x
image
cxvedo
ტატუ აქვს? "დაიკერება"
imageრატომღაც, საქართველოში გავრცელებული ტენდენციით, ქალის შეფასება ცოტა სხვაგვარად ხდება. მე ბევრჯერ შევსწრებივარ სიტუაციას:


- "აუ, ეგ პირსინგიანი? ეგ უეჭველი იძლევა."

- "ტატუ თუ აქვს რაღა გინდა? უეჭველი დაიკერება."

- "გოგო გავჩითე და სიგარეტი მთხოვა. მერე იტყვის ქალიშვილი ვარო."


-"გოგო გაიჩითა გუშინ მაგარი მთვრალი იყო. ვიღაცა მოტ....და უეჭველი."


ასეთი ფრაზების მოსმენა საკმაოდ ხშირია. მე დავწერე სტატია "გადაგვარებული ახალგაზრდები" და იქ საკმაოდ მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი ქალის ასეთ ქცევასთან დაკავშირებით. აღვნიშნე, რომ ქალი ქალს უნდა ჰგავდეს და კაცი კაცს, მაგრამ მთლად ასეთი შეხედულება მგონი ცოტა ზედმეტია. მე ქართველობა ვთვქი და არა ის, რომ ამდაგვარი ფრაზებით შეამკო ყველა. თუმცა რაღა დაგიმალოთ და ჩემთვისაც მიუღებელია ქალი რომ ეწევა, მაინცდამაინც პირსინგებიც არ მომწონს და ტატუსაც გააჩნია, მაგრამ ის აზრი, რომ ქალს თუ ტატუ აქვს "ბოზია", ზედმეტად გადამლაშებული ფორმა მგონია.


ქალს გამომწვევად თუ აცვია, არ არის აუცილებელი "ბოზი" იყოს. შეიძლება უბრალოდ მოხდენილად ეცვას და საკუთარი სხეულის ფორმებიდან გამომდინარე გამომწვევად მოგეჩვენოთ. ამაზეც მომისმენია საკმაოდ ბევრი დამცინავი ფრაზა.


ცოტა ხნის წინ ჩემს სამსახურში მართლაც მშვენიერი ახალგაზრდა ქალი მოვიდა, კლასიკურად ეცვა: თეთრი პერანგი, რომელიც საოცრად ლამაზად აჩენდა მისი სხეულის მოყვანილობას და მუხლამდე შავი ქვედაბოლო. მშვენიერი ქალი იყო და მაშინვე მიიპყრო ყველას ყურადღება. კაცები მსუნაგი თვალებით უყურებდნენ, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ბედავდნენ. წავიდა თუ არა ქალი, მაშინვე გაისმა უწმაწური კომენტარები. ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: "ეტყობა, სახლში ქმარი ვერ აკმაყოფილებს."


ვერ მივხვდი რით დაიმსახურა ასეთი "კომპლიმენტები" იმ ქალმა. ვერ ვიტყვი რამე უჩანდა-თქო, ან გამომწვევად ეცვა-თქო, მაგრამ უდავოდ ლამაზი ქალი იყო. უცებ მონიკა ბელუჩის ერთერთი პერსონაჟი გამახსენდა კინოფილმიდან "მალენა".

ზოგადად, საქართველოში ამდაგვარი სიტუაციაა: "თუ გოგო 20 წლის ასაკში ქალიშვილი არაა და არც გათხოვილია, უეჭველი "ბოზია" და "დაიკერება"".


არ ვთვლი, რომ ქალებმა პირსინგებით უნდა იარონ, ან ათასი უმსგავსო ტატუირებით (როგორებიც მრავლადაა ჩემ მიერ დადებულ სტატიებში "უცნაური ტატუები 2 (+18)" და "უცნაური პირსინგები და ტატუები"), მაგრამ არც ისეა საქმე, რომ მის პირად ცხოვრებაზე ამის გამო ცუდად იფიქროს ვინმემ. ამიტომ მაინცდამაინც თქვენც ნუ მისცემთ მიზეზს ვინმემ ცუდად იფიქროს და შეინარჩუნეთ ქალის სახეც. ნუ გახდებით ისეთები, როგორებიც ჩემ მიერ დადებულ სტატიებში არიან. ქალი მართლა ქალს უნდა ჰგავდეს, ნაზი, ქალური უნდა იყოს.




20
646
24-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
646
  
2013, 12 ოქტომბერი, 0:13
სხვების განკითხვა ყველაზე კარაგად გამოგვდის საერთოდ...თეტღ პერანგზე გამეღიმა :D
2013, 1 აგვისტო, 0:57
ძალიან მომეწონა , კარგი სტატიაა
2013, 26 აპრილი, 21:30
ეს ზოგადად ქართველთა სენია.ხშირად მიფიქრია ამაზე თუ რატო იქცევიან ასე და არამარტო კაცები ქალიბიც ხშირად იგივეს აკეტებენ
2012, 29 ივლისი, 21:56
ნამდვილად მართალი ხარ. მე დღევანდელი რეალობა აღვწერე. ჩემთვის პირადად ჩემი შეხედულებით არ მიმაჩნია სწორად პირსინგები და ასეთები, მაგრამ მაგის მიხედვიტაც არ ვმსჯელობ ადამიანზე, მაგრამ ასეთი ფაქტები საკმაოდ ხშირია. მე ბევრი ასეთი ფრაზა მომისმენია და იმიტომ დავწერე ასე. ერთი და ორი თუ არ ფიქრობს ასე, ის არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე არაა. ფაქტია რომ ასე ფიქრობს ბევრი და იმათ ეგ გონიათ ქართველობა. ქართველობა და კაცის სახე კი სულ სხვა რაღაცაა და იმას ვერ ხვდებიან.
2012, 29 ივლისი, 12:11
სალი უაზრო სტატია არა არის რეალობაა:)რასაც დღეს ფიქრობენ ის წერია ჩემი აზრით..რამდენად სწორია ხალხის დამოკიდებულება ტატუზე და მსგავსებზე ეკ უკვე სხვა საკითხია და სასაცილო ნამდვილქად არაა
2012, 29 ივლისი, 10:20
ubralod sasaciloa :) da dzalian uazro statiaaa...
2012, 29 ივლისი, 0:32
რა აბსურდია რა შუაშია ტატუ დაკერვასთან?? მოიცა მე ჩემს შეყვარებულს ჩემს პონტში ტატუ რო გაუკეთო დაიკერება ხო ავახევ სახეს ვინმეს.. არასწორე მიდგომაა სრულია დასაკერი ტატუც გარეშეც იკერება
2012, 28 ივლისი, 23:25
და 17 წლის 25 წლის და 50 წლის ადამიანს ერთი და იგივე ქცევას და ჩაცმულობას არ მოსთხოვენ ... სადაც ღიმილი ტეხავს და თუ ბედნიერი სახე გაქვს გიჟი ხარ :)
2012, 28 ივლისი, 23:25
შენ გაიხარე... ხო რა თითქოს ჩვენი მშობლების და წინა თაობა სულ ერთნაირები იყვნენ... ახლაც არიან ინკუბატორის წიწლებივით ერთნაირები და მაშინაც იყვნენ, მაგრამ მაშინაც და ახლაც არსებობენ "განსხვავებულები" , ადამიანები კი როგორც ცნობილია განსხვავებულს ცუდად მიიიღებს თავიდან... დესმე ალბათ ჩვენც მივალთ იმ დონემდე რომ გარეგნობით არ შევაფასოთ ხალხი ...
2012, 28 ივლისი, 23:19
ხოდა მაგას ვამბობ მეც. პრობლემა მათში კი არა ჩვენშია, ქართველების ამბავი ხომ მოგეხსენება? გარეგნობითა და იმიჯით ადამიანის შინაგან პიროვნულ თვისებებს ხედავენ, 90% ექსტრასენსია :) ტატუ აქ ბოზია, მოკლებში დადის არა პატიოსანი, ბიჭს გრძელი თმები აქ გეია ან პიდარასტი დახეულები აცვია მათხოვარია და ა.შ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10