x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
,,აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 9 აგვისტო

იმimage
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სამხედროები 8 აგვისტოს თითქმის მთლიანად აკონტროლებდენ ქალაქ ცხინვალსა და მის სოფლებს, რუსული ავიაცია ბომბავდა ქალაქ გორსა და სხვა ტერიტორიებს. დღის ბოლოს ქართველებმა ცხინვალი დატოვეს.


9 აგვისტოს რამდენჯერმე დაიბომბა ფოთის პორტი და ქალაქი გორი.არის მსხვერპლი.image


მიხეილ სააკაშვილმა ერაყიდან გამოიწვია 2000 ქართველი ჯარისკაცი.




00:17 საათზე დაიბომბა სენაკის სამხედრო ბაზა, რასაც მსხვერპლი მოყვა.



3 წუთის შემდეგ იბომბება ვაზიანის სამხედრო ბაზა.




10:00 საათზე იბომბება კოპიტნარის აეროპორტი. ცხინვალის მისადგომებთან რუსულ და ქართულ არმიას შორის გამალებული ბრძოლებია.





11:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა 15 დღიანი საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.


12:40 საათზე კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროპორტი.


14:00 საათზე რუსული ავიამოირეიშეები კოდორის ხეობას უტევენ.



16:35 საათზე დაიბომბა ქალაქი ონი.



რუსული საბრძოლო გემები ფოთის პორტისაკენ მიეშურებიან. დღის ბოლოსათვის რუსებმა უკვე სამხედრო დესანტი გადმოსხეს აფხაზეთსა და ფოთში. რუსულმა მხარემ აფხაზეთის ტერიტორიიდან მეორე ფრონტი გახსნა. ამავდროულად არ წყდება როკის გვირაბიდან მძიმე ტექნიკისა და სამხედროების შემოსვლა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა არტილერისტებმა დიდი დარტყმა მიაყენეს რუსულ ტექნიკას და რამდენიმე საათით შეაჩერეს მათი საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივი შემოსვლა.


ქართველმა სამხედროებმა 9 აგვისტოს 4 ავიამოიერიშე ჩამოაგდეს.



ასევე იხილეთ:

“აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 1-7 აგვისტო

image



“აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 8 აგვისტო



0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0