x
image
ინტერ-გოგონა
დაკარგული ცხოვრება

image

კოკისპირულად წვიმს, მარტო დალევა თუ ესიამოვნებოდა ეხლა ადამიანს, უფრო რომანტიკოსებს კი წვიმაში სეირნობა...

თუმცა უსიყვარულო სამყაროში მხოლოდ წვიმა ეალერსებოდა ცარიელ ქუჩებს და ცეკვავდა ლამპიონებთან...


გეგა ძლივს გამოაგდო ლექსომ ბარიდან...


- შენ რა გაგიჟდი? რა გინდა ეს ღამე კამერაში გავათენოთ?
-გავგიჯდი ხო! და შენ მე კი არ უნდა მაკავებდე ზურგს უნდა მიმაგრებდე ეხლა.. ...

-დამშვიდდი, არ აცადა სიტყვის დამთავრება ლექსომ...

-დავლეწავ ძვლებში და დავმშვიდეები.ისევ გაიწია ბარისკენ გეგა სწორემ ამ დროს ბარიდან ნინაკა გამოვიდა...

-გეგა რა გჭირს? მეც მოვახერხებდი თავის დაცვას როგორმე...

-კარგი მე გავალ, თქვენ კი მშვიდად ილაპარაკეთ.., მანქანას მოვიყვან..გეგა გაფრთხილებ შიგნით შესვლა არ გაბედო..

-მე რა მჭირს? ვიღაც ახვარი გეკიდებოდა და მე მშვიდან უნდა ვყოფილიყავი?გაიგე ერთხელ და სამუდამოდ გოგო რომელიც ჩემს გვერდში არის ვერავინ გაბედავს და შეეხება, მზერითაც კი...

- ჩემმა ბიჭმა იეჭვიანა?შენ ხომ მყავხარ.შენ ხომ ყოველთვის დამიცავ...ფეხისწვერებზე აიწია ნინაკა გეგას ყელზე რომ მოხვეოდა თუმცა გეგამ არ დაანება...

-კი დაგიცავი, და ყოველთვის დაგიცავ..თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენ მართალი ხარ...

-და რასი თქმას ცდილობ?ჩემი ბრალია?აბა როგორ გინდა როცა ასეთი ლამაზი შეყვარებული გყავს...გაუღიმა ნინაკამ თავისი ჯადოსნური ღიმილით გეგას.. თუმცა ამ ბოლო დროს გეგას ეს ღიმილი ვეღარ აჯადოვებდა და ვეღარც აბედნიერებდა...

-დავიღალე ნინაკა, დავიღალე... მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული ვნებს ადამიანებს...

-გეგა შენ იცი რომ მიყვარხარ..სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ...

-უკვე აღარაფერი ვიცი ნინაკა...მე და შენ სხვადასხვაგვარად გვესმის სიყვარული...

-გეგა გულს მტკენ...

-ხო, ამ ბოლო დროს მხოლოდ გულს ვტკენთ ერთმანეთს.

- ეხლა შენ მთვრალი ხარ, გაბრაზებული, მერე ვისაუბროთ როცა დამშვიდები, შიგნით ჩვენი მეგობრები არიან, ეხლა კი ვითომ არაფერი მომხდარა ჩვენ მათთან დავბრუნდებით...

-იმ ახვარის მაგიდასთანაც ხომ არ მივიდე? ბოდიშს მოვუხდიდი...თუ თამაშია თამაში იყოს..

-ვიღაც ღადავის ხასიათზე მოვიდა...

-კი ნამდვილად, საკუთარი თავით დავიწყებ დაცინვას, შენ კი შეგიძლია შეხვიდე...

-ერთად შევალთ იქ..

-ეს ბრძანებითი ტონი ხომ იცი რომ ჩემთან არ ჭრის...მე წავედი, შენ კი გადაწყვიე რჩები თუ მოდიხარ...

-თუ არ წამოვალ...

-კარგად გაერთეთ, მე წავედი...

-ნინაკა შენ ხომ არ დაგილევია, გეგას მანქანა შენ წამოიყვანე მე კი გოგონებს დავარიგებ სახლებში... ვერც კი შეამჩნიეს ლექსო როდის მიუახლოვდათ...

-ლექსო, გასაღები მომეცი შენ კი გოგონებთან დარჩი..

-ასეთ მდგომარეობაში საჭესთან არ დაჯდები...

-გამიშვი ლექსოო..ეხლა აქედან თუ არ წავალ ხომ იცი რომ კარგს არაფერს გავაკეთებ...

ლექსო მიხვდა რომ გეგასთან საუბარს აზრი არ ჰქონდაა საკმაოდ კარგად იცნობდა საკუთარ ბავშვობის მეგობარს და გასაღები გაუწოდა...

-ფრთხილად ძმაო..

-აი, ესეთია შენი სიფრთხილე...სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო ლექსომ გეგა რომ აღარ ჩანდა..ნინაკას გაბრაზებული მზერა მიაპყრო თუმცა არაფერი უთქვამს..

გეგა ბრაზობდა, სუნთქვა უჭირდა, მინები ბოლომდე ჩამოსწია წვიმის წვეთები სახეზე ეცემოდა, შესცივდა მაგრამ მინების ამოწევა არ უფიქრია...გრძნობდა რომ რაღაც უნდა შეეცვალა საკუთარ ცხოვრებაში...ასე აღარ შეიძლება ჩვენი ურთიერთობა უნდა დასრულდეს, ზედმეტად გაუფერულდა ჩვენი გრძნობები...მუსიკას ბოლომდე აუწია, თითქოსდა უნდოდა საკუთარი გულის ხმა ჩაეხშო...ტელეფონის ეკრანმა გაანათა ნინაკას ესემესი იყოო "ასე იოლად ჩემგან ვერ წახვალ, ვერ შეძლებ ჩემს მიტოვებას"

რამდენჯერ გითხარი დაგღუპავს შენი სილამაზეთქო ჩაილაპარაკა გეგამ და ტელეფონი უკანა სავრძელზე გადააგდო...

გზას გახედა და მუხრუჭს მთელი ძალიათ დააწვა...

წამში გამოფხიზლდა გიჟივით გადმოხტა მანქანიდან ...

ჰო, გეგა ნადვილად არ იყო ერთადერთი ვისაც ცუდი დღე ჰქონდა ...

იყო კიდევ ერთი გოგო.

და ამ გოგოს

დღეს დილით ნიშნობა ჰქონდა, მზესავით ანათებდნენ მისი თვალები ბედნიერებისაგან...

სტუმრები გააცილა, ოთახში შევიდა უნდოდა დაეძინა მაგრამ ვერ შეძლო გული გამალებით უცემდა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო, არა კიდევ უფრო შორს და მაღლა....არა ვერ შევძლებ, გული გამისკდება ვინმეს თუ არ დაველაპარაკები...სასწრაფოდ ჩაიცვა და ოთახიდან გამოსულმა დედას გასძახა..დედაც სამზარეულოდან გამოეგება...

-დე, მე ქალაქში წავალ რა, დღეს გოგოებს ვერ ვეჭორავე...

-შვილო მამა ნასვამია სძინავს, ეხლა ასე უცებ როგორ წავალთ...ხვალ დილით ადრე წავიდეთ და გოგოებსაც ნახავ და ჩვენც გაგაცილებთ...

-კარგი რა დეე, მიხედეთ სტუმრებს“რატომ უნდა იწვალოთ რად მინდა გაცილება?, მამას ჩემს მაგივრად აკოცე, შენც მშვიდად მიხედე სახლს მე დღეს გოგოები გამოვლენ სახლში ვიქნებით ვიჭორავებთ თან ჩემოდანს ჩავალაგებ ..ათი დღე მალე გავა მეც დავბრუნდები...

-შენც ხომ დალიე...

-დედა, ორი ჭიქა შამპანური მხოლოდ..

-ნახე როგორ წვიმს...

-კარგი დედა ტაქსით წავალ, შენ არ ინერვილოო ოღონდ...მანქანის გასაღები დედას გაუწოდა და მაგრად ჩაეხუტა...

-დედას ტკბილო...როგორც კი ჩახვალ მაშინვე დამირეკე ...

ანიტა უკვე კარებთან ელოდა საუკეთესო მეგობარს...დიდხანს განიხილავდნენ ჭიქა ყავაზე ნიშნობის ამბებს...

-კარგი რა ანიტა, შენც რომ მოდიოდე ბევრად კარგი იქნებოდა..

-დებილი ხარ შვილო შენ?საქმროს დასასვენებლად მიყავხარ მე რა ეკალი ვარ?

რა ჯანდაბა მინდა იქ?

-კარგი რა ლევანი სულ შეხვედრებზე იქნება, თავის სერიოზულ გარემოცვაში, მე კი მოვიწყენ....

-სამაგიეროდ ღამე იქნება შენი...აბა რა გეგონა, ახალგაზრდა სიმპატიურ პარლამენტას რომ დაადგი თავალი?

-მე რომ თვალი დავადგი მაშინ მხოლოდ სიმპატიური იყო პარლამენტარი არაა...

-ეხლა შეჩვევი მაგ ინტელიგენტ სასტავს და ჩვენ აღარც გაგვიხსენებ..

-ვითომ?კარგი აზრია..არც იოცნებო სანამ ცოცხალი ვარ ჩემი ატანა და ჩემი წუწუნის მოსმენა მოგიწევს..ისე, სიმართლე რომ ვაღიარო მე ის ლევანი უფრო მომწონდა ჩვენი უბნის სტადიონზე კალათბურთს რომ თამაშობდა, სულ წინ ვიჯექი და სუნთქვა შეკრული ვუყურებდი...

-რა სასაცილოები ვიყავით, გახსოვს კამფეტები რომ გვიყიდა? მაშინ ვინ წარმოიდგენდა რომ ის კიკინებიანი გოგო შეუყვარდებოდა ბიჭს რომელზეც მთელი სკოლის გოგოები გიჟდებოდნენ...

-ეხლა კი გავიზარდეთ...

-ლევანი რომ ბავშვობაში არ შეგყვარებოდა და ეხლა გაგეცნო, ისევ ასე ძალიან გეყვარებოდა?

-არასდროს მიფიქრია როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე... ჩემის ცხოვრება ყველაფერი კარგი მას უკავშირდება.. არასდროს მიფიქრია რომ შემეძლო სხვა ცხოვრებით მეცხოვრა..

-მიხარია შენი ამბები..

-მიყვარხარ, ბედნიერი ვარ რომ მყავხარ, ალბათ საკუთარი დაც ვერ მეყვარებოდა ისე ძლიერად როგორც შენ, ჩემი დასაყრდენი ხარ...ვიცი რომ თუ ოდესმე ნაბიჯები ამერევა და დაცემას გადავწყეტ ხელს შემაშველებ და არ მომცემ უფლებას დავეცე...თუმცა უნდა ვაღიარო ცოტა გიჟი ხარ ....მაგრამ ასეთი რომ არ ყოფილიყავი ვინ შეძლებდა ჩემს გამხიარულებას..

-შენ ჭკვიანიც საკმარისი ხარ, ვიღაცამ სიგიჟეებიც ხომ უნდა აკეთოს.. ამდენ კარგ სიტყვას ნუ მეუბნები, თორემ ამატირებ ..ისედაც ვეჭიანობ შენი თავი წამართვეს..

-გპირდები, რომ დავბრუნდებით მე შენ და მარო წავალთ ერთად დასასვენებლად..

-რათქმაუნდა და ბევრს ვიგიჟებთ...

-ეჭვიც არ მეპარება რომ იგიჟებ..

-ხვალ ფრენა რომელზეა?..გაგაცილებთ..

-ღამის ორზე..არა პატარაა რატო უნდა იწვალო და ათიო ღამე შენ დამხვდი არც ჩემებს დავრთე გაცილების უფლება აგარაკზე დავტოვე

-იმედია დათუნიებიანი პიჟამა არ მიგაქვს...ნახევრად ჩალაგებულ ჩემოდანს გახედა ანიტამ

-და რატომ არ უნდა წავიღო?.

-კარგი, ჩემი წასვლის დროც მოვიდა თორემ ხო იცი 12 საათზე ჩემი რაში გოგრად იქცევა..

-გეფიცები ნამდვილი გიჟი ხარ..აუ მე ეხლა იცი რას ვიზამ

-რას?

-ლევანთან წავალ...

-აქედანვე დაიწყეთქო არ მითქვამს..

-დებილო, სურპრიზს გავუკეთებ დღეს არ მელის, თან დავეხმარები ჩემოდნების ჩალაგებაში..


-მაგას ჩემოდნების ჩალაგება ქვია?მე სხვაგვარად ვიცოდიი...

-ნეტა შენ რა იციი?ისე მელაპარაკები თითქოს კვირაში ექვსი ღამე რომანტიული გაქვს, სანთლის შუქზე..

-მე შენგან განსხვებით არც ბეჭედი მაქვს თითზე და არც უბეჭდო ბიჭი მყავს..ადექი, წაგიყვანოო, სად არის დასაკარგი დრო...

-მოკეტე...

-შენ რა თურქეთში არ აპირებ კოცნას გასცდე?...

-უკვე ნერვებს მიშლი წავიდეთ...

ლილე მეგობარს დაემშვიდობა ლივტსაც არ დაელოდა სირბილით აირბინა კიბეები ის იყო კარებზე აპირებდა ზარის დარეკვას რომ შეამჩნია კარი ღია იყოო..ღრმად ჩაისუნთქა თმები შეისწორა და კარი ოდნავ შეეაღო უნდოდა დაეძახა მე მოვედი მაგრამ სიტყვები ტუჩებთან შეეყინაა..

-და მე რა ვუთხრა შენს შვილს როცა გაიზრდება?

-ქეთი ეგ არ უნდა მომხდარიყო შენ იცოდი რომ მე სხვა მყავდა, არ მომიტყუებიხარ, რაც გავაკეთეთ ორივეს გვინდოდა..ჩვენ ხომ ბავშვები არ ვართ

-ვიცოდი, არც არაფერს ვითხოვდი შენგან მაგრამ ეხლა ეგ შეუძლებელია..

-და ეხლა რა შეიცვალა?

-მე ჩემს შვილს ვერ მოვკლავ, სადაც გინდა იქ წადი, იქორწინე ვისზეც გინდა მაგრამ ამ ბავშვს მამა ეყოლება იცოდე..

ლილეს უნდოდა ეკივლა, ეყვირა ყველაფერი დაელეწა ირგვლივ მაგრამ არაფრის ძალა აღარ შესწევდა, ყველაფერი რისიც სწამდა და სჯეროდა ერთ წამში გაქრა...

დახუჭე თვალები, დახუჭე...

ეხლა თვალებს დახუჭავ და ყველაფერი გაქრება...

დახუჭა თვალები და ....

როცა აზრზე მოვიდა სავარძელში იწვა ლევანი და ვიღაც უცნობი გოგო თავზე ადგა...ქალი რომელმაც მისი იდიალური სამყარო გაანადგურა სულ რამოდენიმე სიიტყვით...

-კარგად ხარ?

- როგორც ჩანს გადავრჩი, აწი ეს ტკივილი ვეღარ მომკლავს პირიქით გამაძლიერებს....

-ლილე, გთხოვ დამშვიდდი.ყველაფერს აგიხსნი..

-არ ღირს...

ლილე ოთახის კუთხეში მდგარ მეტოქეს მიუახლივდა...

- რამდენი თვის ხარ?

-სამის.. თავი არ აუწევია უცნობს ..

-სამის, კარგია...ალბათ გოგოა თავად გადაწყვიტა პასუხს არც დალოდებია

ძირს დაგდებული ჩანთა აიღო და კარებისკენ წავიდა..

-ლილე გთხოვ, ახსნის საშვალება მომეცი...ხელზე ხელი ჩასჭიდა ლევანმა და მისი გაჩერება სცადა..

- არ გაბედო, არ გაბედო ოდესმე შემეხო...

ლევანმა ცივად გაუშვა საყვარელ ქალს ხელი და კედელს გამეტებით დაუშინა მუჭები ლილემ კი უხმოდ გაიხურა კარები...

ქეთა ამ სცენას უყურებდა და მასთან მისვლას ვერ ბედავდა, წესით ამ სცენას უნდა გაებედნიერებინა მაგრამ გულის სიღრმეში თავს დამნაშავედ გრძნობდა რადგანაც მან თავიდანვე იცოდა მათი სიყვარულის შესახებ...ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და ლევანს მიუახლოვდა...

-გაჩერდი, სისხლი მოგდის...

-თავი დამანებე, შენი ბრალია..

- მოდი ხელს შეგიხვევ?

-ასე ვერ გაუშვებ, ასე ვერ გაუშვებ.. კარი გაიჯახუნა და ლილეს დაედევნა

არა ფეხით წავიდოდა, ტაქსის ლოდინს ვერ შეძლებდა...

ლევანი არც შემცდარა ლილეს ქუჩის ბოლოს დაეწია..

-ლილე გაჩერდი, გთხოვ მომისმინე..

-სამი თვისო, სამისო გესმის, სამი თვის წინ დღევანდელ დღეს ვგეგმავდით გახსოვს?მძულხარ გესმის? შენც და ჩემი თავიც მძულს...

-უფლება გაქვს გძულდე, შეცდომა დაუშვი, მაგრამ მე შენ მიყვარხარ და ეს იცი..

-რატომ ლევან? როგორ მოექეცი ჩვენს სიყვარულს ასე?

-არ არსებობს მიზეზი რომელიც მე ეხლა შენს წინაშე გამამართლებს, წამიერ ლტოლვას ავყევი, ვნანობ, გეფიცები მართლა ვნანობ...

-ეხლა სინანული გვიანია ...ის ქალი მძულდეს მაქვს უფლება მაგრამ ჯერ არდაბადებულ ბავშვს რა ვუყო?? ხედავ, პასუხი არ გაქვს დუმხარ? გამიშვი ლევან, გამიშვი...

-არ შემიძლია ლილე, დამარტყი, გამლანძღე, იყვირე, ყველაფერს ცუდს ვიმსახურებ შენგან მაგამ არ წახვიდე ჩემგან.ჩვენ სიყვარულზე უარი არ თქვა ..

-ჩვენ? რა სასაცილოა...არ შემიძლია გესმის, ვერ ვიქნები შენთან ბედნიერი როცა ვიცი რომ არის ბავშვი რომელიც შენ მამამს დაგიძახებ, შენ მამა იქნები, მაგრამ იმ ბავშვის დედა მე ვერ ვიქნები გესმის...მშვიდობით ლევან..დაბრუნდი მასთან..

ლილემ ბეჭედი თითიდან მოიძრო და ლევანს ხელში ჩაუდო...


-ლილე ვერ წახვალ, სანამ მე ცოცხალი ვარ შენ ვერ დაგთმობ, ვიცი არ იქნება იოლი მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ..დაგავიწყებ, გეფიცები ამ ტკივილს დაგავიწყებ..

- შენ მე დათმე უკვე...მაშინ დამთმე როცა სხვა ქალის მკავებში ნებივრობდი...

-სანამ ერთერთი ჩვენგანი ცოცხალია ჩვენი გზები არ გაიყრება...ცოცხალი მე შენ არ დაგთმობ...

-ანუ მხოლოდ სიკვდილს შეუძლია ჩვენი დაშორება?

-არ გაგიშვებ...

-შენი მოკვლა, არ შემიძლია.. რადგანაც ამ ტკივილის მიუხედავად მაინც მიყვარხარ...მაგრამ შემიძლია რომ მე არ ვიყო..

ლევანმა მისი სიტყვების გააზრებაც ვერ მოასწრო რომ ლილე წამში მოსწყდა ადგილს და პირველსავე შემხვედრ მანქანას წინ გადაუდგა..


საბედნიეროდ მძღოლმა დამუხრუჭება მოასწრო და ძირს დავარდნილს გოგონას მივარდა...

-კარგად ხართ?

ლევანიც მასთან მივარდა წამში...როცა დაინახა რომ ლილეს არაფერი დაემართა ადგილზე ჩაიკეცა..."ცოცხალია, ცოცხალია"იმეორებდა აკანკალებული ხმით და მასთან მისვლას ვერ ბედავდა..

-საუბედუროდ კი..

-სასწრაფოს გამოვიძახებ...

-არ მინდა..

-ასეთ წვიმაში აქ, ტელეფონს დავხედე... კარგად ხართ ხომ?ექიმმა უნდა გნახოს.გეგა დაბნეულობისგან სულ აირია..

-ჩემი ბრალია...ესეც კი ვერ შევძელი...

-ადგომაში დაგეხმარები, უმჯობესია სავადმყოფოში წაგიყვანო...

- მე მივხედავ ძმაო, მე მივხედავ აქვე ვცხოვრობ...

-ამ ადამიანს არ ვიცნობ..მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი და მაგიტომ გადაუდექი მანანას წინ..შემეშინდა და მინდოდა დახმარება მეთხოვა ვინმესთვის..თუ ჩემი დახმარება გინდათ აქედან წამიყვანეთ..ამ სიტყვებს ამბობდა და ლევანს თვალს არ აცილებდა, ლევანი ხედავდა მის თვალებს და გრძნობდა რომ მართლაც უცხო ადამიანად იქცა ლილესთვის ...

-არ ვიცი რა ხდება თქვენ ორს შორის ძმაო, რა აწყენიე, მაგრამ ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის...მე ჩემს დანაშაულს ვაღიარებ, უფრო დაკვირვებულად უნდა ვყოფილიყავი გზაზე..მე წავიყვან ამ გოგოს სავადმყოფოში რათა დავრწმუნდე რომ არაფერი სჭირს..შემდეგ კი თქვენ ორნი თავად მოაგვარდით ერთმანეთში..

ლევანი მიხვდა რომ ლილე მას არ გაჰყვებოდა პირიქით უფრო გააღიზიანებდა მას, ვერ ხედავ შენთან ყოფნას სიკვდილი არჩია არ გაპატიებს გამუდმებით ჩასძახოდა შინაგანი ხმა..არეული ნაბიჯებით გადაკვეთა გზა და სიბნელეში გაუჩინარდა...

გეგამ უცნობი გოგონა ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა...

ღმერთო ეს რა დღე მაქვს აბუზღუნებულმა მოიჯახუნა მანქანის კარი და სავადმყოფოსკენ წავიდა...

კარგახანს ორივენი ჩუმად იყვნენ ბოლოს სიჩუმე გეგამ დაარღვია...

-ვინ ხარ?

-სერიული მკვლელი, რა არ ვგავარ?

-უფრო გიჟს გავხარ..

-სულელი...

-გმადლობთ..

-შენ მადლობას რატომ იხდი, ჩემ თავზე ვამბობ..

ისევ სიჩუმე ჩამოწვა...ლილემ უცნობ თანამგზავრს სახე მოარიდა რათა მისი ცრემლები არ შეემჩნია“დაორთქლილი ფანჯრის მინა გაწმინდა და უმისამართოდ გასცქეროდა ლამპიონებით განათებულ ქუჩას..

-ლილე

-რა?

-ლილე მქვიათქო..

-ა, ჰო მე გეგა...

გეგამ მანქანა პირველასავე სავადმყოფოსთან გაჩერა..

-აქ რა გვინდა?

-ექიმი გნახავს დავრწმუნდები რომ კარგად ხარ?

-არ მინდა...

-შენთვის აზრი არ მიკითხავს..

-კარგი.. მაშინ ვიტყვი რომ დამეჯახე სწორედ იქ სადაც ქვეითების გადასასვლელია...

-მე კი სიმართლეს ვიტყვი..

-თუმცა საინტერესოა რომელს დაუჯერებენ შენ თუ მე როგორც დაზარალებულს...

-და შენი თავი რომელი ცოდვისთვის მარგუნა უფალმა..რისთვის მსჯის?

-ბევრი გაქვს?

-რა?

-ცოდვები?

-მართლა სულელი ხარ შენ...კარგი, გეგა მთავარია დამშვიდდე შენ ამას შეძლებ ეს არსება ვერ გაგაგიჟებს...აბა გეთაყვა სად მიგიყვანოთ?...

-ამ არსებას ლილე ჰქვია...

-უკვე დანაშაულის გრძნობას ბრაზი ფარავს და არამგონია ისევ კეთილი ვიყო...

-არ ვიცი, არ მეგულება ეხლა ადგილი სადაც ყოფნა მინდა...

-კარგი მაშინ ასე ვიხეტიალოთ ქუჩაში...

- კარგი, ვინაიდან არ იშლი...

გეგას ჩაეღიმა რაღაც მოეწონა ამ ცოტა შეშლილ გოგოში..მაგრამ არ უნდოდა ლილეს ეს შემჩნია მუსიკა ჩართო...ისევ სიჩუმე...ორივე თავის ფიქრებში ჩაიძირა...

ლილე, უნდოდა გეგას ეკითხა რა მოხდა მაგრამ ლილეს ჩასძინებოდა... მანქანა გააჩერა და დიდხანს უყურა ჩაძინებულ გოგონას...

ვინ იცის რა დაგიშავა იმ არაკაცმა, როგორ შეიძლება ესეთი სილამაზე ტკივილისთვის გაიმეტო?

სილამაზე? მოიცა შენ რა მოგეწონა? რა მომეწონა, უბრალოდ მეცოდება არ შეიძლება ქალს ასე ატკინო გული საკუთარ თავთან იმართლა თავი გეგამ...

და მაინც შეიძლებოდა მოგეკლა იდიოტო..არა ეგ არ მოხდებოდა.შეუძლებელია...

ფიქრებიდან ლილეს ხმამ გამოარკვია..

-აქ რატომ გავჩერდით?

-შენ წარმოიდგინე არ ვიცოდი სად მიმეყვანე და გადავწყვიტე დაგლოდებოდი სანამ გაიღვიძებდი...

-ჩამეძინა, მაპატიე დავიღალე..

-მეტყვი მისამართს რომ სახლში მიგიყვანო...

-თავად წავალ.მადლობა რომ მარტო არ დამტოვე...ლილე მანქანიდან გადავიდა..

წესით გეგას შვებით უნდა ამოესუნთქა მაგრამ ვერ შეძლო...სად უშვებ სად წავა ამ ღამეს მარტო?აქვს კი წასასვლელი...

გამეტებით წვიმდა..ლილემ ფეხსაცმელები გაიხადა და ისე გაუყვა განათებულ ქუჩას, მანქანამ დიდი სიჩქარით ჩაუარა გვერდი და ტროტუარზე მიმავალი ლილე ერთიანად გაწუწა...

-ოჰ შენ რომ არ დახმარებოდი წვიმამ ვერაფერი დამაკლო მშრალი ვიყავიი..

გეგამ სრულიად გაწუწულ გოგონას გზა გადაუჭრა

-ასე ვერ დაგტოვებ, არ შეიძლია, ეს კეთილი გული ბევრ პრობლემებს ქმნის..

-ნუ სწუხხარ, დამიჯერი დღეს ამაზე მეტი არაფერი დამემართება...არც თავს დავუშავებ არაფერს გპირდები...

-იცი ეხლა როგორ მოვიქცეთ, ჩემთან წავიდეთ...

-ოჰ, რა სითამამეა...

-შენ წარმოიდგინე ჩემს გემოვნებაში საერთოდ არ ჯდები... თან ასე გაწუწულს რომ გხედავ ქველმოქმედების სურვილი უფრო მიჩდება ვიდრე სხვა რამის...

-ვინაიდან მეც იგივე აზრზე ვარ შენზე, რატომაც არა ცხელი ყავა და თბილი სახლი მომხიბვლელი წინადადება...

გეგამ ამჯობინა მშობლების სახლში წაეყვანა ლილე რადგან იქ ნინაკას მოსვლის შანსი მინიმალური იყო მშობლებიც ქალაქში არ იმყოფებოდნენ და არც მათი დაბრუნების საშიშროება იყო...მიაღწიეს სახლამდე, ლილე კართან გაშეშდა ის გაბედული გოგო სადღაც გაქრა, ინანა რომ გეგას შემოთავაზებას დათანხმდა..

გეგა მიუხვდა ლილეს ფიქრებს ხელი მოკიდა და ოთახში შემოიყვანა...

მათი თვალები პირველად შეეფეთნენ ერთმანეთ და წამში ცივად გაუშვეს ერთმანეთს ხელი...

-კარგი, ეხლა პირსახოცს და ხალათს მოგცემ შენ თავი მოიწესრიგე მე კი მაგარ ყავას გაგიკეთებ ვფიქრობ რომ უნდა მოგიხდეს...

აბაზანიდან გამოსულ ლილეს გეგა სამზარეულოში დახვდა...

ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდას მკრთალად ანათებდა ფანჯრიდან შემოსული ლამპიონების შუქი, მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავა იდგა, გეგა მაგიდის ერთ მხარეს იჯდა და ფანჯრიდან მიძინებულ ქალაქს გაჰყურებდა და იმდენ რამეზე ფიქრობდა თამამად შეიძლება ითქვას რომ არაფერზე ფიქრობდა...

-შეიძლება?ყავის სუნს გამოვყევი...ლილე გეგას მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა და ეხლა ორივე უმისამართოდ გაჰყურებდნენ მიძინებულ ქალაქს..

-აბა როგორ ხარ...

-ეხლა, უკვე ცოტა უხერხულად..

-გინდა ვისაუბროთ?

-არვიცი...

-დღეს, შეიძლებოდა მომკვდარიყავი და ამაში მე ვიქნებოდი დამნაშავე...მითხარი რომ შენ ეს ძალიათ არ გაგიკეთებია...

ლილემ თავი დახარა და ყავის ჭიქას ისე დააშტერდა თითქოს და პასუხის ამოკითხვას ცდილობსო..

-არის ადამიანის ცხოვრებაში წამი რომ იკარგება, ეშინია რომ ვერ შეძლებს, ვერ გაუძლებს, როცა ჰგონია რომ ყველაფერი დამთავრდა...

-ღირს ვინმე საკუთარ სიცოცხლედ?

- როცა იგებ რომ გღალატობენ მაშინ საღად აზროვნების უნარი აღარ შესწევს ადამიანს...

-გაჩუმდი! გეგას ხმა შეაკრთო ლილე... აღარ გაგრძელო, შენ რა პირველი ხარ თუ უკანასკნელი ვისაც უღალატეს... ადამიანს რომელსაც არ უყვარხარ და მიგატოვა სიცოცხლე უნდა შეწირო?

-მე არ მითქვამს რომ არ ვუყვარვარ და მიმატოვათქო... დღეს ნიშნობა გვქონდა...

-ეხლა მოიცა, აბა რა ღალატი?..თუ ისე ძალიან გიყვარს რომ მის გარეშე ცხოვრებაზე უარს ამბობ ღალატის პატიებასაც შეძლებ დამიჯერა..

-დამიჯერე სიკვდილი უფრო იოლია ჩემთვის ვიდრე პატიება..

- რა სიამაყეა..თუ პატიება არ შეგიძლია მაშინ არც გყვარებია...ყველა კაცი ცდება განსაკუთრებით თუ ქალი ლამაზია..

-ლამაზია..ძალიან ლამაზია..

-თუმცა, ვინც გიყვარს ის ყველაზე ლამაზია...

გეგას აღარაფერი უთქვამს სიგარეტს მოუკიდა, ლილემაც გაუაზრებლად იგივე გაიმეორა...

-როგორც ბიჭები ამბობთ ყავა და სიგარეტი სტრეს ხსნის ...

-შენ დალევა არ გიცდია...

-ვცდიდი...

გეგამ მაგიდაზე ვისკის ორი ჭიქა და გაუხსნელი ბოთლი დადგა... ჭიქა ბოლომდე გაავსო და ლილეს გაუწოდა...ოღონდ სიგარეტი არა...ტუჩთან მიტანილი სიგარეტის ღერი ხელიდან გამოართვა და საფერფლეზე დაასრისა....ლილემ ჭიქა გამოართვა და წამში გამოცალა...

-რა აკეთებ გოგონი დათვრები..

-მეც მაგას ვცდილობ...ცარიელი ჭიქა გეგას გაუწოდა...კიდევ ერთი

ლილემ იგივე გაიმეორა და ამჯერად თავად გაივსო ჭიქა..

-ჩემი ბედნიერი ცხოვრების მოგონება იყოს...ლილემ მესმე ჭიქაც ბოლომდე დაცალა და ჭიქა მაგიდაზე ხმაურიანად დადგა...

-კარგი, მგონი ცუდი აზრი იყო..მგონი სჯობს რომ შენ დაიძინო...ოთახს გაჩვენებ..ლილე უცებ წამოდგა მაგრამ წონასწორობა დაკარგა მაგიდას დაეყრდნო..

-ეხ გოგონი, მოდი დაგეხმარო.

-არა თავადაც შემიძლია...

-როგორც გენებოთ...

-არ მინდა დაძინება, აქ დავრჩები თუ ნებას მომცემ..ლილე მისაღებში მდგარ სავარჯელში ჩაჯდა... დაღლის, სამი ჭიქა ვისკიც ეყო გრძნობდა რომ სასმელი საკმაოდ მოეკიდა...

გეგამ მხოლოდ ეხლა შეხედა მის მუხლებს..

- ეს როგორ ვერ შევამჩნიე...

წამში ოთახიდან პირველადი დახმარების ყუთით დაბრუნდა და ლილეს წინ ჩაიმუხლა..

-არაფერია, სცადა ხალათით დაემალა დასისხლიანებული მუხლები ლილემ...

-რაღაც არ მახსენდება შენთვის მეკითხოს რამე..ფეხი მომეცი...

-ვშიშობ უარეს დამმართებ, ნამდვილად დარწმუნებული ხარ რომ ეს რაღაცეები ჭრილობისთვის არის?

-ცნობისთვის ამ სახლში სამი ექიმი ცხოვრობს..

გეგამ ხალათი მოაშორა მუხლებს და ჭრილობის დამუშავება დაიწყო..ძალიან გტკივა? ლილეს ახედა და მათი თავლები ისევ შეეფეთნენ ერთმანეთს...

ისევ ორივე დაიბნა და მზერა აარიდეს ერთმანეთს..

სიახლოვემ, ბრაზმა, ტკივილმა და სასმელმა მაინც თავისი ჰქნა...იქნებ შენც გაგრძნობიო ლევან ის ტკივილი, იქნებ მერე აღარ გაგიჩნდეს სურვილი ითხოვო ჩემგან პატიება...

-ესეც ასე, გადარჩები... თავი მაღლა ასწია და ლილეს თბილად გაუღიმა...

ლილე კი პასუხად წამში მის ტუჩებს დაეწაფა...გეგა წამით აჰყვა ვნებას მაგრამ მალევე მოეგო გონს... და ქალის ტუჩებს ტუჩები მოაშორა...

-არგინდა..

- იქნებ მინდა...

-ლილე, ნუ გაკეთებ იმას რასაც ხვალ ინანებ...

-ან შენ ინანებ, თუ რათქმაუნა ...

–რა თუ... ნუ მიწვევ შენ დაზარალდები...

- კარგი, მითხარი სად იქნება ჩემი ოთახი, მეშინია არ გამოგიწვიო...

ლილე ფეხზე წამოდგა და მაცდურად გაუღიმა გეგას ..

-როგორც იტყვი..თავად გაჩვენებ საწოლს..

გეგამ ცალი ხელი ლილეს წელზე მოხვია და წამში ხელში აიტაცა ...

მიუხედავად იმისა რომ უკვე სინანული გვიან იყო ღამე აუცილებლად დამთავრდება და ორივე მათგანი ინანებს რა მნიშვნელობა აქვს ვინ მეტად და ვინ ნაკლებად...

ფანჯარასთან მდგარი გეგა თვალს ვერ აშორებდა მის საწოლში მწოლიარე ნახევრად შიშველ ქალს...

კითხვის ნიშანივით მოხრილიყო საწოლის კუთხეში.შავი ხვეული თმები საწოლიდან გადმოშლოდა და იატაკს ედებოდა, გეგა მის სახეს ვერ ხედავდა მაგრამ მისი ყოველი ამოსუნთქვა გულს უჩერებდა, უხმოდ უყურებდა ქალს რომელსაც დილით არც კი იცნობდა და ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა ამ წამს...

პირველად ნანობდა რომ რამოდენიმე წუთის წინ ის გოგონა მის მკლავებში იწვა, თავს დამნაშავედ გრძნობდა რადგანაც იცოდა თუ როგორ ტკიოდა ეხლა მას გული...ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და საწოლის კუთხეში ჩამოჯდა...

-კარგად ხარ?

-ოდესმე შენთვის უღალატიათ?

-იმადი მაქვს არა...

-შენ?

-არ ვიცი რამდენად შეიძლება ღალატი ეწოდოს...

-მაშინ ვერ მიხვდები რამდენად სულელულია შენს მიერ დასმული კითხვა ...


ქალმა თვალები დახუჭა და ზეწარზე ცრემლის ერთი წვეთი დაეცა..

-არა არ ვარ კარგად და ალბათ არც არასდროს ვიქნები...ლილემ ხელების ფათურით ბალიში იპოვა და სახეზე დაიფარა...

-მაპატიე ...

-დავიძინო მინდა...

-კარგი, გინდა გავიდე?

-გთხოვ...

–თუ რამე დაგჭირდება....

-არაფერი დამჭირდება...არ აცადა სიტყვის დასრულება ლილემ..

გეგამ კარი გაიხურა თუ არა ლილემ მაშინვე ცრემლებს გზა მისცა, სძულდა საკუთარი თავი, შურისძიებამ ვერ გააბედნიერა, ეხლა მისი საქციელი უფრო ტკიოდა ვიდრე ღალატი..დაღლილს მალე ჩაეძინა მაგრამ არ უძინია იმ დღეს გეგას თვალწინ სულ ლილე ედგა..მე მას უნდა დავხმარებოდი.ეხლა რა გამოდის რომ მისი ცუდად ყოფნით ვისარგებლე?რაზე ფიქრობდი? ფიქრებში თავზე დაათენდა კიდეც...

სასწრაფო წესით აბაზანას მიაშურა, შხაპმა კარგ ხასიათზე დააყენა ოთახში ფეხაკრებით შეიპარა ნივთების ასაღებად უნდოდა ლილე არ გაეღვიძებინა მაგრამ მას უკვე ეღვიძა..გეგას დანახვაზე პლედი სახეზე გადაიფარა...

-დილამშვიდობის...

პასუხად კი დუმილი მიიღო...

მასთან მივიდა და სახიდან პლედი ჩამოხსნა...

-როდემდე აპირებ დამალვას..

-გააჩნია რამდეხანს იქნები ოთახში...

-მერე, სულ ამ ოთახში დარჩები?

-არა, ავდგები და ფანჯრიდან გადავხტები..

-არ გაგიმართლა, დაბალზე ვართ არაფერი დაგემართება...ხო მართლა კარადაში სუფთა პირსახოცებია, ეხლა კი ადექი შხაპი მიიღე და ერთად ვისაუზმოთ..მე კი სამზარეულოში დაგელოდები....გეგამ ნივთები აიღო და ოთახიდან გავიდაა..

ლილე უსიტყვოდ დაემორჩილა გეგას მოთხოვნას წყალმა ცოტა ენერგიაც შემატა...კარადიდან გეგას მაისური აიღო სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა და ის იყო უნდა გასულიყო რომ მისი ყურადღება სურათმა მიიპყრო, სურათიდან ძალიან ბედნიერი წყვილი უმზერდა და ერთ ერთი სწორედ გეგა იყოოო...

"კიდევ ერთი მოღალატე" ეხლა გამისტუმრებს და ხვალ მას გაუღიმებს ვითომ მე არც ვყოფილვარ და არც არავისთვის უღალატია.. აბა შენ რა გეგონა პატარა გოგო, ეხლა ხომ დარწმუნდი რომ არავის, არავის შეუძლია ერთგულება...სხვას როგორ განსჯი როცა თავადაც ვერ შეძელი..

გეგა საუზმე მისაღებ ოთახში გაეშალა...

-ოხ, ეს ლოდინი მკავს..ყავა თუ ჩაი?

-ყავა ..

-კარგი თქვენ დაბრძანდით ეხლავე მოგართმევთ...ისე ჩემი მაისურიდან მშვენიერი სარაფანი გამოგივიდა..

-ნუ დამცინი...

-შენ რა გაიბუტე? გეგამ გაუცნობიერებლად გულში ჩაიკრა...ლილე გაშეშებული იდგა ვერ ხვდებოდა როგორ მოქცეულიყოო...ვერც შორდებოდა და არც უნდოდა რომ ამ ბიჭს მისთვის ხელი გაეშვა მის მკლავებში რამდენადაც გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო თავი მშვიდა იგრძნო..თვალები დახუჭა თუ არა გასული ღამე გაახსენდა, გეგა ცივად მოიშორა და სავარძელში ჩაჯდა..

გეგას არაფერი უთქვამს სამზარეულოში გავიდა..მე რა გავგიჟდი რატომ მიდგას თვალწინს ეს გოგო სულ..ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა ნინაკა იყო ...ფუ, შენი გეგამ ეხლა აღმოჩინა რომ წყალს ჭიქაში კი არა სამზარეულოს მაგიდაზე ასხამდა... ტელეფონი გამორთო და მაგიდის ამშრალება დაიწყო..

ყავა მაგიდაზე დადგა და ისევ გააპარა მზერა ლილესკენ რომელიც ნატკენ მუხლებს დაშტერებოდა და სულაც არ გაუგია როგორ შევიდა გეგა ოთახში..

- სანამ ყავა ცხელია შენს მუხლებს მივხედოთ...ისევ ჩაიმუხლო გეგა ლილეს ფეხებთან ლილე შეკრთა და სასწრაფოდ ფეხზე წამოხტა...

-გთხოვ არ შემეხო..

გეგას თითქოს ცივი წყალი გადასხესო წამოდგა და ლილეს სახე საკუთარ ხელებში მოიქცია..."მაპატიე, ჯობდა გუშინ სხვაგვარად მოვქცეულიყავი ვალდებულიც ვიყავი...ვერ გეტყვი ეს ღამე დაივიწყეთქო რადგანაც ვიცი რომ შეუძლებელია როგორც შენთვის ასევე ჩემთვისაც...მაგრამ შეგვიძლია შევძლოთ, ტკივილი არ მოგვაყენოს."

-ნეტა შემეძლოს დავიწყება...უნდა წავიდეე...

-კარგი წავიყვან..

-არ არის საჭირო ტაქსი გამომიძახე თუ შეგიძლია...


კარზე ზარის ხმა გაისმა...იმედია ნინაკა არ არის, მისი სკანდალების თავი არ მაქვს გთხოვ შენ იყავი ძმაო...

-გეგა ვინ არის?ხმა აუკანკალდა ლილეს...

-ჩემი მეგობარი იქნება, ეხლავე გავაღებ...

-არა გთხოვ, არ გააღო...

-დამიჯერე, არავის ველოდები ისეთს ვისგანაც შენი დამალვა მომიწევს...

-ვითომ სახლში არ ხარ....

-პირველი ასე ადვილად ვერ მოვატყუებ ისიც კარგი დამპალია და მეორე აქაც თუ ვერ მიპოვის შეყრის მთელ ქალაქს, თან გუშინ გავაბრაზე და ლექციას თუ არ წამიკითხავს ისე აქედან ფეხს არ მოიცვლის...

-მე ოთახში ვიქნები...

-თუ დამალვა გირჩევნია რა გაეწყობა...

გეგა არ შემცდარა კარზე სწორედ რომ სანდრო იყოო..არც მისალმებია გეგას კარებში ფეხი შემოდგა თუ არა საყვედურებით შეამკო მეგობარი...

-რატომ გქონდა გუშინ ტელეფონი გამორთული?ხომ გითხარი დაგერეკა?სახლშიც მივედი არ დამხვდი აქ გამოქცევა ახალია?ცალკე ნინაკამ შეჭამა ტვინი..ის ძალიან მაფიქრებთ ნამდვილად ისევ გიყვართ ერთმანეთი?შენ რა მარტო არ ხარ?

-შენ წარმოიდგინე არა...

-იაჩკა სახლშია ვნახო მივესალმო?მე წასული მეგონა..

-არ ია არ არის სახლში, მაგრამ არც მარტო ვარ...

-ოჰო, ეს რაღაც ახალია?ეგ შენი სტილი არა ძმაო...და არ უნდა გეთქვა? რამდენი სისულელე ვთქვი...

-მაცადე?

-ჰა, ვინა მე ვიცნობ? როგორია?

-მოკეტე..

-მოყევი.

-არასოდეს...ცუდი არაფერი თქვა ყველაფერი ისე არა როგორც შენმა ბინძურმა გონებამ წარმოიდგინა...ეხლა კი წადი...

-კარგი, მაგრამ ნინაკას რა ვუთხრა ისე რომ არ დაგწვა...

-უთხარი რომ არ ვერ მიპოვე, რომ სახლში არ ვარ, ინერვიულოს დაიმსახურა...

გეგამ ფაქტიურად მეგობარი სახლიდან გაგდო და კარი ცხვირწინ მიუხურა...

იმედია ლილეს არ გაუგონია ჩვენი საუბარი...

-შეგიძლია გამოხვიდე...სიმშვიდეა...

თუმცა ლილე არ ჩანდა...კარი შეაღო, მაგრამ ლილე არასად ჩანდა....

არ არსებობს, შენ რა ფანჯრიდან გაიპარე?მგონი მართლა გიჟია ეს გოგო...

ეხლა სად ვეძებო?ღმერთო რა შარში ვარ...აჰა, ესეც ცხოვრების შეცვლა ბატონო, პრობლემები, გართობა და ადრენალინი აწი ნახე...ტუქსავდა საკუთარ თავს გეგა და ოთახში ნერვიულად გადიგამოდიოდა...შემოსასვლეში ჩამოკიდებულ ხელჩანთას მოჰკრა თვალი, სულელი თავად დაბრუნდება კმაყოფილმა მაცდურად გაიღიმა, უკვე გაყინული ყავა ერთიანად დალია და სავარძელში კმაყოფილი გაიშალა..ეხლა კი ძილის დროა...


ხო გეგა არ შემცდარა ლილე მართლა ფანჯრიდან გაიპარა..გაიპარა მაგრამ არ იცოდი სად უნდა წასულიყო, სახლში დაბრუნება არ უნდოდა დედა ათას კითხვას დაუსვამდა რატომ არ წავიდა? რა მოხდა? წარმოიდგინა როგორ მოატყუებდა მშობლებს მერე ისიც წარმოიდგინა როგორ ამბობს სიმართლეს და ფიქრმაც კი შეაშინა...ანიკა, მხოლოდ ის თუ მიშველის, არც მას ექნება მშვიდი რეაქცია მაგრამ დედაჩემისას აჯობებს... ის იყო ტაქსი უნდა გააეჩერებინა რომ ჩანთა გაახსენდა, გახსენდა რომ სიჩქარეში სულ არ უფიქრია ჩანთაზე, სკვერში ჯერ კიდევს სველ სკამზე ჩამოჯდა ტელეფონი ჩართო უნდოდა ანიკასთვის დაერეკა მაგრამ როდესაც ლევანის 77 ზარი და დახლოებით მაგდენივე ესემესი დახვდა გადაიფიქრა, გამბედაობა მოიკრიბა და ლევანთან დარეკა...

-ლილე...პირველად შეაშინა ლილე ლევანის ხმამ, ეს არ გავდა ხმას რომელიც ლილეს ბოლო ხუთი წლის მანძილზე ესმოდა...ის დინჯი თავდაჯერებული და სერიოზული ბიჭი სადღაც გამქრალიყო...

-შენთან საუბარი მინდა...

-ღმერთო მადლობა, შენ კარგად ხარ სად და როგორ ხარ??

-არ ვიცი სადღაც სკვერში...

-სადმე თბილი ადგილი იპოვე, დაჯექი და იქ დამელოდე...და მეც ახლავე მოვალ

-სკვერის წინ პატარა კაფეა "CAFFEE, TEA AND BOOKS...

ზუსტად ნახევარ საათში ლევანი დათქმულ ადგილას იყო მერე ბართან მივიდა ლილეს არ ესმოდა რაზე საუბრობდნენ მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო..ზუსტად ათ წუთში კაფეში მხოლოდ ლილე და ლევანი დარჩნენ...


-როგორ ხარ?

-შენი აზრით...

-ლილე, მისმინე, ვიცი რომ გიჭირს, ვიცი რომ არ ვიმსახურებ პატიებას, ვნანობ ჩემს დანაშაულს, არც იმას ვამბობ რომ ვინმემ რამე დამაძალა, დღესაც არ ვიცი რა დამემართა..წამიერი სისუტე გამოვიჩინე, გთხოვ, შანსი მომეცი რომ ჩემი დანაშაული გამოვასწოროო...

-გუშინ რაღაც გავაკეთე, .მინდოდა შენ დამესაჯე..

-ლილე რის თქმას აპირებ?

-მინდოდა შენც გეგრძნო რა ტკივილია როცა გღალატობენ...გინდა გავაგრძელო?გაინტერესებს სად ვიყავი ან რას ვაკეთებდი გუშინ?დამიჯერე არ არის კარგი მოსასმენი, მე წავედი, შენ კი დარჩი შენს სინდისთან ... ლილე სკამიდან წამოდგა და წავიდა...

-იტყუები... გინდა რომ გამამწარო, შენ არ შეგეძლო, ვერ გააკეთებდი...

-არ ვიტყუები ლევან, ვერ შევძელი შენგან მოყენებულ ტკივილს მოვრეოდი, სიკვდილი მინდოდა მაგრამ ვერც ეგ შევძელი...

- გაჩუმდი..

- ისე გავჩუმდე როგორც შენ გაჩუმდი?მოგატყუო რომ გუშინ ... სიტყვის დასრულება ვერ შეძლო ლილემ რომ ტკივილისგან თვალს დაუბნელდა დაეცემოდა რომ მაგიდას რომ არ დაეკავებინა, ტუჩის კუთხიდან სისხლმა იფეთქა...თავი ასწია და ცრემლიანი თვალები ლევანს გაუსწორა, ლევანმა უკან დაიხია..

-ეს რა გამაკეთებინე...

ლილეს ისე რომ თვალები არ დაუხრია მიუახლოდა და მეორე ლოყა მიუშვირა...

-ეს სილა მიპატიებია, იმიტომ რომ მე ეგ დავიმსახურე....ეხლა ისე ძალიან მტკივა ეს ტკივილი და შეურაწყოფა რა მოსატანია, არც ბედნიერი ვარ ჩემი საქციელით, ვნანობ, მთელი არსებით ვნანობ, საკუთარი თავიც შევიძულე, აი შენს წინ თავდახრილი ვდგავარ და პატიებას გთხოვ, შენ კი თუ ოდესმე ჩათვლი რომ შეგიძლია მაპატიო ეს ღალატი მაშინ შენც მთხოვე შენი ღალატისთვის პატიება თუ არადა ორივე დავრჩეთ ჩვენ, ჩვენს ტკივილთან, შეცდომასთან მარტო...

-ეს არ უნდა გაგეკეთებია, ეს არ უნდა გაგეკეთებია...

-ვიცი“ეხლა თუ გაინტერესებს შურისძიებამ შვება მომგვარა თუ არა? გეტყვი რომ არა...ღალატზე მეტად ეხლა ჩემი საქციელი მკლავს ..დამცირებული და თავდახრილი მაინც მე ვარ.. ეხლა კი გამიშვი ჩემი გზით..

-მოვკლავ, გეფიცები მოვკლავ...

-არ გაბედო, თუ არ გინდა რომ ყველამ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი გაიგონ...შენ ამ საღამოს გაფრინდები რათქმაუნდა ჩემს გარეშე, ყველას წასულები ვეგონებით, როცა დაბრუნდები ისე დავშორდებით რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს, არ მინდა ჩვენს საყვარელ ადამიანებს გული ეტკინოთ...

-მაგაზე გუშინ რატომ არ იფიქრე?

-ალბათ იგივ მიზეზით რა მიზეზითაც შენ არ იფიქრე სამი თვის წინ..

-სად წახვალ?ბრაზის მიუხედავად ლევანს არ შეძლო ლილეს ასეთ გაურკვევლობაში დატოვება...

-ნუ გეშინია თავს არაფერს დავუშავებ მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი უშენოდ როგორ ვიარსებო, არვიცი როგორია ცხოვრება სადაც შენ არ ხარ რადგან არაფერია ჩემს ცხოვრებასი რაც შენ არ გიკავშირდება...ბავშვობიდან დღემდე მხოლოდ შენ ხარ...არც კი ვიცი თუ შენს იქეთ ცხოვრება არსებობს...

მშვიდობით ლევან !!!

მაგიდიდან სალფეთქი აიღო ლილემ ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ბარი..


წვიმა ისევ ასველებდა ქუჩებს...

ეხლა სად აპირებ წასვლას სულელო გოგო...ჩანთაც გეგასთან დატოვე...სასტუმროშიც ვერ მიხვალ..გილოცავ "უშეყვარებულოსთან" ერთად "უსახლკაროც" გახდი... სკვერში სკამის კუთეში ჩამოჯდა ისე მშვიდად თითქოს იქეთ ასველებდა წვიმას...

გეგას კი უკვე გაღვიძებოდა საათს დახედა და ანერვიულდა ... რატომ არ დაბრუნდა? მერე თავში რაღაც ფიქრმა გაუელვა მაგრამ მაშინვე უარყო..არა არ შეიძლება სხვის ნივთებში რა უფლებით ჩავძვრე? მაგრამ იქნებ ჩემი დახმარება სჭირდება...ბევრი აღარ უფიქრია ჩანთა გახსნა ...

მთავარია გვარი გავიგო მერე მისი ნომრის პოვნაც არ გამიჭირდება...

გეგონა ვერ გიპოვნიდი ჩაილაპარაკა კმაყოფილმა, იმედია ტელეფონი ჩართე..

პატარა ბავშვივით გაუხარდა როცა ტელეფონში ლილეს ნაზი და მოწყენილი ხმა გაისმა...

-გისმენთ..

-ლილე..

-დიახ..

-გეგონა ასე უბრალოდ გაიპარებოდი?

-გეგა ჩემი ნომერი როგორ გაიგე..ვერც კი მიხვდა რატომ გაახარა გეგას ხმის გაგონებამ...

-დაიკიდე, შენ ის მითხარი ეხლა სად და როგორ ხარ?

-კარგად...

-რატომღაც შენი ხმა სულ სხვას ამბობს.სად ხარ უნდა გნახო...


-და იქნებ სურვილი არ მაქვს..

-არც მე მაქვს დიდი სურვილი უბრალოდ რაღაც მაქვს რაც შენ გეკუთვნის და მინდა დაგიბრუნო...ასე რომ მითხარი ბევრი საუბრის გარეშე შენი მისამართი...

-აქვე, სკვერში...

-ამ წვიმაში?

-მართლა? მე ვერ შევამჩნიე...

-კარგი არსად წახვიდე დამელოდე ხუთ წუთში მანდ ვარ..

ლილემ ტელეფონი გათიშა და თავისთვის ჩაილაპარაკა.."ო, რას ამბობ თითქოს სადმე მქონდეს წასასვლელი"

გეგამ მანქანის გასაღები და ლილეს ჩანთა აიღო ის იყო კარი უნდა გაეღო ზარი დარეკეს... კართან ნინაკა იდგა ჩანთა კარს უკან მომალა...

-ნინაკა შენ?

-და სხვას ელოდი ვინმეს?ასე იდგები სახლში არ შემომიშვებ?

-არა არავის, უბრალოდ გავდივარ..

-გირეკავ და არ მაგონებ, ჯერ ვილაპარაკებთ და მერე წახვალ..

-ვილაპარაკებთ აუცილებლად მაგრამ ეხლა არააა, გთხოვ, მართალა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს..

-ჩემზე მეტი მნიშვნელოვანი? ჩვენს სიყვარულზე მეტი მნიშვნელოვანი?

-ნინაკა...

-სხვა გყავს?

-საიდან მოიტანე?

-დაიმახსოვრე, ვერავის გამო ვერ მიმატოვებ...

-არა არავის გამო არ დაგტოვებ, ჩვენ თუ დავშორდებით მხოლოდ შენს გამო დავშორდებით...

-აი, ამ სიტყვებს იმ დღეს გაგახსენებ როცა ამ დღეს ინანებ და ჩემთან მოხვალ...ნინაკას მეტი არაფერი უთქვამს ჩქარი ნაბიჯით გაეცალა გეგას...

წვიმისგან გაგწუწული ლილე ისევ სკვერში სკამის კუთხეში ჩამომჯდარიყო სახე ხელებში ჩაეგო, გეგას მისვლა ვერც კი შეამჩნია..

-ლილე..

გეგას ხმაზე შეკრთა თავი მაღლა ასწია და ბავშვურად გაუღიმა...წამით ლილეს სახეზე ტკივილი სიხარულმა შეცვალა.გული აუჩქარდა მართალა მოვიდა გაიფიქრა და ძლივს შეიკავა თავი რომ გეგას არ მოხვეოდა...ამ დროს იმდენად არაბუნებრივად ლამაზი იყო გეგა სულ არია...

ორი დღის მანძილზე პირველად ნახა ლილეს ღიმილი...

რა ლამაზია, მზეს გავს.."მზე გოგო ლილე"...უნდოდა უმარავი თბილის სიტყვა ეთქვა უნდოდა ეთქვა რომ მზეს გავს როცა იღიმის მაგრამ გონებამ სულ სხვა უკარნახა...

-შენ რა გაგიჟდი? რატომ ზიხარ აქ წვიმაში?

-მომწონს...ლილეს სახეზე ისევ დარი ავდარმა ჩაანაცვლა, სადღაც დაიკარგა ის მზე წამის წინ რომ კიაფობდა ლილეს თავლებში....გეგას სახე მოარიდა..

-შემომხედე!

-არ მინდა...

-შემომხედე..გეგას ხმის ტონი წამში შეიცვალა, ლილემ უხმოდ გაუსწორა მზერა..

-სახეზე რა გჭირს?

-არაფერი..

-ადექი, ეხლავე სახლში წაგიყვან..

-არ შემიძლია..

-რატომ?

-იმიტომ რომ ღამის ორ საათზე აეროპორტში უნდა ვიყო, და საქმროსთან ერთად სამოგზაუროდ უნდა წავიდე..

-შენ მე გამაგიჟებ, ეხლა დაჯექი და ყველაფერი ადამიანურად ამისხსენი..

გეგა უხმოდ კითხვევის გარეშე ისმენდა ამბავს რომელიც უკვე მისი ცხოვრების ნაწილიც გახდა, ამბავს რომელიც უკვე მასაც ეხებოდა, წინ ეჯდა გოგონა რომელსაც დახმარების მაგივრად პირიქით პრობლემები დაუმატა...ხვდებოდა რომ ის რომ არ გამოჩენილიყო ლილეს ცხოვრებაში ლილეს პრობლემა მოგვარდებოდა იოლად, ის აპატიებდა ლევანს და ბედნიერად იცხოვრებდნენ ეხლა კი ლილე ვერ შეძლებდა მშვიდად ცხოვრებას...გრძნობდა როგორ ნანობად ლილე შურისძიებას და გეგას მკლავებში გათენებულ ღამეს...კარგად ესმოდა რომ ლილეს ცხოვრებიდან წასვლა ყველაზე სწორი საქციელი იქნებოდა...გონება ყველაფერს ხვდებოდა მაგრამ გული არ აძლევდა წასვლის ნებას...

ლილემ ამბის მოყოლა დასრულა და ღრმად ამოისუნთქა ...

ლილეც ხვდებოდა რომ გეგასთან სიახლოვე მას სიკეთეს ვერ მოუტანდა მაგრამ არც მას შესწევდა წასვლის ძალა, იმედს უცნობ ადამიანში ეძებდა რომელიც ამწამს მისთვის დიდი პრობლემა უფრო იყო..


დუმილი გეგამ დარღვია...

-რას აპირებ?წახვალ მათან ერთად?

-არ შემიძლია..ვერ დავივიწყებ ვერც მის და ვერც ჩემ ღალატს..

-კარგი, მაშინ რომელიმე დაქალს დაურეკე, მასთან დარჩი ეს ათი დღე მერე ისიც დაბრუნდება შენც დამშვიდდები და ერთად გადაწყვეტს რას მოუხერხებთ თქვენს ცხოვრებას...

-არა, მარტო არცერთი არ ცხოვრობს და თუ რომელიმესთან მივალ ამას ჩემი ოჯახიც გაიგებს, სადმე სასტუმროში დავრჩები ეხლა არ შემიძლია ვინმეს რამე აუხსნა...და არც მგონია რომ როდესმე შევძლებ ვისაუბრო ვინმესთან ჩემს სულელურ საქციელზე...

-ჩემთან წამოდი..ვერც კი გააცნობიერა გეგამ საკუთარი სიტყვები

-რასამბობ? გაკვირვებული და ამავდროულად ბრაზით სავსე თავლები შეანათა გეგას..

-მოიცა მოიცა, რა სიბრაზეა..ვიცი, გუშინდელ ღამეს ვერ დაგავიწყებ ვერც მე დავივიწყებ, არ ხარ ისეთი გოგო კაცმა შენი დავიწყება მოინდომოს...მაგრამ მომეცი უფლება რომ დაგეხმარო..მომეცი შანსი რომ ჩემი დანაშაული მცირედით მაინც გამოვისყიდოო...

-შენ არაფერი დაგიშავებია, მე მოვინდომე... ლილე ცდილობდა ფართოდ გაეხილა თვალები ცრემლი რომ არ ეჩვენებია გეგასთვის მაგრამ ვერ შეძლო, ხმა აუკანკალდა გაჩუმდა და თავი დახარა...

-ნუ მამართლებ მე მეტი მომეთხოვებოდა, თუმცა გეთანხმები შენი სილამაზის ბრალია ყველაფერი.... მაცდურები ხართ ეს ქალები...

-რომელ მაცდურობაზეა საუბარი შემომხედე, ნახე რა მდგომარეობაში ვარ...

-გიყურებ და ვბრაზდები...იქნებ მორჩე საკუთარი თავის შეცოდებას..

-სხვა გზა დამრჩა?

- კი, ეხლა მე და შენ ჩემს აგარაკზე წავალ, შენ თუ მთხოვ შემიძლია მარტო დაგტოვო და თვალით არ დაგენახო ..მთავარია ვიცოდე სად და როგორ იქნები თანახმა ხარ?

-არ შემიძლია, საკმარისად ავრიე ჩემი ცხოვრება რა უფლება მაქვს შენც იგივე გაგიკეთო?..ბრაზით დაბრმავებულმა სწორედ ისეთად ვიქეცი ვინც მე ცხოვრება დამინგრია...იმის გამო რომ შენს ცხოვრებაზე არაფერი ვიცოდი შენც მოღალატედ გაქციე, ვნანობ და მართლა ბოდიშს ვიხდი მის წინაშე, შეწყვიტე ჩემზე ზრუნვა, გამიშვი დამივიწყე თითქოს და არც ვიყავი.

სინდისმაც რომ შეგაწუხოს მაინც არ უთხრა, დამიჯერე ძნელი გადასატანია როცა გღალატობენ..


-დამთავრე...

-კი...

-და იმას თუ ხვდები ეხლა რამდენი სისულელე თქვი ერთად..

-ძალიან ლამაზია..სიყვარულით სავსე თვალები აქვს, ასეთი თვალები მხოლოდ შეყვარებულ ადამიანებს აქვთ...

-ვინ? გეგა სულ აირია, ვერაფერი გაიგოო.. ლილეს სოციალურ ქსელებში არ შეძლო ენახა ნინაკას ფოტოები რომ გაეგო..

-გოგონა რომელიც ფოტოზე იყო შენს ოთახში...

-კი ნამდვილად ლამაზია და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი გოგოა ჩემს ცხოვრებაში, ჯერჯერობით მასზე მნიშვნელოვანი არავინ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში..ისე საინტერესოა შენ მოეწონებოდი თუ არა? გეგა ღიმილს თავს ვერ უყრიდა?

-ძალიანაც კარგი...ბედნიერი უნდა იყო...

-ნამდვილად ბედნიერება როცა ისეთი და გყავს როგორიც მაშოა..

-რა?

-ხო ჩემო ძვირფასო ფოტოზე ჩემი ერთადერთი და მაშო გახლავს რომელიც ამწუთას ლონდონში სწავლობს და ერთი სული მაქვს ერთი თვე როდის გავა რომ სახლში დაგვიბრუნდეს...

-მაპატიე, მე მეგონა ...

-დღეს მერამდენე ბოდიშია აღარ მომწონხარ...ისე სიმართლე თუ გაინტერესებს როგორც მომავალ მეგობარს შეყვარებული მყავს, თუმცა არც ისე რომანტიული და ბედნიერებით აღასვსეა ამჟამად ჩვენი ურთიერთობა, თუმცა შენ მაგაში ნამდვილად არანაირი ბრალი არ მიგიძღვის...

-ცუდია, იმედია ყველაფერი გამოსწორდება..

-შენს შესახებს თუ გაიგებს მეეჭვება..

-გთხოვ ასე ნუ მექცევი...

-კარგი მაპატიე.. იმედია ყველაფერი გამოსწორდება, ეხლა კი წამოდი თორემ სულ დავსველდით, გავცივდები და მოგიწევს მომიაროო...

-რასამბობ გამოსაცვლელი იმდენი მაქვს შენ უბრალოდ არჩევაში დამეხმარეე...

-მაგ ამბავს ვუშველით შენ უბრალოდ მითხარი იღებ ჩემს წინადადებას?

-არც ისე დიდი არჩევანი მაქვს..

-წავედით, წინ შორი გზა გვაქვს ჯერ მაღაზიაში წავიდეთ ასე სველს მე შენ მანქანაში არ ჩაგსვავ...

-მანქანა როგორ გირჩევნია ჩემს თავს ბოლოს და ბოლოს მე ხომ ადამიანი ვარ...

-ნუ წუწუნებ, შენს გამო მეც დავსველდი, თან მანქანა სწორედ რაღაც მაღაზიის წინ გავჩერე, მართალია მაღაზია საბავშვოა მაგრამ ვფიქრობ რამეს ავარჩევთ ...

-ხო პატარებს ეგ პლუსი ნამდვილად გვაქვს...

მთელი საათი არჩევდნენ სამოს .. ლილე ისე კარგად გაერთო რომ წამით დავიწყდა კიდეც საკუთარი პრობლემები, ლაღად პოზირებდა გეგას წინაშე სხვადასხვა სამოსით, რაც ლილეს მოსწონდა გეგა უწუნებდა ჩხუბობდნენ, იცინოდნენ და თავს ორივე ბედნიერად გრძნობდნენ..

შებინდებული იყო როცა აგარაკზე ჩავიდნენ

-ძალიან ლამაზია, ვგრძნობ რომ აქ ძალიან მომეწონება ...ძალიან პოზიტიური და მყუდრო გარემოა ..ემოცია ვერ დამალა ლილემ

-ნამდვილად ძალიან პოზიტიური ადამიანის წყალობით არის ეს სახლი ასეთი მიმზიდველი...

-იმედია ეხლა შენს თავს არ იქნებ..

-არა, მოიცა მე რას მიწუნებ?

-არც არაფერს, მაგრამ აღიარე რომ არც ეგეთი მაგარი ხარ ეს სილამაზე შეგექმნა...

-კარგი ვაღიარებ...ეხლა მოვწესრიგდეთ მერე კი სადმე წავიდეთ თორემ უკვე საშინლად მშია...

-შენ რა წასვლას არ აპირებ?

-საკუთარ სახლში ერთ ღამეს არ გამათევინებ?შენ რა მართლა მაგდებ?

-ეხლა თავს მაცოდება...

-შენზე ვზრუნავ ხომ უნდა გაგაცნო გარემო, მარტო რომ არ გაგიჭირდეს.თან ამ ღამეს მე თბილისში დამბრუნებელი ნამდვილად არ ვარ...

-მხოლოდ დღეს

-კარგი ეხლა კი მოწესრიგდი ძალიან მშია..

-სად მივდივართ? როგორ ჩავიცვა?

-რაც გაგიხარდეს, ყველაფერი გიხდება...


ლილეს ეშმაკურად ჩაეღიმა გეგასთვის არაფერი უთქვამს ოთახიდან გავიდა წამში შემოირბინა ყველა ოთახი და სახლიც საგულდაგულოდ შეათვალიერა...

"ყველაფერი გიხდება" ეს რა იყო ვითომ? რა თხუთმეტი წლის ბიჭივით ფლირტაობ საკუთარ თავს გაუჯავრდა გეგა და საკუთარ ოთახს მიაშურა...გაუჯავრდა საკუთარ თავს მაგრამ მაინც ძალიან მოინდომა, თავს არ უტყდებოდა მაგრამ უნდოდა რომ ლილეს მოსწონებოდა...

ოთახიდან გასულს ლილე უკვე აივანზე დახვდა უმისამართოდ გაჰყურებდა ჰორიზონტს ვერც კი გაიგო გეგას მისვლა...

-მეგონა მხოლოდ ლეგენდის თანახმად ასებობდა გოგო რომელსაც შეეძლო მომზადება მართლა ათ წუთში..

ლილე გეგას ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან თავი ასწია და მზერა სწორედ გეგას თვალებთან შეაჩერა, წამში იგრძნო რომ შერცხვა, ლოყები აეწვა, დაიბნა და თავი ისევ დახარა...

"ეს რა გამოცვალეს თუ სულ ასეთი ლამაზი იყო" ისევ შემოესიენ ფიქრები გონებას ჭინკებივით....

გეგას ლილეს დაბნევა არ გამოპარვია, სცადა არ შეემჩნია მაგრამ ტუჩის კუთხეში მაინც შემოეპარა ღიმილი...

ივახშმეს შემდეგ კი გვიანობამდე ისეირნეს განათებულ ქუჩებში..

-ლილე დავბრუნდეთ, თორემ ისევ წვიმას აპირებ..

-არა არ იწვიმებს...ცოტახანს კიდევ ვიყოთ...

-ნახე იწვიმებს ზუსტად 12 საათზე..

-ნახე ცაზე რამდენი ვარსკვლავია...

-არადა რა ფეხბურთი გავმაზე...

-რა? მატყუარა, იწვიმებს არაა...

-მე რამე ვთქვი?

ლილემ საათს დახედა, კარგი წავიდეთ, თუ არ ვიჩქარებთ ვერ მივუსწრებთ მატჩს...

სახლში დაბრუნებულებმა საკუთარ ოთახებს მიაშურეს ლილეს ფეხბურთის ყურების იდია დიდად არ ხიბლავდა ამიტომ დაძინება ამჯობინა..დაღლილს მალე წაართვა ძილმა თავი თუმცა კარზე კაკუნის ხმამ მოაფხიზლა..

-შეიძლება?

-გეგა

-შემომიშვებ?ჩემს ოთახში ტელევიზორი ვერ ჩავრთე და ტელეფონშიი მუღამი არ აქვს..

-შენ რა გინდა ეხლა მე დამსაჯო და ფეხბურთს მაყურებინო?

-ოთახს გაგიცვლი

-კარგი ჯანდაბას შემოდი...

ლილე საწოლზე წამოჯდა და გეგასაც ანიშნა დამჯდარიყო...

გეგასაც ბევრი არ უფიქრია ტელევიზორი ჩართო და ლილეს გვერდზე მოუჯდა...ჯერ კიდევ საინფორმაციო გადიოდა, ნაცნობი ხმა ტელევიზორიდან მოესმა, არ მოჩვენებია ეს ლევანის ხმა იყო, გეგას პულტი წართვა და თვალის დახამხამებაში სხვა არხზე გადართო.."აქაც შენ უნდა გხედავდე"

-ვინ არის?

ლილე მხოლოდ ეხლა მიხვდა რომ ამწამს შეურაცხადივით მოიქცა...

-ჩემი ყველა პრობლემის სულის ჩამდგმელი..

-შენი საქმრო პოლიტიკოსი ლევან დვალია?.

ლილემ თახმობის ნიშნად თავი დახარა..

-ანუ გამოდის რომ ცნობილი პარლამეტარის საცოლეთან ერთად ვსეირნობდი მე ქუჩაში და ძალიან ჩვეულებრივად შეეძლო ვინმეს ჩვენთვის ფოტოები გადაეღოთ...

-არა მარტო საცოლესთან პარლამენტარის შვილთანაც, დაიკიდე, მივეჩვიე, ასე იოლი არ არის ჩემი გამოჭერა...

-დროა ვეძებო პოლიტიკური თავშესაფარი ..

-ერთად მოგვიწევს...

"ერთად" უცნაურად მოხვდა ყურს, ისევ უხერხული სიჩუმე...

ლილემ ფეხბურთზე გადართო

გეგას ემოციების შემყურე ლილეც აქტიურად ჩაერთო მატჩის ყურებაში...მართალია ხშირად ერეოდა ფეხბურთელები და მოწინაღმდეგე გუნდს ქომაგობდა მაგრამ ეგ არაფერი...ფეხბურთის ინტერესის მიუხედავად თვალი მალულად გეგას ტელეფონისკენ გაექცეოდა რომელიც გაუჩერებლად რეკავდა გეგა კი არც კი იმჩნევდა...ნეტავ შენ რას წაიგრძელე კისერი და გკლავს ინტერესი, რაში გაინტერესებს ვინ და რატომ ურეკავს ან საერთო რატომ არ პასუხობს ტუქსავდა საკუთარ თავს გულში ლილე, გეგას მოთმინების ფილა ამოეწურა ტელეფონს ხელი დაავლო და აივანზე გავიდა..ლილეს არ ესმოდა გეგას ხმა მაგრამ შორიდანაც ჩანდა რომ არც ისე სასიამოვნო სატელეფონო ზარი იყო...

ალბათ მისი შეყვარებულია, მან თქვა რომ არ აქვთ კარგი ურთიერთობა...

ლილე არც შემცდარა ყურმილის მეორე მხარეს მართლაც ნინაკა იყო და მათი საუბარი არც ისე კარგად წარიმართა, რამდენჯერ არ უჩხუბიათ ამ ხუთი წლის მანძილზე მაგრამ ეს ჩხუბი სულ სხვა იყო, შერიგების მაგივრად ისინი ყოველი საუბრის შემდეგ მეტად შორდებოდნენ ერთმანეთს..ოთახში დაბრუნებულმა გეგამ ლილეს გაუღიმა არ უნდოდა ლილეს შეეჩნია რომ ცუდ ხასიათზე იყო....მაგრამ მისი თვალები სულ სხვას ამბობდნენ...

-გეგა

-გისმენ ლილე..

-ვიცი რომ შენი დახმარება არ შემიძლია, პირიქით, ჩემი არსებობა შენს ცხოვრებაში უკვე პრობლემა, მაგრამ თუ საუბარი გინდა ნამდვილად კარგი მსმენელი ვარ...

-შენ არ ხარ პრობლემა, და არც არანაირიი ბრალი არ მიგიძღვის რაღაც თუ რიგზე ვერ არის, აღარ გაბედო, მეორედ საკუთარი თავს პრობლემა უწოდო...ცუდი პერიოდი გვაქვს.ყველაფერი დალაგდება..დაივიწყე, არ მინდა იფიქრო რამე ისეთზე რაც ოდნავ მაინც დაასევდიანებს შენს თვალებს...

-უბალოდ არ მინდა ცუდად იყო...

-არ ვარ ცუდად...ხუთ წუთში მეორე ტაიმი დაიწყება შენ კი ხელს მიშლი უკვე...

ლილეს არაფერი უთქვამს საწოლის კუთხეში ისევ კითხვის ნიშანივით მოიხარა...ძალიან ეცადა არ ჩაძინებოდა მაგრამ მაინც ჩაეძინა...

გეგას სულ მაივიწყდა ფეხბურთი მათი შეხვედრის ღამე გახსენდა, იგივე კადრი მაგრამ ამჯერად ლილეს მშვიდს და ბედნიერს ეძინა...

მშვიდი, ცრემლების გარეშე ანგელოზს ჰგავდა...

მზერა მოაცილა მძინარე გოგონას და ფეხბურთს დაუბრუნდა არ უნდოდა მასზე ეფიქრა..არ გინდა არ გაიმეტო ნინაკას რისხვისთვის, თავისი სადარდებელიც ბევრი აქვს..ფიქრის გაგრძელება აღარ დასცალდა "არა გთხოვ" წამოიძახა ლილემ და ლოგინიდან წამოხტა..

ლილე დამშვიდი, აქ ვარ ნუ გეშინია...

ლილემ გეგას შეშინებული თვალები მიანათ, ყელზე ხელი მაგრად მოხვია და შეშინებული პატარა ბავშვივით ბუტბუტება "დამპირდი, დამპირი რომ არაფერი მოგივა, ჩემი ბრალი იქნება ჩემი ბრალი"

იმეორებდა ამ სიტყვებს უმისამართოდ და რაც ძალა ჰქონდა ეხვეოდა გეგას...

აზრზე მოსულმა დაიმორცხვა გეგას მოშორდა და ჩუმად ჩაიბუტბუტა,

-მაპატიე, შემეშინდა, მეგონა...მაგრამ სიზმარი იყო..საბედნიეროდ...

- ბოდიში რისთვის, მადლობა შენ ჩემზე ასე რომ ნერვიულობა...

-არაფერიც, სულ არ მედარდები..

-ვიცი შეგატყვე...

-უბრალოდ არ მინდა ჩემს გამო რამე პრობლემა შეგექმნეს..

-შემომხედე! ყველაფერი კარგად იქნება, არ არის პრობლემა რომელსაც ვერ მოვაგვარებთ ან შეუშინდებით....

-ნეტავ მეც შენსავით მჯეროდეს...

-უნდა დაიჯერო ჩემო გოგო უნდა დაიჯერო...

"ჩემო გოგო" ლამაზად მოხვდა ყურს და გულს ესიამოვნა, მისდაუნებურად ტუჩებმა გაიღიმეს და ისევ აკიაფდნენ თვალებში ვარსკვლავები...

-აი, სწორედ ასე უნდა იღიმოდე, მზე გოგო ლილე...

-მზე გოგო ლილე ... უცნაურად მაგრამ კარგად ჟღერს...

-ეხლა კი დაიძინე..

-არ მინდა დაძინება...

-ნუ გეშინია, სანამ არ დაიძინებ მე აქ ვიქნები...

დილით თვალი გაახილა თუ არა პირველი რაც დაინახა ლილემ გეგა იყო..მასაც ბავშვივით ჩასძინებოდა ლილესთან ერთად..ჩუმად ადგა საწოლიდან და ოთახიდან ფეხაკრებით გავიდა...

მოწესრიგდა, საუზმე აივანზე გაამზადა..ზედმეტადაც კი მოინდომა....

ის იყო გეგას გასაღვიძებლად უნდა შესულიყო რომ აივანზე გეგა გამოვიდა...

-მომწონს როგორც დაიწყო დილა...

-დილამშვიდობის, ისევ გაუღიმა ლილემ..

ეს უკვე მესამეა...მე რა უკვე ღიმილს ვითვლი?სასწრაფოდ უნდა გავეცალო ამ გოგოს თორემ სულ ამირია ფიქრები ერთი არეული სიყვარულიც საკმარისია ცხოვრებაში პრობლემა რომ არ გამოგელიოს არ ღირს დამატება...

უხმოდ საუზმობდნენ სიჩუმე ლილეს ტელეფონის ზარმა დაარღვია...ეკრანს დახედა და სასწრაფოდ უხმო რეჟიმზე გადაიყვანა...

-ის არის?

-არა ჩემი დაქალია, დილიდან სათვალავი ამერია იმდენჯერ დარეკა..

-იქნებ იცის რომ აქ ხარ?

-არამგონია ვინმესთვის ეთქვა..

-მე კი პირიქით ვფიქრობ, არ ესაუბრები არაფერი იცის შენზე დარწმუნებული ვარ შენზე ნერვიულობს...

მე მის ადგილას აუცილებლად დაურეკავდი დავურეკავდი ყველაზე ახლო დაქალს რომ მისგან მაინც გამეგო თუ სად და როგორ იყავი...

-ყავის მოსატანად გავდივარ, შენთვისაც გავამზადებ...გეგასთან საუბრისთვის თავი რომ აერიდებია პასუხსაც არ დალოდებია ისე სწრაფად შევიდა სახლში..

გეგა მიხვდა რომ ლილესთან საუბარს აზრი არ ქონდა ლილეს ტელეფონს დასწვდა და ანიკას ნომერი ამოიწერა..

სამზარეულოს მიაშურა, ლილე ზურგით იდგა მაგრამ გეგა მიხვდა რომ ტიროდა...

-ლილე..

-გისმენ, ცრემლიანი თვალები ამოიწმინდა თავს ძალა დაატანა ნაძალადევად გაიღიმა და გეგასკენ მობრუნდა...

-მე წავედი..

-სად?

-პირობა პირობა, შენ შეძლებ ხომ აქ მარტო დარჩენას...

-შევძლებ...

-მაშინ დამპირდი რომ არ მოიწყენ და არ იტირებ..

-შევეცდები...

გეგა კართან კიდევ ერთხელ მობრუნდა ლილესკენ, წასვლა არ უნდოდა მაგრამ იცოდა რომ უნდა წასულიყო..იცოდა რომ ასე იქნებოდა სწორი...

-წასვლამდე მითხარი თუ რამე გჭირდება მოგიტან....

-არა გეგა არაფერი მინდა საკმარისზე მეტიც კი არის..მადლობა იმისთვის რომ შენი სახლი დამითმე მარტო არ დამტოვე...

-მეორედ ეგ სიტყვები აღარ გავიგონო...როცა დაბრუნება მოგინდება უბრალოდ დამირეკე და მეც აქ გავჩნდები..

-მშვიდობიანი მგზავრობა...

კარს მიღმა საპირისპირო მხარეს დარჩენილებმა სიცარიელე იგრძნეს, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ მიხვდა რა გრძნობა იყო ეს...ლილე საწოლზე წამოწვა ბალიშს ჯერ კიდევ გეგას სუნი ასდიოდა გაუცნობიერებლად აიღო და გულში ჩაიხუტა რათა უკეთ შეეგრძნო ეს სურნელი თვალები დახუჭა და ფიქრებში წასულ მალე ჩაეძინა კიდეც...

გეგას ვერც კი გაეგო როდის ან როგორ გავლო ნახევარი გზა ტელეფონი ჩართო და ლექსოს დაურეკა..

-ეს ვინ გამოჩნდა? სად ხარ?სად დაიკარგე გეთქვა მაინც..

-ბათუმში ვიყავი ერთ საათში თბილისში ვარ უნდა გნახო.

-მშვიდობა გვაქვს?

-მგონი კი გნახავ და ვილაპარაკოთ..

-აუ ტო, ჩემი დიშვილი დამიტოვეს, ძიძა ვარ რა... სახლში მოდი მატრო ვართ მე და ტასია.თან ხასიათზე მოგიყვანს...

-არა სახლში არ მინდა ...დალევა მინდა საღამოს შევხვდეთ....

-ოკ ცხრისთვის შევხვდეთ ჩვენს ადგილას...

-კარგი ძმაო

-გეგა არ აცადა ტელეფონის გათიშვა ლექსომ

-რა?

-გეგა ნინაკა ნახე გთხოვ..

-ათასჯერ დაგირეკა ხო..

-მისი ზარებით არ შევწუხებულვარ უბრალოდ მინდა რომ ჯიგრულად იყოთ დაა არა ასე როგორ ეხლა ხართ

-არ ვიცი...კარგი ვნახავ გპირდები...

გეგამ ლექსოს პირობა შეუსრულა ნინაკას სამსახურში მიაკითხა არ დაურეკავს გამოსასვლეთან ელოდა დასჯილი ბავშვივით და აი ისიც გამოჩნდა ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ... მანქანასთან მდგარი გეგა შეამჩნია თუ არა ნინაკამ კიდევ უფრო ამაყი ნაბიჯებით გასწია მისკენ..თითქოს ყოველი გადადგმული ნაბიჯით ეუბნებოდა "აბა არს გეუბნებოდი, შენით დაბრუნდებიო"

გეგა მისკენ გაიწია უდოდა ეკოცნა მაგრამ ნინაკამ უკან დაიხია, ამაყად თვალი თვალში გაუსწორა და ირონიულად გაუღიმა...

-დაბრუნებულხარ.. ტონი ღიმილზე უფრო ირონიული იყო...

გეგამ მწარედ ჩაიღიმა...

-უკვე წასვლას ვაპირებდი გამოსვლა დაგავიანდა არც შენი მანქანა ჩანდა მეგონა არ იყავი დღეს სამსახურში..

-მანქანის გარეშე ვარ დღეს...

-როგორ ხარ?

-მშვენივრად..

-ძალიან კარგია, მეც არამიშავს...

-არამგონია მეკითხოს...

-მეგონა ვისაუბრებდით?

-რა გაქვს სასაუბრო საკუთარ თავზე შეყვარებულ ქალთან...ეგოისტი და საზიზღარიც გამომიყვანე...

-ასე არაფერი გამოვა, ასე თუ ვისაუბრებთ არაფერი გამოსწორდება...

-თავს ძალას ნუ დაატან ჩემს გამო...

-როგორც ყოველთვის აქ ერთადერთი დამნაშავეა და ის მე ვარ...

-როცა მიხვდები შენს დანაშაულს მერე ვისაუბროთ ურთიერთობის გამოსწორებაზე....მე არ დამიმსახურებია შენგან ასეთი მოპყრობა...

-ეხლა გისმენ და ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სიწორეში...ცოტახნით ერთმანეთისგან შორს ვიყოთ..

-რა იოლია არა!ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ჩემს წინ ასეთი უდანაშაულო სახით დადგე და მითხრა რომ ჩემით დაიღალე...

-ნინაკა ყველაფერს ისე ნუ იგებ როგორც შენ გინდა...ამ ბოლო დროს ყველაფერზე ვჩხუბობთ ერთმანეთის აღარ გვესმის...

-ნამდვილი მიზეზი მითხარი...

-რა?

-ვის გამო მიდიხარ ჩემგან?

-რამდენჯერ უნდა გითხრა არ არსებობს ამ ეტაპზე ქალი ვისი გულითვისაც შენს მიტოვებას გადავწყვეტ..

-არ მჯერა შენი, სად არის ის ბიჭი სამუდამო ერთგულებას რომ მეფიცებოდა...

-არცერთი სიტყვა არ იყო ყალბი მე შენ მართლა მიყვარდი...

-გიყვარდი? რა მაგარია მადლობა რომ გიყვარდი...

-ეხლაც მიყვარხარ...

-მაგრამ ისე აღარ რომ მთელი ცხოვრება ჩემთან გაატარო..მაგრამ იცი რა? როგორც შენ აღნიშნე საკუთარ თავზე შეყვარებული, ეგოისტი ვარ...ხოდა ჩემგან დალოცვას არ ელოდე, ყველაფერს გავაკეთებ რომ უჩემოდ კარგად არ იყო.ისე შეგიძულებ როგორც მიყვარხარ...

-როცა დამშვიდდები მერე გავაგრძელოთ საუბარი...ეხლა კი სახლში მიგიყვან..

-საკუთარი თავის მიხედვა შემიძლია...დამიჯერე ძალიან ბევრია ამ ქვეყნად ვისაც ჩემზე ზრუნვის და გაბედნიერების სურვილი აქვს...

-არ აქვს მნიშვნელობა ახლა რას იტყვი გაბრაზებულ გულზე მაგრამ ერთი მინდა რომ იცოდე მე ყოველთვის მექნება სურვილი შენი დაცვის და შენზე ზრუნვის...

ნინაკას არაფერი უთქვამს ისევ ამაყი ნაბიჯებით გაეცალა გეგას და პირველივე გამვლე ტაქსიში ჩაჯდა...

ერთი საათით ადრე მივიდა დათქმულ ადგილას გეგა ბარიდან ერთი ბოთლი ვისკი აიიღო და ლექსოდ მოსვლას არ დალოდებია სავსე ჭიქა ბოლომდე დალია თითქოს და წყუროდაო..ჭიქა დადგა თუ არა იმ წამს ლილე გაახსენდა იმ ღამეს სწორედ ასე სვავდა როგორც ეხლა თავად..

მესიჯიც კი არ მომწერა ნეტავ ეხლა რას აკეთებს ან როგორ არის?

სამჯერ დაწერა და წაშალა ლილესთვის მისაწერი ესემესი ბოლოს მაინც გაგზავნა ძალიან მოკლედ და მშრალად...

"როგორ ხარ?ხომ არ მოიწყინე" ტელეფონი მაგიდაზე დადო და პასუხის მოლოდინში ისევ ფიქრებმა გაიტაცეს...

ფიქრებიდან ლექსოს ხმამ გამოარკვია...

-ოჰო, აშკარად არ არის მშვიდობა, მარტო დალევა როდის შემდეგ დაიწყე...

გეგა ფეხზე წამოდგა და ბავშვობის მეგობარს ისე გადაეხვია თითქოს და ერთი წელი არ ენახა..

-ადრე მომიწია მოსვლა, ხომ იცი ლოდინი არ მიყვარს თავი იმართლა გეგამ...

-დაიკიდე არ არსებობს პრობლემა რომელსაც ჩემი ძმა ვერ მოაგვარებს...ნინაკას ესაუბრე?

-დავშორდით...

-რა სისულელეა, გაბრაზებულია და დაუფიქრებლად გითხრა...მაქსიმუმ სამ დღეში გაუვლის...

-მე დავშორდი..

-რა?

-რაც გაიგონე...

-ნინაკამ რაო?

-არ მოგცემ უფლებას ბედნიერი რომ იყო...

-დამისხი თუ ძმა ხარ, შენ სულ გაგიჟდი, რატო დაშორდი ეხლა თუ სასმელში უნდა ჩაიხრჩო თავი და მეც ჩამახშო...ეხლა შენც არეული ხარ დაფიქრდები ცოტა რქებს მოხრი და ბოდიშსაც მოიხდი...

-ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ხშირად ვეკითხებოდი რატომ მიყვარდა და ადრე თუ ათასი საბაბის ჩამოთვლა შემოძლე ეხლა შესაფერის სიტყვებ ვეღარ ვპოულობ..

-შენ რა აღარ გიყვარს?

-ძველებურად არაფერი არ არის...

-აბა ეს ყველაფერი რა საჭიროა, ეხლა რატომ ვზივართ აქ ამ სახეებით და რატომ ვსვათ შუა კვირაში...ან საერთოდ რატომ გააცდინე სამსახური გუშინ..

-ჩემს ცუდად ყოფნაში ნინაკას არანაირი წვლილი არ მიუძღვის...

-აბა...

-რაღაც ძალიან ცუდი გავაკეთე..და ეხლა არ ვიცი როგორ გამოვასწორო...

-გამოვასწორებთ დედას ვუტირეთ, რა ყურები ჩამოგიყრია ძალის ძალით გაიღიმა ლექსომ თუმცა კარგად იცნობდა საუკეთესო მეგობარს და მშვენივრად ხვდებოდა რომ საქმე ნამდვილად არ იყო კარგად..

-იმ დღეს ბარიდან მარტო რომ წამოედი ნინაკა არ ისვენებდა მირეკავდა, მწერდა ტელეფონზე გადავიტანე ყურადღება და გოგოს დავეჯახე..

-რა?ცოცხალია ხო?

-კი ცოცხალია, მაცადე დავასრულო...

-კარგი ბოდიში, გაგრძელე

გეგამ ჯერ მეგობრის ხოლო შემდეგ საკუთარი ჭიქა გავსო და ბოლომდე გამოცალა..

-არაფერი მოსვლია, ნება არ მომცა სავადმყოფოში წამეყვანა, არც სახლში წასვლა უნდოდა..მარტო ვერ დავტოვე და ჩემთან წავიყვანე..გეგა გაჩუმდა ისევ დაისხა სასმელი

-და აქ ცუდი სად არის?დაეჯახე ბაზარი არ არის ცუდია მაგრამ უპატრონე მიხედე მთავარია რომ ეხლა კარგად არის...თუ რამე მოხდა კიდევ რაც არ თქვი...

-ისეთი ლამაზი იყო...

-სრულწლოვანი თუ მაინც არის?

-სრულწლოვანია, დანიშნულია და სამ თვეში ქორწილიც აქვს...

-ბიჭო შენ დებილი ხარ თუ ის არის დებილი...

-მე მე ვარ დებილი, ის უბრალოდ ძალიან გაბოროტებული იყო მე კი დახმარების მაგივრად პრობლემები დაუმატე...

-ის არ ვიცი რამ გააბოროტა მაგრამ შენ კი ხარ ნამდვილად გაბოროტებული და გამოშტერებულიც...

-გუშინ ბათუმში ჩავიყვანე ჩემს აგარაკზე დავტოვე და წამოვედი, წამოვედი და ფეხები უკან მრჩებოდა..არ ვიცი ეს დანაშაულის გრძნობა თუ რა მემართება..

-და იქ რა უნდა?

-სასტუმროში ვერ დავტოვე მარტო..

-კი მაგრამ პატრონი არ ყავს?სახლი არ აქვს?

-ყავს რომელსაც ეხლა სტამბოლში ჰგონია საქმროსთან ერთად..

-შენ რა სერიალს მიყვები?აბა ეხლა აზრები მოიკრიბე და მომიყევი დალაგებულად რა შარში გაჰყავი თავი...გეგამ ამბის თხობა დაასრულა და დასჯილი ბავშვივით ელოდა ლექსოს რეაქცია...

-იცი რომ მაგარი საცემი ხარ? ვიცი რომ იცი, მაგრამ ეხლა სხვა საფიქრალი გვაქვს...როგორი ტიპია, გადაყლაპავს?

-არ ვიცი..ერთი ჩვეულებრივი ტიპია ფულით და თანამდებობით აშკარა რომ მექალთანეა, ქალებში რომ ერთობიან და თავისთვის ლამაზი და სათნო თოჯინა გოგონები რომ უნდათ ცოლად, თუმცა არჩევაში შეცდა პირველივე შეცდომაზე მწარედ აზღვევინა...

-გასაგებია, ორი ვარიანტია თუ უყვარს თავ-ყბას გაგიერთიანებს იმიტომ რომ მის გოგოს შეეხე და მერე ყველაფერს გადაყლაპავს და სამ თვეში ქორწილიც იქნება, თუ არ უყვარს და მარტო ლამაზი ცოლი უნდა მაინც თავ ყბას გაგიერთიანებს იმიტომ რომ მის გოგოს შეეხე და მერე ისე გაკეთებს რომ თავად მიატოვებს მშვიდად და ხმაურის გარეშე...

-უყვარს, ბავშვობის სიყვარულია, როგორც ხდება ხოლმე დიდ ბიჭს პატარა გოგო რომ შეუყვარდება, რომ იტყვის ეს გოგო ჩემიაო და დაისაკუთრებს ...ისე საკითხავია მისი თუ ჩემი გამოდის...

-ბიჭო, შენ სულ დადებილდი ამ სამ დღეში?რა გჭირს რა ისე იქცევი თითქოს სექსი პირველად გქონდა...

-ვერაფერი გაიგე, ეგ რა შუაშია?

-აბა ეხლა არ მითხა სამ დღეში შემიყვარდაო?

-რა სიყვარული?

-აბა რა ჯანდაბა გჭირს იქნება ამიხსნა, ამდენ ქალში მაინც და მაინც პარლამენტარის საცოლე ამოარჩიე ეხლა მოდიხარ და იმას მეუბნები იმის კი არა ჩემიაო...სად წავიდა ჩემი ძმა აქეთ რომ მაძლევდა რჩევებს..

-გაჩუმდი აღარაფერი აღარ მითხრა..

-გავჩუმდები, შენს გამო ერთ ცემასაც ავიტან, არ ამცდება უდაოა...

გეგას საუბარი ესემესი ზარმა შეაწყვეტინა, ეკრანს დახედა და თვალები ბედნიერებისგან აუციმციმდა, ესემესი ავტორი რათქმაუნდა ლილე იყო..."იმედია კარგად იმგაზრე, რაც შენ წახვედი მას შემდეგ მძინავს, ასე რომ მოწყენა ვერ მოვასწარი..მშვიდობიან საღამოს გისურვებ"

-რა დებილივით იცინი ბიჭო, შეეშვი მაგ სხვის გოგოს და შენსას მიხედე...

-აუ, ნუ მიტრაკებ რა, ძან დავიღალე...

-დაღლა შენ აწი ნახე, ჯერ სად ხარ...

-ცვლილებებია საჭირო ცვლილებები...

-როგორც დამწყები და ნახევრად ადვოკატი რას იტყვი ის რომ მოგკლავს რა მუხლით გაასამართლებენ?...

-მოკეტე...

მანქანები ორივემ ბართან დატოვა და გეგასთან ავიდნენ, მეგობრისთვის გულის გადაშლამ არ უშველა გეგას ვერაფერი დალაგდა გონებაში...

დილით უნივერსიტეტში გაიარა, მერე სამსახურში მაგრამ გული ვერაფერს დაუდო ვერაფერი გააკეთა არც ლილე შეხმიანებია დღეს, ნეტავ როგორ არის, იქნებ რამე სჭირდება მარტოა, უცებ შეეშინდა, შეაშინა იმ აზრმა რომ შესაძლებელი იყო ლილეს რამე დამართნოდა და ის მის გვერდით ვერ იქნებოდა და ვერ შეძლებდა დახმარებას... დაურეკავ, უნდა ვიცოდე რომ კარგად არის...

..დრეფანში გავიდა, ბოლთას სცემდა ბოლოს მაინც გადაწყვიტა დარეკვა, თუმცა ლილე ტელეფონს არ პასუხობდა, უფრო შეშინდა ...ის იყო კიდევ უნდა დაერეკა რომ ტელეფონზე ესემესი მოვიდა...

"კარგად ვარ, ჩემზე ნუ ინერვიულობ"

"უბრალოდ შენზე ვნერვიულობ, თუ რამე დაგჭირდება მომწერ ხო?"

"რათქმაუნდა"

როგორ არა კარგად ხარ, და სწორედ მაგიტომ არ გამაგონე ტელეფონზე.

როგორ დაგეხმარო როგორ გამოვასწორო ეს ყველაფერი...

გეგა მიხვდა რომ მუშაობას ვერ შეძლებდა და მენეჯერის კაბინეტს მიაშურა რათა საქმეები მისთვის ჩაებარებია..ეხლა შვებულება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იყო...

შენობიდან გამოსვლისთანავე ლექსოს დაურეკა..

-რაშვები?

-ვმუშაობ...შენ?

-შვებულებაში ვარ..

-რა გაფუჭე?

-არაფერი, რომ არ გამეფუჭებია მაგიტომ გავედი შვებულებაში

-რას აპირებ?

-ვერ გამოხვალ?

-მე კი არ ვარ შვებულებაში?

-ისე კაი აზრია გინდა უფროსთან გიშვამდომლებ?

-არა, სხვათაშორის შენზე აკლებად არ ვუყვარვარ ჩემს უფროს...

-კარგი, მაშინ მარტო დავლევ...

-უნდა გავლოთდეთ?

-ეხლა თუ არ დავლევ სისულელეს გავაკეთებ..

-კარგი გამომიარე, ნახევარ საათში მოვრჩები საქმეებს არ ვარ დღეს მანქანით...

ისევ იგივე ბარში წავიდნენ, ორივე ჩუმად უხმოდ სვავდნენ...

-ჰა, მიდი თქვი...გეგა მიხვდა რომ ლექსოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ საუბრის წამოწყებას ვერ ბედავდა..

-ნინაკა ვნახე.დარწმუნებულია რომ ვიღაც გყავს....

-იყოს, ეგ მისი პრობლემა...შენ არაფერი დაგცება ხო?

-მე დამცდება?არ გცხვენია?მაგრამ ვერ ვხვდები რა დაგემართათ?

-უბრალოდ ერთმანეთი გადაგვიყვარდა...

-ასე უბრალოდ, ამდენწლიანი სიყვარული სადღაც გაქრა? დაფიქრდი სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ეხლა სადღაც დაფრინავ და როცა მიწაზე ჩამოხვალ მერე უკან დასაბრუნებელი გზა უნდა გქონდეს...

-შენც ხომ არ გონია რომ ლილეს გამო მივატოვე ნინაკა...

-არა, მაგრამ არც თქვენი ურთიერთობა მომწონს...

-არაფერი არ მოხდება, უბრალოდ იმ გოგოს წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ მინდა დავეხმარო, მინდა რაღაც გავაკეთო მისთვის....

-დარწმუნებული ხარ ეხლა შენ შენი სიტყვების გულწრფელობაში?....

-რატომ მაწვები რა გინდა რომ გითხრა?

-მინდა რომ აზრზე მოხვიდე, გოგოს რომელიც დღეს თუ არა ხვალ ცოლად უნდა მოგეყვანა დაშორდი, ეხლა ზიხარ და მეორე დღეა და გადაბმულად სვავ, მაგრამ სვავ არა იმიტომ რომ შეყვარებულს დაშორდი არამედ ვიღაც უცხო გოგოს გამო რომელსაც არც კი იცნობ, რომელსაც საქმრო ყავს, რომელსაც სავარაუდოდ ერთ კვირაში შეურიგდება და შენ არც კი გახსენდები..და საერთოდ რას ვბოდიალობ? თავი სერიალის გმირი მგონია...

-არ შეურიგდება...

-შენ ეხლა ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეგ მოგხვდა გულს?

-ხო, ეგ მომხვდა, არ მინდა შეურიგდეს, ეხლა კმაყოფილი ხარ?

-გეგა მე უბრალოდ მინდა რომ კარგად იყო, ნინაკა თუ ლილეს არსებობის შესახებ გაიგებს შენც მშვენივრად ხვდები რაც მოხდება...

-ვერაფერს იზამს...

-კარგი დამისხი...სჯობს დავლიოთ...

თითოც გადაკრეს და ისევ სიჩუმე ჩამოწვა...

-არ დამელაპარაკა..სიჩუმე გეგამ დარღვია

-ვინ?გეგას ნათქვამმა დააბნია ლექსოოო

-დღეს დაურეკე, არ მიპასუხა მერე მომწერა კარგად ვარო, მაგრამ ვიცი რომ მომატყუა...

-ძმაო ხვდები რომ მაგ გოგოს გარდა არაფერი გადარდებს...

-უნდა ვნახო...

-გეგა რასამბობ?

-არა უნდა წავიდე...

-ნასვამი ხარ საჭესთან ვერ დაჯდები

-ტყუილად ცდილობ გადამაფიქრებინო...

-იქ რომ ჩახვალ რას ეტყვი?

-არვიცი, მოვიფიქრებ მთავარია ვნახოო...

-დამელოდე მარტო არ წახვიდე...

მთელი გზა სიტყვაც არ გაუცვლიათ ერთმანეთში, "რას ეტყვი?"როცა მანქანა სახლის წინ გაჩერდა მხოლოდ მაშინ დასვა კითხვა ლექსომ.."დამელოდე" მიაძახა მეგობარს უკვე მანქანიდან გადასულმა გეგამ...

უკვე ღამის სამი საათი იყო დაწყებული ზარის დარეკვას აზრი არ ქონდა ლილეს ეძინებოდა კარი გასაღებით გააღო და სახლში შევიდა...

ლილეს მისაღებში ჩასძინებოდა..

გეგა ლილეს წინ სავარძელში ჩაჯდა და ჩუმად უმზერდა ჩაძინებულ ლილეს მიუხედავად იმისა რომ თმები ნახევარ სახეს უმალავდა შეუძლებელი იყო არ წაგეკითხა მის ფერმკთალ სახეზე დიდი ტკივილი.. მძინარეც კი არ იყო მშვიდი, თითქოს ამ ორ დღეში დასუსტებულიყო...გეგა უყურებდა გოგონას და ყელში გაჩხერილი ბურთი ახრჩობდა...ეხლა თუ მას გავაღვიძებ თავს ვერ შევიკავებ გულში მაგრად რომ არ ჩავიკრა გაიფიქრა და ფეხზე წამოდგა.ლილეს მიუახლოვდა უნდოდა თმა გაესწორებია, სწორედ ამ დროს ლილე შეიშმუნა გეგამ სწორედ ეხლა შეამჩნია რომ ლილეს მისი მაისური ჰქონდა გულში ჩაკრული..უცებ დაიბნა, მისკენ გაწეული ხელი წამში ძირს დაუშვა უნდოდა რაც შეიძლებოდა მალე გასულიყო ოთახიდან სწორედ ამ დროს მაგიდას დაეტაკა ხმაურზე ლილესაც გაეღვიძა...

- ვინ არის...შეშინებული წამოხტა

-ლილე გეგა ვარ არ შეგეშინდეს...

-აქ საიდან გაჩნდი?

-მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება...მეგობართან ერთად აქეთ მომიწია ჩამოსვლა და არ მინდოდა გამეღვიძებიე მინდოდა ოთახიდან რაღაც ამეღო...

-შემაშინე...

გეგა ლილესკენ გაიწია და ორივენი გაუაზრებლად ერთმანეთს გადაეხვივნენ....

-როგორ ხარ?

-კარგად..

-მატყუებ, სახეზე ფერი არ გადევს..შენ ხომ დამპირდი რომ თავს მიხედავდი

-ღამის სამი საათია როგორი ფერი უნდა მქონდეს...უშენოდ აქ ცოტა მოწყენილობაა...

ლილემ მხოლოდ ეხლა გაიაზრა რომ ხელში ჯერ კიდევ გეგას მაისური ეჭირა დამნაშავე ბავშვივით ზურგს უკან დამალა, ძნელი იყო აეხსნა გეგასთვის ის რისი პასუხიც თავადაც არ იცოდა...რატომ იგრძნო სიცარიელე როცა გეგა წავიდა და საერთოდ რატომ მოენატრა მისი სურნელი...გეგას არ გამოპარვია ლილეს დაბნევა თუმცა არ შეიმჩნია...

-უნდა წავიდე...

-ეხლა?

-ძმაკაცი მელოდება კართან მანქანით.

-კარგი..

-თუ რამე დაგჭირდება დამირეკე, თავს მიხედე და არ მოიწყინო ...

-რით დავიმსახურე...

-რა?

-ასეთი მზრუნველობა...

-არ ვიცი ალბათ ძალიან კარგი რომ ხარ იმიტომ..ეხლა მე წავალ და შენ კი დაიძინე...

ლილე ისეთი აფორიაქებული იყო გეგას ნახვით მიხვდა რომ დაძინებას ვერ შეძლებდა ყავა გაიმზადა და აივანზე გავიდა...

გეგამ მანქანის კარები ლექსოს მხრიდან გამაღო და გასაღები ლექსოს გაუწოდა, მასაც არაფრი უკითხავს გასაღები გამოართვა და ისე რომ არაფერი უკითხავს მანქანა ადგილიდან დაძრა...ხანდახან თუ გააპარებდა ნაწყენ მზერას გეგასკენ რომელიც სადღაც დაფრინავდა ლექსოსთვისაც კი ძნელი იყო მიმხვდარიყო თუ რას ფიქრობდა ამ წამს...

-მიდი დაიწყე...სიჩუმე გეგამ დაარღვია

-რა თქვა რომ დაგინახა?

-ეძინა, არ მინდოდა გამეღვიძებია მაგრამ გამოსვლისას მაგიდას დავეჯახე და ხმაურზე გაეღვიძა..

-არ გინდოდა გაგაეღვიძებია?ანუ მე ხუთი საათი გზაში მარტო იმიტომ ვარ რომ თვალი შეგევლო მისთვის როგორ ეძინა?სიტყვებს ვერ ვპოულობ ეხლა შენს გასალანძღად...

-ვხვდები რომ ეხლა ჩემზე ბრაზობ..

-ნამდვილად, სწორად ხვდები...

საუბარი გეგას ტელეფონის ხმამ გააწყვეტია...

-გისმენ..

-როგორ ხარ?

-კარგად იაჩკა, აბა როგორ ისვენებს მშობლები?

-შენ რომ გვასვენებდე მშვენივრად...

-დავაშავე რამე?

-მეკითხები კიდეც? ბავშვს სამი დღეა საჭმელი არ უჭამია თურმე...

-ოხ ნინაკა.. კბილებში გამოცრა გეგამ.

-გეგა, იცოდე მე არ მომწონს ეხლა რაც ხდება...

-დედა, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი

-აუცილებლად ვილაპარაკებთ როცა დავბრუნდებით

-კარგი..

გეგამ ტელეფონი გათიშა და გაბრაზებულმა უკანა სავარძელზე მოისროლა...

-აი, სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი, ჯერ სად ხარ, ეს იას ყველაზე მშიდი რეაქცია იყო...

-მიდი, შენც გადამიარე..

-ეხლა რაღაცას გკითხავ და მიპასუხე გულახდილად..

-კარგი...

-გიღირს ეგ გოგო ყველაფრის დათმობათ?

-არ ვიცი, გონება მეუბნება რომ ცუდად ვიქცევი გული კი იქ მასთან დაბრუნებას მთხოვს..

-კარგი დავუჯეროთ შენს გულს, მიატოვე ნინაკა მაგრამ ის გაკეთებს იგივეს შენი გულისთვის, შენთან გატარებული ერთი ღამისთვის შეუძლია დათმოს მასთან გატარებული ვინიცის რამდენი ღამე..

-რომელი მასთან გატარებული ღამეები?

-კარგი ბატონო, არ ქონიათ არანაირი ღამეები ეს გოგო შენი გახდა მაგრამ არა იმიტომ რომ უყვარდი მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ შეყვარებულზე შური ეძია.არ, გაბედო და არ შეიყვარო დამიჯერე ამ ომში მარტო შენ დარჩები წაგებული..

-შეიძლება მართალი ხარ, შეიძლება წავიდეს ჩემგან, შესაძლოა დარჩეს, შეიძლება მე თავად მოვინდომო წავიდეს ჩემგან..მაგრამ იმდენი შეიძლებაა“იმდენი უპასუხო კითხვა

ასე არ შემიძლია...

თუ კითხვას არ დასვავ პასუხსაც ვერ მიღებ, უნდა გავერკვიო საკუთარ გრძნობებში, მინდა გავერკვე რა მინდა...

-მგონი რჩევების მოცემა გვიანია..

-ეხლა მხოლოდ დახმარება მეგობარო, პირობას გაძლევ თუ შენც ოდესმე ჩავარდები მსგავს გაუკვევლობაში მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ყველაზე დიდი სისულელე გააკეთო...

-მაგის იმედი ნამდვილად მაქვს, მაგრამ შენ გავიწყდება რომ ჩვენ ჩვიდმეტი წლის კი არა ოცდასამი წლის ვართ...

-ერთხელ სისულელე ჩავიდინო მეც ხომ მაქვს უფლება? მითუმეტეს თუ ეს სისულელე ბედნიერს მხდის...

-გაქვს უფლება ძმაო...ნამდვილად გაქვს...

უკვე კარგად გათენებული იყო როცა ბიჭები სახლში მივიდნენ, გეგას შეთავაზებას მასთან ასვლაზე ლექსო უყოყმანოდ დასთანხმდა...

-მიდი, მოწესრიგდი და ტანსაცმელიც ნახე რამე, მე მანამდე ყავს გაგიმზდებ..

-ყავით გინდა დანაშაული გამოისყიდო?

-ისე შვებულება შენც არ გაწყენდა...

-ნუ შენს გოგოს თუ კარგი დაქალი ჰყავს შეიძლება...

-მოგხვდება ეხლა..

-რა უნდოდა სხვა ვერავინ იპოვოვა მისთვის რომ აერია ცხოვრება?

-მოგეწონებოდა რომ იცნობდე...

ელაპარაკე ეხლა ამას ლექსომ ხელი ჩაიქნია და სააბაზანოს მიაშურა...

გეგამ ყავა გამზადა და მეგობრის მოლოდინში ლეპტოპს მიუჯდა...

ნინაკას გვერდს გადავლო თვალი და მარედ ჩაიღიმა რადგან ყველა პოსტის ადრესატი თავად გახდა...

-მაჩვენე აბა როგორია?

-ვინ? ვერც კი შეამჩნია როგორ წამოადგა მეგობარი თავზე..

-შენი გოგო..

-ჩემი გოგო არ არის ..

-გუშინ მთელი ღამე სხვანაირად საუბრობდი...

გეგამ უსიტყვოდ იპოვა ლილეს გვერდი უყურებდა მის მომღიმარ ფოტოებს და გული ეკუმშებოდა რას არ მიცემდა რომ ეს ღიმილი ისევ ენახა ლილეს სახეზე, რას არ მისცემდა რომ ამ ღიმილის მიზეზი თავად გამხდარიყოო...

-ოჰო, ვეღარაფერს გეუბნები ასეთებს შეუძლიათ არიონ გონება სამ დღეშიც კი...კარგი მე სამსახურში გავიქეცი დღეს შენთან ვრჩები, შენ რაც შეგეხება გარეთ არ გახვალ და კარგად გამოიძინებ..იქნებ ცოტა მაინც მოხვიდე აზრზე...

მეგობარი გააცილა თუ არა აბაზანას მიაშურა, მხოლოდ ეხლა იგრძნო დაღლა საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და მაშინვე ჩაეძინა...

ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამოაღვიძა არც კი დაუხედავს ეკრანისთვის ისე უპასუხა...

-სად ხარ?

-სახლში..მეძინა

-რომელ სახლში?

-ჩემთან რახდება თქვენ სად ხართ?

-კარგი, ეგრე იყოს მაგრამ ახლა რაც შეიძლება დამაჯერებლად ამიხსენი ვინ იყო გოგო რომელიც ჩემს სახლში შეშინებული, თმაგაწეწილი და ფეხშიშველი კარებს უკან იმალება..

-მამა მანდ რა გინდათ თქვენ თურქეთში არ ხართ? იამ ნახა? წამში გამოფხიზლდა გეგა და საწოლიდან წამოხდა...

-არა, და თუ არ გინდა რომ გაიგოს ამიხსენი რახდება აქ..

-მამა გთხოვ ია მაქედან სასწრაფოდ გამოიყვანე აქ რომ ჩამოხვალ ყველაფერს მოგიყვები....

-მოიცა შენ მართლა მანდ ხარ?

-ხო მამა რასაც შენ ფიქრობ არასწორად ფიქრობ დამიჯერე წამოდით მაქედან გთხოვთ..გადარჩინე ეგ გოგო იას დაკითხვიდან

-კარგი, მაგრამ შენი თავი იჯავრო სჯობს ისეთი გაბრაზებულია..

-მამა ჯიგარი ხარ...

-მაინც ვიჩხუბებთ მე და შენ ...

შვილთან დაასრულა თუ არა საუბარი ჩქარი ნაბიჯით მანქანისკენ გასწია სადაც მეუღლე ჯერ კიდევ გულმოდგინედ ეძებდა მეგობრისთვის ჩამოტანილ საჩუქარს..ეჰ, გეგა როგორ გაგიმართლა რომ დედაშენმა სამი ჩემოდანი საჩუქრები წამოიღო...-ვიპოვე, ეხლავე შემოვალ ვერ ძლებ ხუთი წუთი უჩემოდ? გაუღიმა მეუღლეს

-უნდა წავიდეთ?

-რატომ?

-სამსახურიდან დამირეკეს საჩქაროა...

-ქეთის საჩუქარი?

-გპირდები ჩამოგიყვან შაბათ-კვირას და მერე აჩუქებ..

-კარგიი სახლს მაინც დავხედავ..

-არა სასწრაფოდ უნდა წავიდეთ, მე ვნახე ყველაფერი წესრიგშია...

ლამის ძალიათ ჩასვა ია მანქანაში...ოხ გეგა, გეგა შენ გამო ვიტყუები კიდეც ამ სიბერეში...

გეგამ გათიშა თუ არა ტელეფონი მაშინვე ლილეს დაურეკა მაგრამ ლილე არ აგონებდა დასჯილი ბავშვივით ისევ სამზარეულოს კარებს უკან იმალებოდა და შეშინებული განძრევას ვერ ბედავდა, რცხვენოდა და მერედა როგორ...ბოლოს როგორც იქნა ტელეფონს გაგონა

გეგას ხმის გაგონებაზე თავი ვეღარ შეიკავა და ისტერიკული ტრილი აუტყდა...

-ლილე გთხოვ, გემუდარები ნუ ტირი..

-გეგა რას იფიქრებს მამაშენი ჩემზე, მცხვენია გეგა, ეხლა მოვკვდები...

-მისმინე, არაფერს ცუდს არ იფიქრებს მე ყველაფერს ავუხსნი...

-რას ეტყვი?განა არსებობს სიტყვა რომელსაც ჩემი გამართლება შეუძლია...

არა აქ ვეღარ გავჩერდები, უნდა წავიდე...

-არ გაბედო ლილე არ გაბედო, უკვე გამოვდივარ, ღამე შენთან ვიქნებო..

-არა გთხოვ არ ჩამოხვიდე, არ შემიძლია ეხლა შენი ნახვა, ძალიან მცხვენია შენი ოჯახის, შენი აქ წამოსვლა არ შეიძლება...

-კარგი არ ჩამოვალ, მაგრამ დამპირდი რომ სახლიდან არ წახვალ...

-კარგი გპირდები...






























-



















-

9
261
2-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
261
  
2023, 21 მარტი, 0:11
https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/158086-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-6/106/
2023, 13 მარტი, 19:44
დღეს დიდებ გაგრძელება
2023, 13 მარტი, 12:25
გამარჯობათ, დაკარგული ცხოვრება 5, 6, 7... და აშ. როგორ ვნახო?
2022, 3 აპრილი, 22:20
ასე ნახეთ მეორე ნაწილი მესამეც მალე დაიდება
ორი ცხოვრება ნაწილი 2
2022, 31 მარტი, 12:36
იქნებ გამარკვიოთ, რა პრინციპით ხდება ახალი სტატიების დამატება, როგორ უნდა დაველოდო-კვირაში ერტხელ თუ როცა მოგინდებათ>? მგონია მკითხველი იმსახურებს ცოტა მეტ სიზუსტეს პასუხებში და პატივისცემას
ადრეც დავიწყე რაღაცის კითხვა( ცეკვა მტვერში) და მერე სულ გაქრა
2022, 28 მარტი, 21:43
იქნებააა აუცილებლად
2022, 28 მარტი, 17:35
იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ნაწარმოების შეასხებ, გაგრძელება იქნება, დასასრულია თუ რა?
დამაინტერესა, მაგრამ ისიც არ ვიცი უნდა ველოდო გაგრძელებას თუ არა
ან რა პრიონციპიტ ხდება აქ გაგრძელების ძიება
?
0 1 9