სისხლის სამართალი სამი წელი ქორეოგრაფ ვანო წიკლაურის მკვლელობიდან და 11 წლიანი სასჯელი 2019, 6 აგვისტო, 9:26 თბილისში ანსამბლ „ხერთვისის“ ქორეოგრაფის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა. მომხდარის მოტივზე ბევრი ვერსია ვრცელდებოდა, თუმცა რაიმე კონკრეტული მიზეზი მედიით არ გაჟღერებულა. მედიას არც ის გაუშუქებია, როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი და რამდენად ადექვატური სასჯელი გამოიტანა სასამართლომ. გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მომხდარი მკველობა გახსნილია. ანსამბლ ხერთვისის ხელმძღვანელის, 30 წლის ვანო წიკლაურის, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილი ხაშურის რაიონში დააკავა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ქორეოგრაფი ქერჩის ქუჩაზე მისსავე სტუდიაში მოკლული მეგობრებმა და ახლობლებმა ნახეს. ისინი მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ. როგორც ისინი ამბობენ, წიკლაურის გადაადგილებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ მკვლელი ინფორმირებული იყო. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 2016 წლის 7 აგვისტოს ცხელ კვალზე დაკავებულ ეჭვმიტანილს სასამართლომ 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლებიც ადასტურებენ. გარდაცვლილს ჭრილობები თავსა და ხელში ჰქონდა მიყენებული. 37 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ხაშურის რაიონში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან პირადი მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქერჩის ქუჩაზე მდებარე ქორეოგრაფიულ დარბაზში ანსმბლ "ხერთვისის" ხელმძღვანელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა. 629 შეფასება არ არის
|