x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე საშიში მღვიმე მსოფლიოში და ყველაზე ღრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში

image გამოქვაბულები და მღვიმეები იმდენია დედამიწაზე მათ ჩამოთვლას საათები დასჭირდება ალბათ, მარტო საქართველოში არსებული გამოქვაბულები და მღვიმეები რად ღირს. წყალტუბოს მღვიმე ნელნელა იზიდავს უკვე უცხოელ ტურისტებს, აფხაზეთში ახალი ათონის მღვიმე ათწლეულებია რაც დამთვალიერებლებისათვის ღიაა, კრუბერის მღვიმის შესახებ მილიონობით ადამიანს სმენია, ეს მღვიმეც აფხაზეთში შესაბამისად საქართველოშია.
მე მინდა მოგითხროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ღრმა მღვიმეზე, რომელიც ელისონის მღვიმის სახელითაა ცნობილი.
მღვიმე ჯორჯიის შტატის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და როგორც მოგახსენეთ შტატებში ყველაზე ღრმა მღვიმედ ითვლება. მისი სიღრმე 179 მეტრია.
ქვის მოზრდილ ნატეხს 8 წამი ჭირდება ფსკერამდე მისაღწევად.
ელისონის მღვიმე თავიდან ბოლომდე ვერტიკალური ფორმისაა, არანაირი კლდოვანი ნაწილი ფეხის დასადგმელად მას არ გააჩნია, მისი ამ თავისებურების გამო მას სპელეოლოგები მსოფლიოში ყველაზე საშიშად თვლიან.
ჩამსვლელის მცირე შეცდომა ან მექანიკური მუხრუჭის მცირე პრობლემა და ადამიანი ისეთი სისწრაფით ჩასრიალდება მღვიმის ფსკერისაკენ, მისი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობს.
გამოქვაბულის ჭისებრ მღვიმეს "ფანტასტიურ ჭას" (Fantastic Pit) ეძახიან.
მღვიმეს და მის მიმდებარე ტერიტორიას აშშ-ს ჯორჯიის შტატის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი კურირებს და დამთვალიერებლებისათვის ღია მთელი წლის განმავლობაში. მღვიმის ტექნიკურად ძალიან რთულ და საშიშ მონაკვეთს მხოლოდ გამოცდილი და სათანადოდ აღჭურვილი სპელეოლოგები იკვლევენ.
imageimageimageimage



0
123
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
123