x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსი ტურისტი გოგოს შთაბეჭდილებები აფხაზეთიდან, იქ არსებულ მდგომარეობაზე და აფხაზებზე

image ერთერთ რუსულ საიტზე წავაწყდი რუსი გოგოს სტატიას, რომელსაც რუსების და აფხაზების აგრესია, და ზღვარსგადასული კომენტარების ნიაღვარი ახლდა.
უცენზურო კომენტარების ადრესატი კი სტატიის ავტორი აღმოჩნდა, სპეციალურად დავრეგისტრირდი საიტზე და ავტორს მადლობა გადავუხადე აფხაზეთში რეალური მდგომარეობის პირუთვნელად გადმოცემის გამო, ცალკე აფხაზებს შევახსენე, რომ კავკასიური ანდაზა: "ქალს ძაღლიც არ უყეფს" გაეხსენებინათ.
აფხაზებთან მალე მოვნახე საერთო ენა, რაც რუსებთან ვერ მოვახერხე. ერთადერთი ვინც მათი კომენტარები გააკრიტიკა ბელორუსი მამაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც სტატიის ავტორთან ერთად ჩემი კომენტარის გამო მადლობა გადამიხადა.
მოდით ვნახოთ რა ეწერა სტატიაში, რომელმაც გინების კორიანტელი გამოიწვია მისი ავტორის მისამართით.
"მეგობრებმა გადავწყვიტეთ გვენახა აფხაზეთი, ადრე არასდროს ვიყავით ნამყოფი და სურვილი გაგვიჩნდა გვენახა, რადგან ტელევიზიით ნანახმა რეკლამამ აფხაზეთზე ჩემში და ჩემს მეგობრებში აღტაცება გამოიწვია.
დავგეგმეთ დრო და თარიღი თუ როდის წავსულიყავით აფხაზეთში. მეც და ჩემი მეგობრებიც პოლიტიკისაგან ძალიან შორს ვდგავართ და აფხაზეთში ჩვენს მიერ ნანახი შევეცდები სრულად გადმოგცეთ ყოველგვარი შელაპაზების და პოლიტიკური შეხედულებების გარეშე.
პირველი გაჩერება, სადაც გადავწყვიტეთ დროებით შეჩერება გაგრა იყო. ქალაქი საშინლადაა დანგრეული და შენობებსაც ეტყობა ომის კვალი.
როგორც გითხარით მე პოლიტიკისგან სრულიად შორს ვდგავარ და მე ვერ ვისაუბრებ თუ ვინ იყო ამ ომში მტყუანი და ვინ მართალი, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ვთქვა-მიტოვებული და ასეთი რაოდენობით გადამწვარი სახლები სოფელ ალახაძეში და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს მდებარე ქალაქ გალში და მის სოფლებში ვნახეთ. ჩემზე განსაკუთრებით საშინელი შთაბეჭდილება დატოვა ავტომატების და ტყვიამფრქვევების ტყვიებით დაცხრილულმა და გადამწვარმა სახლებმა გაგრაში, რომლებიც ადგილობრივი ტაქსის მძღოლი სომეხი მამაკაცის თქმით ქართველებს ეკუთვნოდათ და ომის შემდეგ ჯერ გაძარცვეს შემდეგ კი გადაწვეს, ნაწილი აფხაზებმა, ნაწილი კაზაკებმა და ნაწილიც "კონფედერატებმა".
ტაქსის მძღოლმა გვირჩია ამ თემაზე არავისთვის დაგვესვა კითხვები, რათა ადგილობრივების აგრესია არ გამოგვეწვია.
მძღოლს მადლობა გადავუხადეთ და ძველი გაგრის დათვალიერება დავიწყეთ, პირველი რაც დავინახე ავტომატის ცარიელი ვაზნა იყო, გადატანილი ომის უტყვი მოწმე.
ვაზნას მაშინვე გადავუღე სურათი, თან გამიკვირდა ამდენ ხანს თუ რატომ დარჩა ამ ადგილზე, რაზეც მეგობარმა მიპასუხა: ხომ ხედავ არსად არაა ტერიტორია დასუფთავებული და რა გასაკვირია ეს ვაზნაც აქ წლების მანძილზე გდებულიყოო.
image აფხაზეთში ყველგან ჩანს უსუფთაობის კვალი, გზებზე და ქალაქშიც ყველგან ნაგავი ყრია, როგორც ჩანს არავინ ზრუნავს მათ გაწმენდაზე და გატანაზე.
ერთი რამ, რაც დამატებით დამამახსოვრდა და თვალში მომხვდა ესაა: ფული თუ გაქვთ პრაქტიკულად, ნებისმიერ დროს ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ და დაათვალიეროთ, საუბარია 24 საათიანი დაცვის ქვეშ მყოფ ობიექტებზე.
ერთერთი ასეთი ადგილი პრინცი ოლდენბურგის ციხესიმაგრე იყო, რომლის ეზოს შესასვლელში რუსულად წერია, რომ ეზოში შესვლა სასტიკად აკრძალულია და, რომ ეზოში ავი ძაღლებია.
პრინცის ციხესიმაგრის დათვალიერების სურვილმა ისე მოგვიცვა დიდხანს ვაბრახუნეთ რკინის მასიურ ჭიშკარზე, გამოსულმა შეიარაღებულმა მამაკაცმა გაბრაზებული ხმით გვაკითხრა თუ რატომ ვაბრახუნებდით კარზე!
როცა ჩვენი სურვილი მოისმინა მოჭრით დაგვისახელა თანხა, როგორც კი გადავუხადეთ აღნიშნული თანხა წინ გაგვიძღვა, თან გაგვაფრთხილა სურათები და ვიდეო არ გადაგვეღო.
მთელი ციხესიმაგრე დავათვალიერეთ, მაგრამ მისი დათვალიერება ჩაგვაშხამა ციხესიმაგრის მცველმა, რომელიც წამითაც არ გვაშორებდა თვალს და ფოტო და ვიდეოს გადაღება ვერ შევძელით.
მიტოვებული პანსიონატებიც დავიარეთ, შემდეგ კი რესტორან გეჩრიპში ვისადილეთ და კოლონადებში გავისეირნეთ.
image ყავახანებში სულ მამაკაცები სხედან და ხმამაღლა საუბრობენ ამა თუ იმ თემებზე.
სოხუმში ჩასვლისას ცალკე ცუდმა გზამ მოგვთენთა, ცალკე მძღოლის გაუთავებელმა საუბარმა, თუ როგორ გადაარჩინა ისინი განადგურებას რუსეთმა და თუ როგორ ეხმარება რუსეთი დღესაც მათ.
მე ომამდე ეკონომისტად ვმუშაობდი, მაგრამ დაწესებულება გაუქმდა და უმუშევრად დავრჩი, რამე სამსახური უნდა მეპოვა და მეც ტაქსის მძღოლობა ვარჩიე.
რუსეთი ძალიან დიდ თანხას ურიცხავს ჩვენს მთავრობას, რათა თავი გავიტანოთ და ხალხმა გამოსვლები არ დაიწყოს.
ხომ ხედავთ პრაქტიკულად ყველაფერი გაჩერებულია-ასე დაამთავრა ტაქსის მძღოლმა საუბარი. ეტყობა მარლაც ადგილობრივი ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის რუსეთიდან წამოსული ფული, თორემ აფხაზეთის მთავარი ქალაქი ასეთი გაპარტახებული არ დაგვხვდებოდა. ამდენი წლის შემდეგაც კი ომის კვალი ყველგან ჩანს.
სოხუმში ყოფნისას სასტუმროს ძებნას შევუდექით, როგორც კი გაიგეს, რომ ტურისტები ვიყავით დაგვეხვივნენ ჩემთან წამოდითო, მართალია დიდი სურვილი არ გვქონდა, რომ კერძო სახლში გავჩერებულიყავით, მაგრამ დიდი არჩევანი მაინც არ გვქონდა და გავყევით.
არანაირი კომფორტი, ოთახები, რომლებიც დაგვითმეს გალესილი და შეღებილი იყო, არც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც ინტერნეტი. კიდევ კარგი ჩვენივე ზეწრები მიგვქონდა, რადგან ზეწრები, რომელიც იყო საწოლებზე მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ გამოიყურებოდა.
მეორე დღეს წავედით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს მდებარე ქალაქ გალისაკენ, ქალაქ ოჩამჩირეში არც კი შევჩერებულვართ, რადგან დანგრეული და უკაცრიელი ქალაქი ისეთი საშინელი და დამთრგუნველი სანახავი აღმოჩნდა.
ჩვენ არ ვიცოდით უარესი წინ, რომ გველოდა. გალის გზაზე იმდენი გადამწვარი სახლი ვნახეთ, გავერანებული ეზოებით, გულწრფელად გეუბნებით: მე პირადად გული დამეწვა.
არც გალში დაგვხვედრია უკეთესი სურათი, ისევ გადამწვარი სახლები და გავერანებული ეზოები.
გზაში რამდენიმე რუსული სამხედრო-სატვირთო მანქანა და სამხედრო ტექნიკა შეგვხვდა, თავად გალში და გალის სოფლებში რამდენიმე რუსული ბაზა ყოფილა, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს.
ადგილობრივი ქართველები თავიდან უნდობლად გვიყურებდნენ, მაგრამ შემდეგ, როცა მიხვდნენ პოლიტიკა ნაკლებად გვაინტერესებდა ალაპარაკდნენ.
ზუგდიდიდან (პირველი ქალაქია მდინარე ენგურის შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე) მოგვქონდა პროდუქტიც და საქონელიც გასაყიდად, ამით ორიოდე გროშს ვშოულობდით, ახლა კი საზღვრის ჩაკეტვამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, არც ნათესავებთან გვიშვებენ რუსი მესაზღვრეები და არც სამკურნალოდ, მაშინ როცა აფხაზები თავისუფლად გადადიან სავაჭროდ და სამკურნალოდ, თან აფხაზებს უფასოდ მკურნალობენ საქართველოს კლინიკებშიო-გულდაწყვეტით გვითხრეს ადგილობრივმა ქართველებმა.
გალში და გალის სოფლებში, სადაც კი ცხოვრობენ ქართველები ყველგან სისუფთავის კვალია, ყვავილებიც კი გაუშენებიათ ამ სიდუხჭირეში.
აფხაზეთიდან სულ სხვა განწყობით დავბრუნდით ვიდრე გვქონდა აფხაზეთში ჩასვლამდე. მე მეორედ ჩამსვლელი არა ვარ აფხაზეთში, მას შემდეგ რაც იქ ვნახე.
თურმე თავად უნდა ნახო ყველაფერი, რეალობა ზუსტად, რომ აღიქვა"-ასე მთავრდებოდა სტატია.
imageimage ეს კი სტატიის ავტორი გახლავთ, რომელსაც გამოვექომაგე საიტზე.
image



0
2246
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2246