საზოგადოება ტოტალიზატორში მოგებული ტოიოტა ლენდკრუიზერის გამოძალვისთვის ქუთაისში 4 პირი დააკავეს 2019, 9 აგვისტო, 11:38
ქუთაისში დანაშაულებრივი დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შიანგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. . შსს-ს ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ბ.ს. (მეტსახელად „თეთრონი“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი დ. კ. (მეტსახელად „ჩინა“), 1991 წელს დაბადებული მ.ე. (მეტსახელად „ბუთა“) და 1983 წელს დაბადებული დ. ჯ. . „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები ჯგუფურად, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1994 წელს დაბადებულ მოქალაქეს უკანონოდ სძალავდნენ ონლაინ ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანის - „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ ღირებულების ერთ მესამედს - 10 000 აშშ დოლარს. . გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
277 1-ს მოსწონს
|