x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ
image

ყველას ბევრი გვიფიქრია იმაზე, თუ რა საჩუქარი შეიძლება გაუხარდეს ჩვენს საყვარელ ადამიანს, მაგრამ ალბათ ცოტა თუ დაფიქრებულა, რამდენად იქნება ესა თუ ის საჩუქარი მათთვის წარმატების მომტანი. ეზოთერიკები გვთავაზობენ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელნი არიან და ეს ნეგატივი სწორედ ჩუქების პროცესში აქტიურდება. ასე რომ, სანამ საყვარელ ადამიანს საჩუქარს შეურჩევდეთ, ამ სიას გადახედეთ:


  • დანა, მაკრატელი და სხვა ბასრი ნივთი. ასეთ ნივთებში ძალიან ცუდი ენერგია ბუდობს და მათ წარუმატებლობა მოაქვთ იმ სახლის ყველა ბინადრისთვის, რომელშიც ასეთი საჩუქარი შედის.

    image
    image

  • საათი. ჩინეთში, მაგალითად სჯერათ, რომ ნაჩუქარი საათი ადამიანის სიკვდილის ათვლას იწყებს. გარდა ამისა, შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაციის შექმნა იმ ადამიანთან, ვისაც ვჩუქნით.


    image

  • ჭურჭელი. მიიჩნევა, რომ ცარიელი ჭურჭლის ჩუქება საფრთხეს უქმნის მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ თუ მასში რაიმეს ჩავდებთ, მაგალითად, ფულის მონეტას, პირიქით იღბალს მოიზიდავს.


    image

  • საფულე. საფულის არც გაჩუქებას და არც საჩუქრად მიღებას არ გირჩევთ. ამან შესაძლოა ფინანსურ საკითხებში წარუმატებლობა მოგიტანოთ. განსაკუთრებით თუ საფულე ცარიელია.


    image

  • ცხვირსახოცი. კიდევ კარგი, რომ ცხვირსახოცის ჩუქება მოდიდან გადავიდა. ყველა ნივთი, რომელიც თქვენთან "მოდის", თითქოს გამოყენებას ითხოვს. ცხვირსახოციც "იზრუნებს" იმაზე, რომ ცრემლების მოსაწმენდი მიზეზი მოგცეთ.

    image

  • მარგალიტი. ძველი ლეგენდების თანახმად, მარგალიტი ქვრივისა და ობლის ცრემლების სიმბოლოა, შესაბამისად, ავადმყოფობა, ცრემლი და დანაკარგი მოაქვს.


    image

  • სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა - ყველაფერი, რაც ავადმყოფობასთან არის კავშირში. ასეთი რამეები ადამიანს მუდმივად დაავადებებს გაახსენებენ და შეიძლება დაავადების პროვოცირებასაც შეუწყონ ხელი.


    image

  • ფული. ასეთი საჩუქრის ვინმესთვის გაკეთება ისევ თქვენზე იმოქმედებს უარყოფითად. ფულს შესაძლოა თქვენი ფინანსური იღბალიც გადააყოლოთ.


    image

  • სარკე. ეს საგანი ყოველთვის მისტიურად მიიჩნეოდა და უარყოფით ენერგეტიკას პირდაპირ ისრუტავს, რომელიც თან გადააქვს ყოველ ახალ სამყოფელში. ამიტომ არც საყვარელი ადამიანისთვის გირჩევთ ანტიკვარი სარკის შეძენას და არც თქვენ გირჩევთ ვინმეს მიერ შემოთავაზებული ასეთი საჩუქრის მიღებას.

    image




    ასევე დაგაინტერესებთ:


    მინდა ვიცოდე, გაბედავ თუ არა, დატოვო სულელის შთაბეჭდილება - მოსაწვევი მოწინავე სულებს

    როგორი იქნება თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ - მომავლის განჭვრეტის უჩეულო მეთოდი რუსი ექსტრასენსისგან

    სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია


    3 რამ, რაც სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ სახლიდან, თუ უკეთესი ცხოვრება გვინდა




    ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24



    სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

2
17420
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაია 24
მაია 24
17420
  
2019, 10 აგვისტო, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 9 აგვისტო, 17:39
ჰო მდიდრებს კიდე ეგ უნდა ? ფულის გაჩუქება არ შეიძლებაო რომ სწერ,სულ გაძუნწდებიან
0 1 2