x
image
ელენე გუმა
ნინო რატიშვილი ნიკა გვარამიას -"ადრე, ქალაქი არჯულებდა შენნაირ უზრდელებს, თავხედებს, საზიზღრებს"
image
ჟურნალისტი ნინო რატიშვილი ეხმიანება ნიკა გვარამიას მუქარას “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის მიმართ, როდესაც თქვა, რომ კბილებს დააყრევინებს.


“შენ რომ დადიხარ ქუჩაში და სახეს არავინ გახევს, “გორლაზე“ ხარ, ნაზიკია ყ-ვარამიავ???!!!

ადრე, ქალაქი არჯულებდა შენნაირ უზრდელებს, თავხედებს, საზიზღრებს და მიუჩენდა თავის ადგილს...
ეჰ, ისე, მართლა...
ეს რა დაგემართა, ჩემო თბილისოოოოოოოოოო...

პ.ს.
სხვათა შორის, ამ პოსტის დაწერა, არაფერ შუაშია პაატა სალიას დაცვასთან!!!


– წერს ნინო რატიშვილი.


ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორს პაატა სალიას განცხადებას ეხმაურება, სადაც სალიამ გვარამიას წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დევნის დაწყება დაანონსა.

„თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი ჩემგან გადაეცით, იმ სასამართლოსთან ერთად და არავის მოჭამოს, ეს გადაეცით პაატა სალიას, რომელსაც ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება ისტორიული ღალატისთვის" - აღნიშნა გვარამიამ.


გვარამია ქიბარ ხალვაშსა და პაატა სალიას პირდება, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ წასვლის შემდეგ ისინი დანაშაულისთვის პასუხს უკაცრესად აგებენ:



“პაატა სალია, შენ დახურე რუსთავი2 და ამიტომ აგეხევა სახე ჩემგან პირადადაც და ქართული საზოგადოებისგანაც. ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ. პირობას გაძლევ, ქუჩაშიც კი ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენს ფეხქვეშ, რა დახურე წარმოდგენილი გაქვს? რას ჰყიდი კორპუსებად წარმოდგენილი გაქვს? როგორც კი ქოცები გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში როგორც კი ფეხს დადგამს საქართველოში აღმოჩნდება ციხეში ამ კატასტროფის მოწყობისთვის და ეს არარაობაც ვერ იცხოვრებს ამ ქვეყანაში.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

0
1016
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1016
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0