x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ქირურგებმა ქალს კუჭიდან 1,5 კგ სამკაული და მონეტები ამოუღეს

image


ვერაფერს იტყვი, მდიდრულად კვება ჰყვარებია!



ექიმები გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა ინდოელი ქალის მუცლის ღრუდან 67 000 დოლარის ღირებულების სამკაული და მონეტები ამოიღეს. 16 ივლისს, 26 წლის რუნი ხათუნი დასავლეთ ბენგალის საავადმყოფოში ორგანიზმის გამოფიტვის უმძიმესი მდგომარეობით მას შემდეგ შეიყვანეს, რაც გოგონას შეუჩერებელი ღებინება დაეწყო. ოპერაციის დროს ქირურგებმა ქალის კუჭიდან გაგიკვირდებათ და - 69 ყელსაბამი, 80 საყურე, 46 მონეტა, 8 გულსაკიდი, 11 ცხვირის საყურე, 4 გასაღები, 5 ფეხის სამაჯური და 1 საათის ციბერბლატი ამოიღეს.


image


გოგონას დედის თქმით, სახლიდან სამკაულების გაქრობას ის თავიდანვე ხვდებოდა, მაგრამ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მათ მისი ქალიშვილი ყლაპავდა. ქალის განცხადებით, რუნი მონეტებს ძმის მაღაზიიდან სისტემატიურად იღებდა, თუმცა მასთან, დაკარგული ძვირფასეულობის შესახებ ყოველი მორიგი საუბარი ტირილით სრულდებოდა.


image


კლინიკაში, პაციენტის უმძიმეს მდგომარეობაში შეყვანიდან მალევე, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ქირურგებმა შეძლეს და გოგონას კუჭიდან, ერთი მუჭა სამკაული ამოუღეს. როგორც ექიმები ამბობენ, ძვირფასეულობას შორის, ოქროს, სპილენძისა და ბრინჯაოს ნაკეთობებია.


image


ახლა, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სავარაუდოდ, 26 წლის რუნი ხათუნი პიკაციზმით (საკვებად გამოუსადეგარი ან ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებების - ცარცის, ბალახის, ქვების ანდა ტანისამოსის ძაფების ჭამა. ჩვეულებრივ ამ მოვლენას ადგილი აქვს ადრეულ ასაკში, თუმცა შეიძლება ახასიათებდეს ფსიქიკურად არასრულფასოვან ადამიანებსაც. პიკაციზმის მიზეზი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა მინერალური ნივთიერებების, მაგ., რკინის დეფიციტი ორგანიზმში) ან გემოს გაუკუღმართებით იტანჯება.


image


როგორც ცნობილია, პიკაციზმი ყველაზე ხშირად ორსულ ქალებში და ფსიქიკური განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებში გვხვდება.




0
2012
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2012