საზოგადოება 15 ლამაზმანი დაუჯერებლად გრძელი ფეხებით, რომლებიც გულგრილს არავის ტოვებენ (ფოტოები) 2019, 28 ივლისი, 17:00 მამაკაცების სხვადასხვა კატეგორია არსებობს, ზოგი მათგანი სავსე, დიდმკერდიან ქალებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი პირიქით, გამხდარ ქალებს ეტრფის.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დარწმუნებულები ვართ რომ ეს 15 ლამაზმანი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს აღტაცებაში მოიყვანენ. რა გამოარჩევთ ამ ქალებს მილიონი სხვა ქალისგან?- რა თქმა უნდა წარმოუდგენლად გრძელი ფეხები. ნახეთ და დატკბით. ელი გოლდინგი ის არც მოდელია, არც მსახიობი, არც მოცეკვავე და არც სპორტსმენი. არც მეტი და არც ნაკლები, ის კომპოზიტორია. გოგონა BRIT Awards -ის და BBC Sound-ის გამარჯვებულია. გოგონა საზოგადოებას არა მარტო გრძელი ფეხებით, არამედ არაჩვეულებრივი ხმითაც აჯადოვებს. თუ გინდათ ამაში დარწმუნება გინდათ შეხედეთ მის ფოტოებს და მოისმინეთ მისი რამდენიმე სიმღერა. ჯორდან დანი კიდევ ერთი ბრიტანელი, ოღონდ ამჯერად მოდელი. მისი კარიერა 2006 წელს დაიწყო. ის სუპერმარკეტში სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა შეამჩნია და მისი თავმბურუდამხვევი კარიერაც აქედან დაიწყო. ის თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორიცაა, Alexander Wang, Dolce & Gabbana, Christian Dior, Gucci, Louis Vuitton, Moschino, Versace და სხვა. დარწმუნებულები ვართ რომ ასეთი ფეხებით ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. ია ოსტერგრენი მისი სიმაღლე 178 სანტიმეტრია, ფეხის სიგრძე კი 108 სანტიმეტრი. დიდი ხანია ინტერნეტში მას "სკანდინავიელ ქალღმერთად" მოიხსენიებენ. სტეისი კეიბლერი ამერიკელი მსახიობი და მოდელი, რომელსაც აქვს მიზეზი რომ იამაყოს. ის მონაწილეობდა სერიალში "როგორ შევხვდი დედათქვენს" და ასევე "ცეკვავენ ვარსკვლავებში"- სადაც მესამე ადგილი დაიკავა. კარლი კლოსი მიუხედავად იმის რომ მისი სიმაღლე 190 სანტიმეტრია, გოგონა მაინც ჯიუტად დგება ქუსლებზე, რათა უფრო სექსუალური გამოჩნდეს მისი გრძელი ფეხები. კარლის გარეგნობის და გრძელი ფეხების წყალობით მისმა შემოსავალმა 2018 წელს 13 მილიონი დოლარი შეადგინა, რითაც ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებში მეორე ადგილზე გავიდა. კელი გეილი შვედი მოდელი ინდურ-ავსტრალიური ფესვებით. ის 13 წლის ასაკში ჩაერთო სამოდელო ბიზნესში. მისი თავბრუდამხვევი წარმატება კი Victoria’s Secret Fashion Show -ს შემდეგ მოვიდა. რის შემდეგ კელი Playboy-ს გარეკანზეც მოხვდა. კენდალ ჯენერი არ არსებობს ადამიანი კარდაშიანების ოჯახიდან, რომელიც კარგად ცნობილი არაა, არც კენდელია გამონაკლისი. ამერიკელი სუპერ მოდელი, ბრუს ჯენერის და კრის ჯენერის საერთო შვილი. ბოლო სამი წელია კენდელი ბევრად უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ზოგიერთი სხვა მოდელი. წინა წელს მისმა შემოსავალმა 22 მილიონი შეადგინა. ჯიზელ ბიუნდჰენი ლეონარდო დი კაპრიოს ყოფილი შეყავრებული, Victoria’s Secret -ის ყოფილი ანგელოზი და მსიოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, ეს ის არის რაც უნდა იცოდეთ ამ ბრაზილიელ ლამაზმანზე. მარა ჯეინ ტაიგენი კალიფორნიელი დამწყები მოდელი, რომელსაც ხშირად ანჯელინა ჯოლის ორეულს უწოდებენ. მის როლიკს YouTube-ზე 15 მილიონი ნახვა აქვს, ინსტაგრამზე კი მისი გამომწერების რიცხვი 900 ათასს ასცდა. ანალიზა მაკლახლანი მოდელი უნიკალური გარეგნობით. მას ძალიან უყვარს პლატფორმის ძირის ფეხსაცმელი, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მისი ფეხების სიგრძეს. ირინა შეიკი ამ რუს მოდელს წარდგენა არ სჭირდება. პრესა მას ყოველთვის აქტიურად განიხილავს. ეს კი წელს განსაკუთრებულად მაღალი ინტერესით იყო, რადგან შეიკი მსახიობ ბრედლი კუპერს დაშორდა, რომელსაც 2015 წლიდან ხვდებოდა და საერთი შვილიც ჰყავდათ. იოვანა ვენტურა ყველაზე სექსუალური ლათინოამერიკელი მოდელი, რომელსაც ინსტაგრამზე 5.5 მილიონი გამომწერი ჰყავს. ალბათ არაა გასაკვირი რომ მათი უმეტესობა მამრობითი სქესისაა. როუზი ჰანტინგტონ -უაიტლი მსახიობ ჯეისონ სტეტჰემის მეგობარმა გოგომ უკვე დიდი ხანია დაიპყრო მილიონობით ადამიანის გული. სექსუალური ქერა, არაჩვეულებრივი ფიგურით და გრძელი ფეხებით გულგრილს არავის ტოვებს. აშიკა პრატი ახალ ზელანდიელი მოდელი, რომლის კარიერაც 15 წლის ასაკში დაიწყო. ის აქტიურად მონაწილეობს ჩვენებებში და თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან. რუსლანა ჯი და ბოლოს წარმოგიდგენთ ვიდეო ბლოგერს, რომელსაც YouTube არხზე თავის ბლოგი მიყავს, ამერიკაში ცხოვრებაზე, სილამაზეზე, კევაბდა სხვა და სხვა საინტერესო რჩვებს იძლევა. მას თვალ 1.5 მილიონი ადამიანი ადევნებს და მათ შორის უმეტესობა სწორედ მისი აგრეგნობის დამსახურებით. 1464 1-ს მოსწონს
|