x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
,,აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 8 აგვისტო
image
2008 წლის 8 აგვისტომდე ვითარება მეტად დაძაბული იყო ცხინვალის რეგიონში. თვის დასაწყისიდან გახშირდა სეპარატისტების მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევები. ( 1-7 აგვისტოს მოვლენათა ქრონოგია)

7 აგვისტოს, დღის ბოლოს, ქართულმა მხარემ ცხინვალისაკენ აიღო გეზი, ამავდროულად როკის გვირაბიდან რუსული არმია შემოდის.

8 აგვისტოს, გამთენიისათვის ქართველი სამხედროები იკავებენ ცხინვალის რაიონის რამდენიმე სოფელს. 8 საათისათვის რუსეთის არმიის პირველი ნაწილი ცხინვალის მისადგომებთანაა, დაახლოებით 9:30 საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსუყლი სამხედრო თვითმფრინავები შემოდის და რამდენიმე ბომბს აგდებს ფოთსა და სოფელ შავშვებთან.

10:30 საათზე იბომბება სოფელი ვარიანი. ნახევარი საათის შემდეგ იწყება ქალაქ გორის დაბომბვა.


11:40 საათზე მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით სარეზერვო ჯარების მობილიზაცია გამოცხადდა.

13:00 საათისათვის ქართველი სამხედროები ქალაქ ცხინვალში იმყოფებიან.

15:00 საათზე რუსული თვითმფრინავები ბომბავენ ვაზიანის სამხედრო ბაზას.



16:30, 17:00 და 17:35 საათზე იბომბება მარნეულის სამხედრო ბაზა, არის მსხვერპლი.



18:45 საათზე რუსული არმია ინტენსიურ ცეცხლს უხსნის ქართულ არმიას ქალაქ ცხინვალსა და სოფლებში.

20:30 საათზე ქართველი სამხედროები იძულებულნი შეიქმნენ დაეტოვებინათ ქალაქი ცხინვალი და იქ რუსული ტანკები შევიდა.



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 აგვისტოს რუსულმა თვითმფრინავებმა 22-ჯერ დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე.



ასევე იხილეთ:

image

აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 1-7 აგვისტო

2008 წლის ომის უცნობი დეტალები – მწარე სიმართლე

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0