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით“ - ინგა გრიგოლია ხელისუფლებას

image


ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ("ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამა) წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის ფაქტს ეხმაურება და გენერალურ პროკურატურას, მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად ჰპირდება, რომ "ტვ პირველის" წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ისინი მათ დიდი უპირატესობით მაინც, აუცილებლად მოუგებენ: "რუსთავი2"-ის თემის პირწმინდად წაგების შემდეგ, მეორე დილასვე რომ „ტვ პირველის“, დამფუნებლის მამას ბრალის წარსადგენად იბარებ (აქამდე არავის მოსვლია თავში ბრალის წარდგენა), საქმეზე, რომელიც 11 წლის წინანდელია და რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილება. ე ბიჭო, ახალი სეზონის დაწყებამდე, ბარემ „ტვ, პირველსაც“, მოვუგრიხოთ კისერიო, ხოდა, ვაი, თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა, სათითაოდ ჩამოგითვალოთ სულ ახლახანს მომხდარი ამბები, რომელიც გამოძიებული არ გაქვთ? ამ ბრძოლას კი მოვიგებთ, თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, მაგრამ თქვენ რომ ჩლუნგები ხართ, საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით“, - დაწერა ჟურნალისტმა ფეისბუქგვერდზე.





0
242
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
242